Connect with us

ჯანმრთელობა

ასე აღვიდგინე ღვიძლი მედიკამენტების გარეშე. 1 ვარჯიში და მილიონობით მადლიერი ადამიანი

ღვიძლის როლი ადამიანის ორგანიზმში ფასდაუდებელია, მისი ფუნქციური რგოლი კი – ფართო და მრავალფეროვანი. მისი მთავარი მოვალეობაა ბარიერული ფუნქცია. სწორედ ღვიძლს უხდება სხვადასხვა ტოქსინების, ცხიმოვანი მიმოცვლის ტოქსიკური პროდუქტისა და ყველა იმ სიბინძურის უმრავლესობასთან გამკლავება, რომელსაც მივირთმევთ. არასწორი კვება, ალკოჰოლი და მავნე ჩვევები – ეს ყველაფერი ღვიძლის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და სხვადასხვა დაავადებას იწვევს.

ყველაზე ხშირად ჩნდება ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა ფორმა, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია(დაავადება, რომელიც ცეროზის წინაპირობაა) და ჰეპატიტის სხვადასხვა ტიპი. თუ დაავადება უკვე განვითარებულია, მას მედიკამენტების გარეშე ვერ გაუმკლავდებით, თუმცა ამ მდგომარეობის თავიდანვე შეჩერება ან შემსუბუქება ერთი სავარჯიშოს დახმარებით ნამდვილად შესაძლებელია.

როგორ განვკურნოთ ღვიძლი

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ღვიძლს უწოდებენ “არმიის მეთაურს, რომელიც სტრატეგიას შეიმუშავებს”. ეს არამხოლოდ ჩვენს ორგანიზმს ეხება, არამედ ღვიძლის გავლენასაც ჩვენს ცხოვრებაზე. ჩინური მედიცინის თანახმად, ღვიძლი პასუხს აგებს მოძრაობაზე, ცის ენერგიის გავრცელებასა და ცირკულაციაზე მთელ ორგანიზმში.

ეს ურთიერთდაკავშირებული პროცესებია: ღვიძლი უზრუნველყოფს ენერგიის მოძრაობას, ენერგია კი, თავის მხრივ, ამოძრავებს სისხლს. შესაბამისად, თუ ენერგია აღარ იქნება, გაჩერდება სისხლიც. ამას ჯანმრთელობის პრობლემებიც მოჰყვება: ტკივილი გვერდებში, მკერდსა და მუცლის ქვედა ნაწილში, სისხლის კოლტების გაჩენა. ეს, ასევე, აისახება ქალების მენსტრუალურ ციკლზე, უფრო კონკრეტულად, მის არარსებობაზე.

იოგაში არსებობს ერთი პოზა, რომელიც ამ პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. იგი ცნობილია, როგორც ხალასანა ანუ გუთნის პოზა. სავარჯიშო გადაგალახინებთ ღვიძლის სხვადასხვა ფორმის დაავადებებს. რაღაც მხრივ, იგი მოქმედებს, როგორც ჰეპატოპროტექტორი, ასევე, აღადგენს ღვიძლის ფუნქციონირებას და ცის ენერგიის ცირკულაციას ორგანიზმში.

სავარჯიშოს სწორად შესასრულებლად უნდა დაწვეთ ზურგზე, ხელის გულები იატაკზე უნდა მოათავსოთ სხეულის დონეზე, ეს საწყისი მდგომარეობაა. ყველა მომდევნო მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილითა და მყისი მოძრაობების გარეშე უნდა შეასრულოთ. დასაწყისისთვის, წამოწიეთ სწორი ფეხები ისე, რომ ისინი იატაკის პერპენდიკულარული გახდეს.

დაეყრდენით ხელის გულებს, ფეხები გადაწიეთ თავზემოთ და ნელა დაუშვით იატაკზე ცერები. ეფექტურობისთვის შეკარით ხელები, მაგრამ პირველ ჯერზე ამის გაკეთებას ნუ ეცდებით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წუთით (ან დაითვალეთ ასამდე). ამის შემდეგ დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში.

რა ხდება ამ სავარჯიშოს შესრულების დროს და რატომ ეხმარება იგი ღვიძლს: მცირდება მუცლის ღრუს მოცულობა და იზრდება მუცლის შიდა წნევა, იზრდება ღვიძლის ვენებზე ზეწოლა და ვენოზური გადინება იცვლება. როცა სავარჯიშოს ასრულებთ, სისხლის მიმოქცევა ახალი ძალებით იწყება, ჩქარდება ღვიძლის უჯრედების შრომისუნარიანობა და ბიოქიმიური პროცესები. ასევე, ენერგია სწორად ცირკულირდება.

ამ სავარჯიშოში ღვიძლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად როგორ შეასრულებთ მას – სწორი თუ მოხრილი ფეხებით. თუ ფეხებს სწორად ვერ აჩერებთ, დაუშვით მუხლები შუბლზე, იდაყვები კი გვერდზე გაწიეთ. ღვიძლისთვის ეფექტი იგივე იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement