Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინას წინასწარმეტყველებით, ნოემბერში ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის აღმავალი პერიოდი იწყება

ვასილისას თქმით ნოემბერი ჯადოსნური თვე იქნება და მისი ჯადოსნურობის თუნდაც მცირედი წილი – ყველას ერგება. თუმცა სამი იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნისთვის ეს თვე განსაკუთრებულად იღბლიანი და წარმატებების მომტანი იქნება. ნომბერში კოსმოსის ამინდი გაუმჯობესდება და ადამიანებს საშუალება მიეცემათ გადააბიჯონ წარსულს და წინ სვლა დაიწყონ. თუ ახლა რაიმე პრობლემები ან გაურკვეველი სიტუაციები გაქვთ რომელიც წარსულიდან მოგსდევთ, თუნდაც ბავშვობის ტრამვები – მათგან გათავისუფლდებით. სამყარო საშუალებას მოგცემთ გადალახოთ ყველა პრობლემა და თამამი ნაბიჯები გადადგათ დიდი ბედნიერებისკენ.

ნომბერი წაიღებს დარდს და ნაღველს და გამართლებისა და ჯადოსნურობის ბურუსში გაგახვევთ. აჯობებს აქედანვე ირწმუნთ სასწაულის და ის სწორედ თქვენთან მოვა.

რაც შეეხება სამ იღბლიან ზოდიაქოს ნიშანს:

რა თქმა უნდა ეს ძალიან წარმატებული თვე იქნება მორიელისთვის, ეს ხომ მისი თვეა… პირველ რიგში მათი პირადი ცხოვრება მოწესრიგდება, სიყვარული, ემოციები და მჩქეფარე ვნებები მათ თავბრუს დაახვევენ.

მორიელისთვის ნოემბერში ასრულდება ყველაფერი რაც აქამდე სურდა, ის რაზეც აქამდე ოცნებობდა და რისიც ჯეროდა.

ნოემბერი წარმატებული თვე იქნება მერწყულებისთვისაც, მიუხედავად სირთულეებისა ისინი მაინც შეძლებენ წარმატების მიღწევას. დიდი პერსპექტივები გაიხსნება მოგზაურობასთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ სურვილების დაფას გააკეთებთ რადგან მალე თქვენი ყველა ოცნება ერთმანეთის მიყოლებით ახდება.

ნოემბერში შესანიშნავი პერიოდი იწყება თევზებისთვის. რთული წარმოსადგენია თუ რამდენი დადებითი მოვლენა გელით წინ, ეს წინსვლა და ბედნიერი მოვლენები ნამდვილად დაიმსახურეთ!

ნომბერში თევზები ურთიერთბების აღდგენას ან ახალი, უფრო მყარი დაბედნიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეძლებენ.
თევზებს წარმატება ელით სამსახურშიც, ისინი თავიანთ მეტოქეებს აჯობებენ და არა მხოლოდ ხელფასის მომატევას არამედ ახალი და უკეთესი სამუშაო ადგილის შეთავაზებასაც მიიღებენ.