ჯანმრთელობა
აღმოჩნდა რომ მზესუმზირა გახდომაში გვეხმარება
ადამიანთა უმეტესობისთვის მზესუმზირა გართობის საშუალება უფროა ვიდრე კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტი. თუმცა სულ ტყუილად! მზესუმზირა ცილებით, ცხიმებით, ბოჭკოთი, სხვადასხვა ვიტამინებით და მინერალებით სავსე პროდუქტია. მასში შემავალი ცხიმებისა და კალორიების გამო, ხშირად მოისმენთ რეკომენდაციას, რომ თუ გახდომა გსურთ ის თქვენი რაციონიდან უნდა გამორცხოთ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მზესუმზირას წონის დაკლებაში დახმარება შეუძლია!
რამდენად დიდია მზესუმზირის კვებითი ღირებულება?
მზესუმზირის კვებითი ღირებულება მისი მომზადებისა და არომატიზაციის წესის მიხედვით ვარირებს. თუ გასუფთავებულ და უზეთოდ მოხალულ მარცვლებს შეარჩევთ, მაშინ 25 გრამ პროდუქტში საკვებ ნივთიერებათა ასეთი შემადგენლობა იქნება:
- კალორიები: 147
- საერთო ცხიმი: 12.5
- მონოუჯერი ცხიმები: 2.8 გრამი
- პოლიუჯერი ცხიმები: 1,3 გრამი
- ნახშირწყლები: 6,3 გრამი
- ბოჭკო: 2,7 გრამი
- ცილა: 4,9 გრამი
ჭიქის მეოთხედი მზესუმზირა 21 სასარგებლო მიკროელემენტით გაგამდიდრებთ, მათ შორის Е ვიტამინის სადღეღამისო დოზის 49%-ით და სელენის 41%-ით.
მზესუმზირა ძალიან კალორიულია მასში შემავალი ცილების წყალობით, თუმცა ეს ძირითადად გულისთვის სასარგებლო უჯერი ცხიმები გახლავთ.
კვლევებმა აჩვენეს, რომ მასში შემავალი უჯერი ცილები ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს და შესაბამისად გულსისხლძარღვთა დაავდებების განვითარების რისკიც მცირდება.
რატომ გვეხმარება მზესუმზირა გახდომაში?
მარცვლები ნაყროვანების გრძნობას გვიჩენს, გვინარჩუნებს კუნთოვან მასას და გვეხმარება უფრო დიდხანს დავიცვათ დიეტა.
ჭარბი კვების შეზღუდვა
სასარგებლო ხემსი შიმშილის გრძნბას აქრობს, ეს ჭარბი საკვების მირებისგან გვიცავს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ისეთი ხემსი როგორიც ნიგოზია დანაყრებას უწყობს ხელს, კონკრეტულად მზესუმზირასთან დაკავშირებით სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს მზესუმზირასაც ეხება.
ცხიმი, ცილა და ბოჭკო ეფექტურად გვეხმარება შიმშილთან ბრძოლაში. მისი ბოჭკოს მეოთხედი წყალში ხსნადია, ეს კი სწორედ ის საკვები ბოჭკოა რომელიც გახდომაში გვეხმარება. ამგავრი ბოჭკო ანელებს საკვების მონელების პროცესს და ნაყროვანებას უფრო დიდხანს ვინარჩუნებთ.
კუნთოვანი მასის შენარჩუნება
კვლევებმა აჩვენეს, რომ მეტი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანები მეტ კალორიებს წვავენ.
დაბალკალორიული დიეტით ჩვენ ცხიმთან ერთად კუნთოვან მასასაც ვკარგავთ. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ კუნთოვანი მასის დანარკი შეიძლება სრულად დაკარგული მასის 35%-საც შეადგენდეს. კუნთების დაკარგვისგან თავის ასარიდებლად, მეცნიერთა უმეტესობა საკმარისი ცილის მომხარებას და ფიზიკური ვარჯიშით დაკავებას გვირჩევს.
