Connect with us

ყვავილები

ასეთი სასუქის შემდეგ მცენარეებს სიმღერის მღერა და ყვავილობა სურთ

გამოცდილი სასუქები ბაღისა და ბოსტნისთვის ისაა, რასაც ვერც ერთი თავგამოდებული მეაგარაკე გვერდს ვერ აუვლის. ყველამ იცის, რომ შრომის გარეშე ღირსეულ მოსავალს ვერ მიიღებს. ასევე კარგი მოსავლის მიღება ხარისხიანი თესლის და სწორი გამოკვების გარეშე შეუძლებელია.

Alltime.ge-ს რედაქცია გიზიარებთ გამოცდილი მეაგარაკის რჩევებს, როგორ გამოკვებოთ ბოსტანი კარგი მოსავლის მისაღებად. მისი სასუქის რეცეპტი საკმაოდ მარტივია. საშუალება სხვადასხვა კულტურისთვის საკმაოდ ეფექტურია.

სასუქი ბაღისა და ბოსტანისთვის

„ჩემს მშობლებს ყოველთვის საკუთარი ნაკვეთი ჰქონდათ, სადაც ყველა შესაძლო ხილსა და ბოსტნეულს ზრდიდნენ. ქიმიას არასდროს იყენებდნენ. ამ გაუგებარ საშუალებებს არ ენდობოდნენ. ზრუნავდნენ, რომ მე და ჩემ დას მხოლოდ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები მიგვერთვა“ – წერს მარინა.

„თავადაც უკვე გამოცდილ მეაგარაკედ ვითვლები. მშობლების ზოგიერთ პრაქტიკას ჩემ ტერიტორიაზე ვიყენებ. მაგალითად, ბევრი კულტურის გამოსაკვებად ბადაგს ვიყენებ. ასეთი მორწყვის შემდეგ ხილი, ბოსტნეული, ბუჩქი და ხე საუკეთესო შედეგს იძლევა.

როგორ გავაკეთოთ სასუქი

ჩემი სასუქი მარტივად მზადდება. 10 ლიტრიანი ვედრო თბილი წყლით გაავსეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ. ახლა ნახევარი ჭიქა შაქარი ან თუ გაქვთ 2 ჭიქა ფერმენტირებული მურაბა დაუმატეთ. ბოლოს 300 გ საფუარი დაუმატეთ.

Advertisement

ასეთი სასუქის მომზადებას 8 დღე სჭირდება, პლიუს–მინუს 1 დღე. დუღილის შემდეგ ბნელ ადგილას გაიტანეთ. მაგალითად, ცივი სარდაფი იდეალურია. მოგვიანებით გამოსაკვებად გამოიყენეთ.

ასე გამოკვებეთ: 1 ჭიქა სასუქი 1 ვედრო (10 ლ) წყალში გააზავეთ. მიღებული საშუალებით ფესვებთან მორწყეთ. თუ ფოთლოვან კვებას იყენებთ, 1 ვედროზე 1,5 ან 2 ჭიქა სასუქი გამოიყენეთ. ჩემი გამოცდილებით, სჯობს ასეთი სასუქი 10 დღეში ერთხელ ჩაატაროთ.

შედეგს საკმაოდ სწრაფად დაინახავთ. იგივე პომიდორი კარგად იზრდება, ნაკლებად ავადდება, თან მოსავლის აღებისას წვნიანი და გემრიელი ხდება. გამოკვებული კარტოფილი მსხვილი ხდება და ქვაბში კარგად იხარშება.

ასეთი სასუქის წყალობით კომბოსტოს გაზრდას შეძლებთ. ბუგრები, ტკიპები და ყველა შესაძლო ხოჭო გამოკვებული კომბოსტოს გარშემო იშვიათად გვხდება. ასეთი სასუქი კარგია კენკროვანი ბუჩქისა და ხეხილის გამოსაკვებად. ასეთ მორწყვას ზაფხულის დასაწყისში ვატარებ. თქვენც სცადეთ“ – წერს მარინა.

აი, ბადაგის გამოყენების ასეთი სააგარაკო მეთოდი. მსგავს რეცეპტებს ბევრი გამოცდილი მეაგარაკე იყენებს. ზოგი იყენებს საფუარს, ზოგი– ძველ მურაბას, სხვები – ბალახს და ჭინჭარსაც კი. წყალში აზავებენ, რწყავენ და კარგი მოსავლით ხარობენ. იყენებთ მსგავს გამოკვებას? რამდენად კარგია? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement