Connect with us

ჯანმრთელობა

აღმოსავლეთის მედიცინის საიდუმლოებები: ნაკრები ორგანიზმის სრულად გასაწმენდად და გასაახალგაზრდავებლად

ბალახების დახმარებით ორგანიზმის გაწმენდა უფრო მარტივი და ეფექტური მეთოდია. ნატურალური, ბუნებრივი კომპონენტები მოქმედების ფართო სპექტრს ფლობენ და მისი მიღება როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს შეუძლიათ. სხეულის ყველა სისტემის გასაწმენდად და ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად ბალახების ნაკრები რომ შეაგროვოთ რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ.

უძველესი დროიდან ბალახების ნაკრებს სამკურნალო და ანტიასაკობრივი საშუალების სახით იღებდნენ:

  • ყველა ორგანოს აძლიერებს და აჯანსაღებს;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციებს არეგულირებს;
  • ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან წმენდს;
  • ჭარბი წონის მოშორებას ხელს უწყობს;
  • ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, სისხლძარღვებს და მის სისტემას წმენდს;
  • ათეროსკლეროზის და გულის დაავადებების განვითარებას აფერხებს;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობას აწესრიგებს;
  • ქიმიოთერაპიის და რადიაციული დასხივების შემდეგ აღდგენას ხელს უწყობს;
  • სისხლის გამწმენდი, ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედებები გააჩნია;
  • ანთებას აქრობს, ანტიპარაზიტული ეფექტი გააჩნია;
  • ორგანიზმს სრულად აახალგაზრდავებს;

აიურვერდული ნაკრების სარგებელი ორგანიზმისთვის

გამწმენდი და ანტიასაკობრივი ნაკრები შეგიძლიათ სპეციალურ აფთიაქებში შეიძინოთ, მაგრამ სჯობს თავად მოამზადოთ. ამისთვის მხოლოდ ხარისხიანი, ხმელი ბალახი გამოიყენეთ და აუცილებლად მითითებული პროპორციებით.

დოზიდან გადახრა, კომპონენტების დამატება ან მოკლება არ დაუშვათ. ბალახები როგორი უსაფრთხოც არ უნდა გეგონოთ, შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ ნაკრებში გაუთვალისწინებელი ბალახის დამატება ორგანიზმზე რა გავლენას მოახდენს.

ბალახების ნაკრების რამდენიმე რეცეპტი

სასურველი შედეგის მიხედვით ნატურალური ბალახების ნაკრებები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მიწაზეა მოყვანილი, მნიშვნელოვან მოქმედებას ახდენენ. კომპლექსურ ნაკრებში განსაკუთრებით ეფექტური არიან.

ნაკრები № 1 – საიმპერატორო

ამ ნაკრებში ოთხი კომპონენტი შედის:

  • კრაზანა – ანთებით დაავადებებს კურნავს, ნაღველი და ჭარბი სითხე, ასევე პარაზიტები გამოაქვს;
  • გვირილა – სიცხეს წევს, ინფექციებს და ვირუსებს ებრძვის, მტკივნეულ შეგრძნებებს და სპაზმებს ებრძვის, დიარეას და მეტეორიზმს კურნავს;
  • უკვდავა – ნაღველი გამოაქვს, ორგანიზმს და ნაწლავებს წმენდს, თირკმლების და შარდის ბუშტის ანთებას კურნავს, ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის;
  • არყის კვირტები – ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, ენერგიას მატებს, ორგანიზმს ვიტამინებით და მიკროელემენტებით ამდიდრებს.

თითოეული ინგრედიენტი 100-100 გრამი აიღეთ, დააქუცმაცეთ და აურიეთ. 500 გრ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით გააგრილეთ, შემდეგ გადაწურეთ. შეგიძლიათ გემოვნებით თაფლი დაუმატოთ. სამეფო ნაკრები ბოლო საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ მიიღეთ. სითხის ნახევარი ნაწილი ყლუპობით დალიეთ, ამის შემდეგ ჭამა არ შეიძლება. დარჩენილი ნახევარი დილისთვის შეინახეთ და საუზმის მიღებამდე 1 საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2,5 თვე. 1 თვიანი მიღების შემდეგ 1 კვირა შესვენება გააკეთეთ.

ნაკრები № 2 – გამწმენდი

გამოიყენეთ შემდეგი კომპონენტები: გვირილას ყვავილები, არყის კვირტები, მარწყვის ფოთლები და ყვავილები, უკვდავას ბალახი და კრაზანა. ეს ნაკრები ორგანიზმიდან წიდებს და მარილებს შესანიშნავად გამოდევნის. ის ღვიძლს და მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას კარგად წმენდს. დაზიანებულ სახსრებზე დადებით გავლენას ახდენს.

