Connect with us

საკითხავი

არსება, რომელსაც თქვენს სახლში შემოღწევა კანალიზაციიდან შეუძლია

რა გავაკეთოთ, თუ ბინაში თაგვი გამოჩნდა? მართალია, რომ ეს და სხვა დაუპატიჟებელი სტუმრები უნიტაზიდან მარტივად ამოდიან? Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ არსებების სიას, რომელსაც თქვენს სახლში შემოღწევა კანალიზაციიდან შეუძლია.

თაგვები ბინაში

მღრღნელები საცხოვრებლად ახალ ადგილს მუდმივად ეძებენ. მათ ყველაზე მეტად მოსწონთ თბილი და უსაფრთხო ადგილი, სადაც საკმარისი საკვებია. როგორც წესი, სახლში ასეთი ადგილია სარდაფი. ზოგჯერ ყინვა, ჭარბი დასახლება და დერატიზაცია თაგვებს ჩვეულ ადგილს არ უტოვებს.

საჭმლის და ახალი საცხოვრებლის ძიებაში თაგვები კანალიზაციაში ხვდებიან. აქედან, მოქნილი არსებები მილში გზას პოულობენ. თაგვს მჭიდე თათები აქვს, კარგად ცურავს და ხუთთეთრიანი მონეტის ზომის ხვრელში გაძრომა შეუძლია. სწორედ ამიტომ, მისთვის საკანალიზაციო მილები სამოძრაოდ მოსახერხებელი გზაა.

ახლა კუდიან გაიძვერას მხოლოდ უნიტაზის ლუქის გავლა რჩება. სანტექნიკისგან შორის მყოფ ხალხს ეს რთულად მიაჩნია. სინამდვილეში, ათეული სანტიმეტრი წყლის ფენა თაგვისთვის დაბრკოლება არაა.

რა უნდა გააკეთოთ, თუ უნიტაზში თაგვი აღმოაჩინეთ

სიტუაცია, როცა თაგვი უკნიდან ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოვიდა, სასიამოვნო არაა. პირველ რიგში, კანზე იჩქმიტეთ: იქნებ ჯერ კიდევ გძინავთ. თუ ცხოველი არსად გამქრალა, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. არ იყვიროთ, ხელები არ აიქნიოთ, რადგან კუთხეში მომწყვდეული ცხოველი შეიძლება აგრესიული გახდეს.

Advertisement

უნიტაზს თავსახური კარგად დახურეთ. ზემოდან რაღაც მძიმე დაადეთ. წყალი ჩარეცხეთ. თუ არ გიშველათ, მათეთრებელი ან სხვა ქიმიკატი ჩაასხით. შემდეგ კვლავ წყალი ჩარეცხეთ. დიახ, ჰუმანური მეთოდი არაა, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ასე გააკეთეთ.

როგორ მოვიშოროთ თაგვი სახლიდან

თუ თაგვებმა ბინაში გაფანტვა უკვე მოასწრეს, მღრღნელებთან ბრძოლის სპეციალისტები გამოიძახეთ. ხაფანგები და ულტრაბგერითი დამფრთხობი დაგეხმარებათ. მარტივი მეთოდიც არსებობს. მაგალითად, მძაფრი სუნი. ამბობენ, რომ მღრღნელები დამწვარი შალის სუნს ვერ იტანენ. ძველი შალის ქუდის ნაჭერი დაწვით და მავნებლები მაშინვე მოკურცხლავენ!

გველები

ერთი შეხედვით, საიდან გველი ტუალეტში? კარგი, თუ სადმე ავსტრალიაში ცხოვრობთ, მაგრამ ჩვენთან? ინტერნეტში ამის ბევრ მაგალითს იპოვით.

„სიბნელეში რაღაც გრძელი და შავი დავინახე. სინათლე ავანთე და გავშეშდი! ეს ერთნახევარ მეტრიანი გველი იყო. ისეთი დიდი იყო, რომ ტუალეტის ნახევარზე მეტი ეკავა“ – ამბობს ერთ–ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელი.

სავარაუდოდ, პერმული პითონი რომელიმე მეზობელს გაექცა. ზოგჯერ მილში ველური ბუნების გველიც შეიძლება მოხვდეს. მათ გრილი და სველი გარემო მოსწონთ. აი, კანალიზაციაში თაგვების კვალდაკვალ საჭმლის საძიებლად შედიან.

Advertisement

კვერნა

არის შემთხვევები, როცა კვერნა უნიტაზიდან ამოხტა. მაგალითად შემთხვევა, როცა 6 წლის ბავშვმა დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოაჩინა, დედას შეშინებულმა დაუძახა. ქალმა მაშინვე მაშველები გამოიძახა. საბედნიეროდ, ცხოველი სწრაფად დაიჭირეს და ადგილობრივ ეკოლოგიურ ცენტრში მიიყვანეს. მათი დღე ჩაშლილი იყო. ტუალეტს კიდევ დიდი ხანი გვერდს უვლიან.

მეცნიერები ამბობენ, რომ კვერნა კანალიზაციაში კოლექტორიდან ხვდება. მოქნილი წაგრძელებული სხეული ჰორიზონტალურ მილში მარტივად გადაადგილებაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, პირველ სართულზე მაღლა ვერ აღწევს.

როგორც ხედავთ, უნიტაზიდან ამოსული გველი ან თაგვი ქალაქის ლეგენდა არაა. ასეთი რამ ხშირად პირველი სართულის მაცხოვრებლებს ემართებათ. უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად უნიტაზში საკვების ნარჩენები არასდროს ჩაყაროთ. თუ მილებში საჭმელი არ იქნება, ვირთხებს კანალიზაციაში ამოსვლის მიზეზი არ ექნებათ. გამოდის, მის კვალდაკვალ გველებიც არ გამოჩნდებიან.

Advertisement