Connect with us

ჯანმრთელობა

არა, ეს ნორმალურია: 7 სახიფათო სიმპტომი, რომლისაც არ უნდა გეშინოდეთ

ჯანმრთელობის შენარჩუნების პირველი და მთავარი წესია ექიმთან დროულად მისვლა. თუ რაიმე უჩვეულო, აუხსნელი ან სახიფათო სიმპტომი შენიშნეთ, მიღებაზე დროულად ჩაეწერეთ. დროული დიაგნოზი წარმატებულ მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს. კიდევ ერთი წესი: პანიკას არ აჰყვეთ, თუ რაიმე ნიშანი სახიფათო გეჩვენებათ. დღეს გიამბობთ, თუ რომელი სიმპტომების არ უნდა გეშინოდეთ და რატომ.

ტკივილი მკერდში

მკერდში მწვავე ტკივილის გაჩენისას პირველი, რასაც ვფიქრობთ, გულის შეტევაა. თუ ამ ტკივილს გულის შეტევის სხვა სიმპტომები არ ახლავს, თუ პაციენტი ძალიან ახალგაზრდაა და დიაბეტი ან გულის შეტევის გამომწვევი სხვა დაავადება არ აწუხებს, სავარაუდოდ, ტკივილი მკერდში უფრო უვნებელ დაავადებებს უკავშირდება. ხშირად ესაა გულძმარვა, სტრესი, ნევრალგია ან ვარჯიშის დროს გულის კუნთების გადატვირთვა. თუ ტკივილი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ქრება, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

გახშირებული გულისცემა

როგორც ტკივილი მკერდში, ეს სიმპტომი აუცილებლად გულის დაავადებას არ უკავშირდება. ტაჰიკარდია შეიძლება იყოს სტრესის, გაუწყლოების, ძილის დეფიციტის ან ჭარბი კოფეინის ნიშანი. თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ, თუ გახშირებულ გულისცემას თან ახლავს ქოშინი ან რამდენიმე დღე არ გადადის.

ხელების კანკალი

ხელების კანკალი პარკისონის დაავადების ერთ–ერთი ძირითადი ნიშანია, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ხელების კანკალი შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლში გლუკოზის დაბალ დონესთან ან ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციების დარღვევასთან, ასევე კოფეინის და სხვა სტიმულატორების ბოროტ მოხმარებასთან. ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ, თუ ხელების კანკალს თან ახლავს შენელებული მოძრაობა, ცუდი კოორდინაცია და გულმავიწყობა.

მეხსიერების დარღვევა

ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მეტად გვაწუხებს: ყველას გვეშინია, რომ ეს დემენციის დაწყების ნიშნებია. საბედნიეროდ, მცირე გარღვევა მეხსიერებაში შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო უსაფრთხო მიზეზებთან. მაგალითად, ძლიერი ან ხანგრძლივი სტრესის დროს (და დიდი ხნის განმავლობაში მას შემდეგ) სიტყვის მოძიების სირთულე და მოკლევადიანი მეხსიერების დაქვეითება ნორმალურია. განგაში უნდა ატეხოთ, თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ავიწყდება უფრო მნიშვნელოვანი ნივთები, მაგალითად, სახლის ჩვეული გზა ან ადამიანების სახეები.

სისხლი განავალში

ნაწლავების სიმსივნის ერთ–ერთი ნიშანია სისხლი განავალში. თუმცა დროზე ადრე ნერვიულობა არ ღირს: ადამიანებს, რომელთა რაციონში ნაკლები უჯრედისი შედის, ხშირად აწუხებთ ყაბზობა, რამაც შეიძლება კანის დახეთქვა და, შესაბამისად, განავალში სისხლი გამოიწვიოს. ჩვეულ რაციონს უჯრედისით მდიდარი პროდუქტები დაუმატეთ, ბევრი წყალი დალიეთ – სისხლი უნდა გაქრეს. თუ ეს არ მოხდა, ექიმს მიმართეთ.

თვიურის დაგვიანება

დაუგეგმავი ორსულობის გარდა, თვიურის დაგვიანება შეიძლება გამოიწვიოს გაზრდილმა შფოთვამ, სტრესმა, ფიზიკურმა დატვირთვამ, მოულოდნელმა და ძლიერმა წონის დაკარგვამ. სერიოზულად უნდა ინერვიულოთ, თუ მენსტრუაციული ციკლი 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ – ამ შემთხვევაში სჯობს ექიმს მიმართოთ.

სახსრების ხრაშუნი

თუ ამას მტკივნეული შეგრძნება არ ახლავს, სავარაუდოდ, სანერვიულო არაფერია. სახსრების ხრაშუნს სახსრებში ჰაერის დაგროვება იწვევს. თუ ეს გაწუხებთ, გასაჭიმი ვარჯიშები ან თბილი კომპრესები გაიკეთეთ – სავარაუდოდ, ყველაფერი გაქრება. თუ ხმის ეფექტს თან ახლავს დისკომფორტი ან ტკივილი, ექიმს მიმართეთ – ართრიტის მკურნალობა სჯობს ნაადრევად დაიწყოთ.