100-100 გრ თითოეული ინგრედიენტი დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ. 2 ს/კ ნაკრებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 40 წუთით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. ეს ნარევი მაქსიმუმ 2,5-3 თვიანი კურსის სახით მიიღეთ. კურსის გამეორება მხოლოდ 1 წლის შემდეგ შეიძლება.

ნაკრები № 3 – გამაახალგაზრდავებელი

ამ რეცეპტისთვის 26 კომპონენტს იყენებენ:

  • ფიჭვის და არყის კვირტები;
  • ჭინჭარი, მრავალძარღვა, ვირისტერფა, შავბალახი, ევკალიპტი, პიტნა – ფოთლები;
  • ჭაობის ბერულა, ფარსმანდუკი, ბეგქონდარა, სალბი, ქრისტესისხლა, თავშავა – ბალახი;
  • ბაბუაწვერა, თავსისხლა, ანგელოზა, კატაბალახა – ფესვები;
  • ცაცხვი, გულყვითელა, გვირილა – ყვავილები;
  • ასისთავა, კრაზანა, ორკბილა, უკვდავა – ბალახი და ყვავილები;
  • კვლიავი

ყველა კომპონენტი თანაბარი პროპორციით აიღეთ. თითო სუფრის კოვზი თითოეული კომპონენტი კარგად აურიეთ, რომ ყველა ნაწილი კარგად გადაანაწილოთ. 14 კოვზ ნაკრებს 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით. მთელი ღამე დააყენეთ. მიღებული სითხე მარლის სალფეთქში გადაწურეთ. თბილი სითხე ჭამამდე 1 საათით ადრე მიიღეთ, მაგრამ დაძინებამდე მაქსიმუმ 3 საათით ადრე.

ამავე ნაკრებით აბაზანა მიიღეთ. ამისთვის ბალახის ჩენჩო აიღეთ, მდუღარე წყალი კიდევ ერთხელ დაასხით და დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და აბაზანის წყალს დაუმატეთ.

თითოეული ადამიანისთვის ნაყენის რაოდენობა ინდივიდუალურად ითვლება. 200 მლ სითხე დღეში 3-ჯერ დალიეთ. თუ განავალი არ გაქვთ, კონცენტრაცია გაზარდეთ – 14 ს/კ 1,5 ლ მდუღარე წყალზე. თუ ყაბზობა გაქვთ, შეგიძლიათ ხეჭრელის ქერქი დაუმატოთ. დიარეის დროს მიღება შეამცირეთ – დღეში 1-2 ჭიქა.

მიღების პირობები

ნაყენის მისაღებად საუკეთესო დროა სეზონის შეცვლის პირველი თვე. ამ დროს ორგანიზმი გაწმენდაზე, გაახალგაზრდავებასა და გაჯანსაღებაზე უკეთ რეაგირებს. ნებისმიერი ნაკრებისთვის ნაყენი ერთი საერთო წესით მოამზადეთ. თითოეული კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ, შემდეგ რამდენიმე კოვზს მდუღარე წყალი დაასხით და მთელი ღამე დააყენეთ. მთავარი საკვების მიღებამდე სითხე კოვზით მიიღეთ. შეგიძლიათ თბილ წყალში გახსნათ და 1 კოვზი თაფლი დაუმატოთ.

სითხე ახალი მომზადებული უნდა იყოს, მაქსიმუმ 1 დღის, შემდეგ უკვე სასარგებლო თვისებების უმეტეს ნაწილს კარგავს. ნაკრების მოხმარება ეფექტური რომ იყოს, სწორი კვების რეჟიმი უნდა დაიცვათ. გამწმენდი კურსის დროს ცხიმიანი საკვების, გამომცხვარი პროდუქტების მიღება და გაზიანი სასმელების დალევა არ შეიძლება. ასევე ფაფების და რძის პროდუქტების მიღება არ ღირს. სჯობს, გაწმენდის პროცესის დროს კვების რაციონი შეამციროთ.

უკუჩვენებები

როგორც ბევრმა ბუნებრივმა კომპონენტმა, ბალახებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. სწორედ ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველა ინგრედიენტი გამოსაყენებლად რეკომენდებულია. ეს ნაკრები აკრძალულია ქალებისთვის ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

გამწმენდი ნაკრები ძლიერ ბიოაქტივობას ფლობს, ამიტომ ნაღვლკენჭოვანი დაავადების და კენჭის წარმოქმნისკენ მიდრეკილების დროს მისი მიღება არ ღირს, რადგან კენჭების მოძრაობა შეიძლება გამოიწვიოს. გამწმენდი ნაყენი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ამიტომ მწვავე ანთებითი პროცესების ან ლიმფური სისტემის პათოლოგიების დროს მისი მიღება არ შეიძლება. სჯობს გამოყენების წინ მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.

Advertisement
საკითხავი16 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა16 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა17 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა17 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი20 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა20 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა24 hours ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები24 hours ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული