Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროფსიქოლოგი შეყვარებულებს გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ, არ შეიყვაროთ ტყუპები

შეჩვეულები ვართ, რომ მამაკაცი გრძნობებს და ემოციებს თავშეკავებულად ავლენს. სიტყვას მიყვარხარ იშვიათად ამბობს და ცოტათი უხეში და უგრძნობი ჩანს. ყოველთვის ასე არაა. უბრალოდ მამაკაცი გრძნობებს საჯაროდ არ გამოფენს. ურჩევნია, ემოციები მეორე ნახევარს განმარტოებისას აჩვენოს.

სხვადასხვა ნიშნის მამაკაცი გრძნობებს განსხვავებულად გამოხატავს. რა შეუძლია კაც ტყუპებს სიყვარულში? დღეს Аlltime.ge–ს რედაქცია ამის შესახებ გიამბობთ.

კაცი ტყუპები სიყვარულში

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს თქვენი და თქვენი სამყაროს ძირეულად შეცვლა შეუძლია. ისეთ ემოციებს და თავგადასავლებს გაჩუქებთ, რაზეც არც გიოცნებიათ. მთავარია, ენდოთ და მიჰყვეთ.

ტყუპები ორპირი ნიშანია. მთელი ცხოვრება ორ როლს თამაშობს, ორის ცხოვრებით ცხოვრობს. ამის გამო არ უნდა უსაყვედუროთ, სხვაგვარად არ შეუძლიათ. ხალხში კომპანიის სული და წვეულების ვარსკვლავია. ყურადღების ცენტრშია და ყველა ქალს კომპლიმენტით ავსებს. მისმა რჩეულმა არ უნდა იეჭვიანოს. ეს მხოლოდ საზოგადოებაში თამაშია, რომელსაც ღრმა გრძნობები არ აქვს. საყვარელ პარტნიორთან განმარტოებისას მგრძნობიარე და ღრმა ხდება.

კომუნიკაბელურობის და მეგობრულობის მიუხედავად, ძალიან ჩაკეტილია. დრო სჭირდება, რომ განმარტოვდეს, საკუთარ გრძნობებთან და ემოციებთან დარჩეს. ამ დროს არ შეაწუხოთ და დაფიქრების დრო მიეცით.

კაცი ტყუპები პარტნიორის არჩევისას სიფრთხილეს ავლენს. დიდი დრო სჭირდება იმის გასაგებად, რომ მისი ადამიანი იპოვა. პირველ რიგში, მეორე ნახევართან მენტალური კავშირი უნდა იგრძნოს. სიყვარულში მთლიანად ეფლობა და რჩეული ყველაფრის მიუხედავად ეყვარება.

კაცი ტყუპების ხასიათი

კაცი ტყუპები მზადაა, რომ შეყვარებულს ბევრი რამ აპატიოს. ზოგჯერ ქალი პარტნიორის სიკეთით მხოლოდ სარგებლობს. თუმცა კაცი ტყუპები მის მიმართ დამამცირებელ დამოკიდებულებას არ აიტანს.

როგორც კი შანსი გამოუჩნდება, მაშინვე შეგახსენებთ, რამდენად დიდსულოვანია. ურთიერთობაში ჩაძირვას არ ჩქარობს. ჯერ პარტნიორი კარგად უნდა გაიცნოს. ეცდება თავისი იდეალის შესაფერის ქალს შეხვდეს.

ტყუპები ჰაერის სტიქიას მიეკუთვნება და მისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი მამაკაცის შეზღუდვა, საჭმლით, ბავშვებით და ყოფითი საკითხებით დაბმა არ სცადოთ. მისთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელო შეიძლება იყოს.

მთელ დღეს მხოლოდ თქვენთან საუბარში ან თქვენზე ფიქრში არ გაატარებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხართ. ტყუპები ყოველთვის იპოვის დროს მეორე ნახევრისთვის და უყურადღებოდ არ დატოვებს.

კაცი ტყუპები ქალში პარტნიორს და თანამოაზრეს ეძებს. ელოდება მხარდაჭერას, გაგებას და მოწონებას. ბუნებით ლიდერი და შრომისმოყვარეა, რომელიც მიზნებს ისახავს და აღწევს.

ამავდროულად, გამოუსწორებელი რომანტიკოსია. თუ ცხოვრების თანამეგზურს არჩევს, გულს მთლიანად აჩუქებს. ქალიც გულგრილი არ რჩება და სიყვარულით პასუხობს.

კაცი ტყუპები ერთგულებით და პატიოსნებით გამოირჩევა ყველაფრის მიმართ, რაც აქვს და უყვარს. თუ ვინმეს ენდო, ურთიერთგაგებას ელოდება. საკუთარი მაგალითით უპირობო სიყვარულს გასწავლით. თქვენზე იზრუნებს და ხელისგულზე გატარებთ.

Advertisement