Connect with us

ყვავილები

არ იქონიოთ ეს მცენარეები სახლში! ისინი ენერგიას გვართმევენ

ოთახის მცენარეთა მოყვარულებისთვის, შესაძლოა, სიახლე იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ყვავილი ადამიანისგან ენერგიას გაიზიდავს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ცხოვრობს ნამდვილი “ვამპირი” და ამაზე არც კი ეჭვობთ.

ოთახის მცენარეებს ადამიანების მხრიდან ისევე სჭირდებათ სიყვარული და ზრუნვა, როგორც დროული მორწყვა და ხარისხიანი ნიადაგი. თუ თქვენს საყვარელ მწვანე მეგობარზე ყოველდღე იზრუნებთ, ის სიკეთით გადაგიხდით, მცენარე ხომ წმენდს ჰაერს და იწოვს არამხოლოდ მავნე ნივთიერებებს, არამედ ნეგატიურ ენერგეტიკასაც.

რაც უფრო მეტად დაემთხვევა თქვენი აურა მცენარისას, მით უფრო დიდხანს განიცდით სიყვარულსა და სიმპათიას თქვენი ყვავილების მიმართ და მით უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ მათგან. გონივრულად შეარჩიეთ ოთახის მცენარეები, რათა მათ სახლის ენერგეტიკის გაუმჯობესება და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეძლოს.

ახლა კი დროა გიამბოთ, თუ რომელ მცენარესთან მეზობლობაზე უნდა თქვათ უარი.

1. მონსტერა

ნუ დადგამთ ამ მცენარეს ბავშვის ოთახში ან საძინებელში. მონსტერა იწოვს მოხუცებისა და ბავშვების ენერგიას, ამიტომ ადამიანი იწყებს ავადმყოფობას, თავს მუდმივად დაღლილად გრძნობს.

2. დიფენბახია

არ ღირს მისი მოთავსება მცირე ზომის ბინაში. მცენარე იწოვს ნეგატივსაც და დადებით ენერგეტიკასაც. დიდ ოთახებში მისი დადგმა სავსებით შესაძლებელია. ის გაწმენდს ჰაერს მავნე მინარევებისგან.

3. სურო

ყველა ხვიარა მცენარე მაგნიტივით იზიდავს სახლში სხვადასხვა დაავადებას, კამათსა და უსიამოვნებას. ნუ გააჩერებთ სუროს არამხოლოდ ბინაში, არამედ სამუშაო ადგილზეც, რადგან იქ სრული გაუგებრობა გექნებათ კოლეგებთან. ასევე, აღნიშნულ მცენარეს კაცური ენერგეტიკა აქვს და პირდაპირი გაგებით აგდებს მამაკაცებს იმ სახლიდან, რომელშიც ბინადრობს.

4. ორქიდეა

ლამაზი მცენარე, რომელიც დაუნდობლად იწოვს ადამიანებისგან დადებით ენერგეტიკას. თუ სახლის მფლობელი ისედაც მერყევი ადამიანია, ორქიდეა მისთვის ძალიან საშიშია. ეს მცენარე დილიდან საღამომდე მოქმედებს, ამიტომ დილიდანვე ცუდ განწყობაზე ხართ და დაღლილობას გრძნობთ.

თუ გსურთ, რომ მცენარემ არ გავნოთ, შეიძინეთ ის ან ძალიან პატარა ასაკში, ან გაზარდეთ თესლი.

Advertisement