ერთ სუფრის კოვზ გაფცქვნილ მზესუმზირაში დაახლოებით 2 გრამი პროტეინი შედის, რაც მას შესანიშნავ საშუალებად აქცევს ჩვენს რაციონში ცილის შესანარჩუნებისთვის.
დიეტის დაცვა
ყველაზე საუკეთეს დიეტა ის არის, რომლისთვის მიყოლასაც მაქსიმალურად დიდი დროის მანძილზე შეძლებთ. ამაში ბოჭკო დაგეხმარებათ, მზესუმზირაში კი ის საკმარისად არის. ბოჭკოს სადღეღამისო ნორმა ქალბატონებისთვის 25 გრამია, მამაკაცებისთვის კი 38 გრამი.
მეცნიერებმა ნახევარწლიანი კვლევა ჩაატარეს 345 ადამიანზე. ისინი შეზღუდული კალორიების დიეტაზე იყვნენ. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ის ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად ბოჭკოს რეკომენდებულ ნორმას იღებდა უფრო სწორად მისდევდა დანიშნულ რაციონს.
გარდა ამისა, იმ მონაწილეებს რომლებიც ბოჭკოს მოხმარებას ზრდიდნენ – უფრო მეტად იკლებდნენ წონაში. საშუალოდ, აკვები ბოჭკოს მოხმარების მომატებისას ყოველ 3.7 გრამ ბოჭკოზე მონაწილე წონის 1.4 კილოგრამს კარგავდა.
კვლევების მიხედვით, დიეტის რაციონი რაც უფრო მოქნილია და შედგენილია იმ საკვებით რომელსაც კონკრეტული ადამიანის ანიჭებს უპირატესობას – მისი დაცვა უფრო იოლი ხდება და დიეტაც უკეთეს შედეგებს გვაჩვენებს.
როგორ დავამატოთ მზესუმზირა რაციონში?
მზესუმზირის მარცვლები სხვადასხვა ფორმებით არის ხელმისაწვდომი – გარჩეული და გაურჩეველი, უმი და შემწვარი, არომატიზირებული, მარილიანი და უმარილო.
აი რამდენიმე ჯანმრთელი მეთოდი მზესუმზირის მარცვლებით დასატკბობად:
1. დამოუკიდებლად
2. მიირთვით თხილთან, სხვა მარცვლებთან და ჩირებთან ერთად. გარჩეული მზესუმზირა შეგიძლიათ სალათებში, შვრიის ფაფაში, იოგურტის პურდინგებში, ნამცხვრებში და სხვა საჭმელებში დაუმატოთ.
3. პასტის სახით. ეცადეთ პასტა მთელ მარცვლოვან პურს ან ვაშლის ნაჭერს წაუსვათ.
რა უნდა გვახსოვდეს?
მზესუმზირის ზოგიერთი სახეობა ნატრიუმით არის მდიდარი. ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტია, თუმცა მისი სიჭარბე არტერიული წნევის მომატებას იწვევს რაც ორგანიზმისთვის მავნებელია. ეცადეთ ისეთი მზესუმზირა შეარჩიოთ რომელსაც მარილი არ აქვს ან ცოტა მარილი აქვს. მისი შემცველობა შეგიძლიათ შეფუთვაზე შეამოწმოთ.
მოერიდოთ მოჭიქულ მზესუმზირებს, ის მეტ მარილს, შაქარს, სახამებლებს, მავნე ცხიმებსა და ხელოვნურ არომატიზატორებს შეიცავს.
ეცადეთ მზესუმზირა სერიალების ყურების დროს არ მიირთვათ. მნიშვნელოვანია აონტროლოთ მისი მიღების დოზა. მზესუმზირის ჭარბი მოხმარება ღვიძლს აღიზიანებს და წელის გარშემოწერილობას ზრდის!