Connect with us

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ნიშნით ადამიანის წინა ცხოვრების გაგება შეიძლება

ბევრი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ დაბადების თარიღით წინა ცხოვრების შესახებ გაგება მარტივია. რა საჭიროა ამმის ცოდნა და რა გავლენას ახდენს ახლა ჩვენს ცხოვრებაზე? Alltime.ge-ს რედაქცია წარსულზე გიამბობთ.

წინა ცხოვრება დაბადების თარიღით

ის როლი, რასაც წინა ცხოვრებაში ასრულებდით, რეალობაზე გავლენას ახდენს. უმეტესობა ჩვენგანი დღესაც იმ პრინციპით ცხოვრობს, როგორც ადრე. ხშირად სურვილი გვაქვს, ისეთი საქმე გავაკეთოთ, რაც არ შეგვეფერება. ზოგჯერ უჩვეულო სიზმრები გვესიზმრება. ზოგიერთი ადამიანი თავს ისე გრძნობს, თითქოს თავის დროს არ ეკუთვნის. გქონიათ მსგავსი შეგრძნებები?

რა საჭიროა ვიცოდეთ წინა რეინკარნაციაზე? ეს ცოდნა აწმყოს განსაზღვრაში და ზოგიერთი დილემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, პროფესიის არჩევაში. შესაძლოა, იმის ცოდნამ, რას აკეთებდით წინა ცხოვრებაში, შესაფერის პროფესიაზე იდეები მოგაწოდოთ.

წინა რეინკარნაციები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი წარსულში დიდებული სარდალი იყო. ნამდვილი სტრატეგოსი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა, როდის და სად გაეკეთებინა, რომ სასურველი მიეღო. მკაფიო სტრუქტურა ყოველთვის ეხმარებოდა. შესაძლოა, ახლა ეს გაკლიათ? ცხოვრების ორგანიზება სცადეთ. მოქმედება დაგეგმეთ.

კურო ხატვით სერიოზულად გატაცებული იყო. მხატვარი, მგრძნობიარე ბუნებით, რომელიც ირგვლივ უმცირეს ცვლილებასაც ამჩნევს. ამ ნიშანს შემოქმედება მთელ მის რეინკარნაციას თან ახლავს. შესაძლოა, დროა დაფიქრდეთ და საკანცელარიო მაღაზიაში რამდენიმე საღებავი და ტილო შეიძინოთ.

Advertisement

ტყუპები წარმოუდგენლად ცნობილი იყო. საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი, რომლის ქარიზმა ყველასთან საერთო ენის პოვნაში ეხმარებოდა. ყურადღების და კომპლიმენტების მოყვარული. როგორ ფიქრობთ, გაკმაყოფილებთ ახლა სხვების აღფრთოვანება?

კირჩხიბი მასწავლებელი იყო. ადამიანი, რომლის სიტყვას ათობით ცოდნას მოწყურებული ადამიანი უსმენდა. ყველაზე რთულ საკითხსაც კარგად ხსნიდა. მის მოსაზრებას პატივს სცემდნენ, ხოლო მისი უანგარობით აღფრთოვანებულნი იყვნენ. სხვების დახმარების სურვილი ყველა ცხოვრებაში თან სდევს.

ლომი წარსულში მწერალი იყო. ზუსტად იცოდა, როგორ გამოეხატა საკუთარი ფიქრები ქაღალდზე ნათლად! ამ ადამიანს სხვისი სულის წაკითხვის და საკუთარ თავში გარკვევის უნიკალური უნარი აქვს.

არავის გაუკვირდება, რომ ქალწული მეცნიერი იყო. სამყაროს კარგად გაანალიზების და მკაფიო სტრუქტურის შექმნის უნარი პროფესიის არჩევას ხელს უწყობს. სხვისი აზრის გაგების უნარი ქალწულს დღესაც ეხმარება, რომ ყოველდღიური სირთულეები გადალახოს.

სამართლიანობის და მსოფლიო ბალანსის თანდაყოლილი გრძნობა სასწორს იდეალურ მსაჯულად აქცევს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. რთულ გადაწყვეტილებებს მარტივად იღებს.

მორიელს ქირაობდნენ ისინი, რომელთაც მტრის მოშორება სურდათ. საოცრად ცივსისხლიანი და გაწონასწორებული მორიელი ყველაზე სახიფათო ამოცანასაც უმკლავდებოდა. ეშმაკობა, იდუმალება და დუმილი – მორიელის მთავარი თვისებები. იქნებ დროა ამაზე დაფიქრდეთ?

მშვილდოსანი წინა ცხოვრებაში მეომარი იყო. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო და ყოველთვის სამართლიანობა სურდა. მშვილდოსანი ყოველთვის სასურველს აღწევდა. ამ ნიშანს სჭირდება მკაფიო მიზანი, რომლის გამოც იცხოვრებს და იბრძოლებს. შესაძლოა, ასეთი რამ გაკლიათ?

Advertisement

შრომისმოყვარე თხის რქა დროს მუშაობას უთმობს. საუკეთესო უფროსია. სამუშაო პროცესის სრულყოფა შეუძლია. გაუმართლა მათ, ვისაც თხის რქა უფროსი ჰყავს. გარდა ამისა, თხის რქამ ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა სურდა და სამყაროს ამის მიხედვით ცვლიდა.

მერწყული ექიმი იყო. ყველა მას მიმართავდა დახმარებისთვის. ასეთი ადამიანი სხვების კეთილდღეობას ყველაფერზე წინ აყენებს. აღსანიშნავია, რომ მერწყულს ახლაც სხვების დახმარება სურს. ასევე სწავლა მოსწონს.

თევზისთვის მთავარია ინტუიციის განვითარება. ეს ცხოვრებასა და მის მართვაში ეხმარება. თევზი ყოველთვის ფილოსოფოსი იყო. სხვა სამყაროზე ოცნებობდა და ყოფაზე მნიშვნელოვან კითხვებს სვამდა.

რედაქციის რჩევა

თქვენი ცხოვრება წარსული რეინკარნაციის შესაბამისად ცოტათი შეცვალეთ. შესაძლოა, ასე მოაგვაროთ საკითხები, რომლებიც უკვე დიდი ხანია გაწუხებთ.

Advertisement