Connect with us

თავის მოვლა

აუცილებელი წესით თმას რეგულარულად ვაშლის ძმრით ვიბან. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ

ვაშლის ძმარი წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია ადამიანის ორგანიზმისთვის. მას იყენებენ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მოხმარებისთვისაც, პრაქტიკულად ყველა ორგანოს გასაჯანსაღებლად.

ჩვენ გასწავლით, თუ როგორ უნდა გააძლიეროთ თმა, მიანიჭოთ მას აბრეშუმისებრი სინაზე და მოცულობა მარტივი საშუალებით. ვერც ერთი მაღაზიის ბალზამი ვერ მოგცემთ ისეთ ეფექტს, როგორსაც ვაშლის ძმარი.

ვაშლის ძმარი თმის გასავლებად

ვაშლის ძმარს შემდეგნაირი გავლენა აქვს თქვენს თმაზე:

  • კვებავს თმას;
  • ანიჭებს სიელვარეს, სირბილესა და აბრეშუმისებრ სტრუქტურას;
  • აგლუვებს;
  • აძლიერებს;
  • აჩქარებს ზრდას;
  • გაშორებთ ქერტლსა და ქავილის შეგრძნებას;
  • გაშორებთ ჭარბ ცხიმს;
  • ასქელებს და ამყარებს თმის ღეროებს;
  • ხელს უშლის მსხვრევასა და ბოლოების დაყოფას;
  • ამარტივებს დავარცხნასა და თმის დალაგებას;
  • აძლევს თმას გაჯერებულ ფერს;
  • ჩამორეცხავს საღებავის ნარჩენებს;
  • აღადგენს თავის კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს;
  • ხელს უშლის ელექტრიზაციას;
  • აღადგენს ქიმიური პროცედურების შედეგად დაზიანებულ თმის სტრუქტურას.

ვაშლის ძმრის გამოყენების მთავარი პირობაა მხოლოდ ნატურალური პროდუქტის მოხმარება. ასევე, გამოგადგებათ ყურძნისა და ჟოლოს ძმარიც კი, თუმცა ისინი ვაშლისაზე უფრო ძვირი ღირს. “სუფრის” ძმარი არ გამოგადგებათ – ის ქიმიური გზითაა მიღებული და არა ნატურალური ნედლეულით.

გამოყენება

  1. აიღეთ ქვაბი ან მოზრდილი ჯამი(1 ლ მოცულობის მაინც), ჩაასხით ცივი წყალი და დაუმატეთ 1 ს.კ. ძმარი(არ გაზარდოთ ძმრის რაოდენობა, თორემ თმაზე სუნი დაგრჩებათ). თუ მაინც გეშინიათ უსიამოვნო სუნის, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. თმისთვის ყველაზე სასარგებლო ილანგილანგის ზეთია.
  2. თავის ჩვეულებრივად დაბანის შემდეგ გაივლეთ თმა ძმრის ხსნარით. არ ჩამოიბანოთ. სველ თმებზე იგრძნობთ ძმრის სუსტ სუნს, რომელიც გაშრობისთანავე გაქრება.
  3. გავლების შემდეგ, თმა დაწურეთ და შეიხვიეთ პირსახოცში. როგორც კი ოდნავ მოშრება, მოიხსენით პირსახოცი, დაივარცხნეთ და გაიშრეთ ბუნებრივად.

თუ ჯანმრთელი და ძლიერი თმის ქონა გსურთ, ვაშლის ძმარი მის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. უკვე 2-3 პროცედურის შემდეგ შედეგს თავადაც შეამჩნევთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.