Connect with us

საკითხავი

აქვს ბებიას უფლება, რომ შვილიშვილის აღზრდაზე უარი თქვას

ირინა 11 წლის ლევანის, შვილიშვილს დაბადებიდან მარტო ზრდის. მასთან ერთად ბევრ გაჭირვებას და პრობლემას გაუმკლავდა. მათი ცხოვრება თითქოს დალაგდა, მაგრამ ქალიშვილი ისევ ორსული გამოეცხადა. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დასრულდა ამბავი.

„ჩემს ქალიშვილს ყოველთვის მალე გაზრდა და სახლიდან წასვლა უნდოდა. როგორც კი 18 წლის გახდა, მაშინვე გაიქცა. 2 წლის შემდეგ 9 თვის ორსული დაბრუნდა. შეყვარებულმა მიატოვა, ფული და ბინა არ აქვს, ვალებიც აიღო. სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა. ვიფიქრე, რომ ახლა გონს მოეგებოდა. ადრე რომ გამეგო, აბორტს გავაკეთებინებდი, მაგრამ ახლა გვიანია.

სახლში 2 თვე გაჩერდა. მეტი ვერ გაძლო. ამბობდა, რომ უნდა წასულიყო, რომ ემუშავა და ვალი გადაეხადა. ამ თემაზე ბევრს ვკამათობდით. ერთ დღეს ნივთები ჩაალაგა და სახლიდან ჩუმად გაიპარა, წერილიც არ დატოვა. პატარა ლევანი მე დამიტოვა. გაურკვევლობაში ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი. ქალიშვილი ჩემს ზარებს არ პასუხობდა. გავაცნობიერე, რომ პატარა ლევანიზე მე უნდა მეზრუნა. ეს რთული იყო. ხშირად ავად ხდებოდა, დღედაღამ ყურადღება სჭირდებოდა. ერთხელ სამსახური კინაღამ დავკარგე, რადგან შვილიშვილი ბაღიდან სასწრაფოდ უნდა წამომეყვანა.

ყველაფერს გავუძელი. ახლა ლევანი 11 წლისაა. სკოლაში კარგად სწავლობს, ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურია. დედაზე საუბარს გავურბივართ, თუმცა მისთვის ტყუილი არ მითქვას. როცა დედით დაინტერესდა, ავუხსენი, რატომ მიგვატოვა ჩემმა უზნეო ქალიშვილმა. უნდა ითქვას, რომ ქალიშვილი წელიწადში რამდენჯერმე ჩნდებოდა. ახალ წელს გვილოცავდა და რამდენიმე ასლარიანს გვჩუქნიდა. ლევანისთან ურთიერთობას გაურბოდა. ვიტანჯები, როგორ გავზარდე ასეთი ქალიშვილი, სად დავუშვი შეცდომა.

ერთ დღეს ჩემი ქალიშვილი ისევ ორსული გამომეცხადა. სადაცაა გააჩენდა. სიტუაცია განმეორდა. შეყვარებულმა მიატოვა, ფული და ბინა არ აქვს. ამჯერად მის ხაფანგში არ გავები. პირდაპირ ვუთხარი, რომ მეორე შვილიშვილზე არ ვიზრუნებდი, შეეძლო ბავშვთა სახლში ჩაებარებინა. იმედი არ მაქვს, რომ ქალიშვილი ისევ არ მიმატოვებს და მეორე ბავშვიც ჩემი გასაზრდელი არ დარჩება. მოძებნოს სხვა ვარიანტები. მე და ლევანის მშვიდად ცხოვრება გვაცადოს.

აცრემლებული ქალიშვილი ცუდ დედას მიწოდებდა. მისი თქმით, ღვიძლ შვილს ბავშვთა სახლში ვერ ჩააბარებდა. კიდევ ერთი ადამიანის რჩენას ვერ გავწვდები. თავად ღვიძლი შვილი მე რომ დამიტოვა, როგორია? ქალიშვილი სახლიდან წავიდა. მისი ბედი არ მადარდებს. ისე იცხოვროს, როგორც სურს. ეს მისი არჩევანია. ერთხელ ეს უკვე გააკეთა, როცა ლევანი მიატოვა და გაუჩინარდა. აღარ მოვითმენ!“

ირინას ბევრი განსაცდელის გადალახვა მოუწია, მაგრამ ყველაფერთან გამკლავება შეძლო. ვფიქრობთ, რომ ბებია ვალდებული არაა ქალიშვილს ყოველთვის დაეხმაროს.

Advertisement