Connect with us

სხვა

არაფერია ჯადოს წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური და ძლიერი, ვიდრე 1 კბილი ნიორი. სცადეთ

ძველად ნიორი ბოროტი სულებისგან დამცავი თილისმა იყო. ნივრით მკურნალობდნენ, ბავშვებს და პირუტყვს იცავდნენ, შემოსასვლელთან კიდებდნენ დაუპატიჟებელი სტუმრების მოსაშორებლად. ბევრი რიტუალი მხოლოდ ნივრით ტარდებოდა. დღეს ნიორი ჯადოს და ავი თვალის წინააღმდეგ ერთ–ერთი უძლიერესი საშუალებაა. დღემდე ხალხი ჯადოქრობს და სხვებს ცუდს უსურვებს. სწორედ ამიტომ, ჯადოს წინააღმდეგ ძლიერ ლოცვებს ნივრის კბილები ყოველთვის ახლავს. ერთი კბილი ნიორი უძლიერესი ჯადოქრის გაკეთებულ ნებისმიერ ჯადოზე და ავ თვალზე უფრო ძლიერია.

ძლიერი ლოცვები ჯადოს წინააღმდეგ

უძველესი დროიდან ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობილია. ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ანტივირუსული საშუალებაა. ებრძვის სურდოს, ანთებით პროცესებს. კერძს მატებს პიკანტურ გემოს. ნიორზე ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ. ზოგს არ უყვარს, მაგრამ ყველა ადამიანი პროდუქტის გამოყენების მეთოდს იპოვის.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მარტივ, მაგრამ ძალიან ეფექტურ რიტუალს ჯადოს მოსახსნელად. რიტუალი დამოუკიდებლად შეგიძლიათ ჩაატაროთ. განსაკუთრებული ცოდნა აუცილებელი არაა.

ამ რიტუალის ძალა ჯადოქრობასთან შებრძოლებასა და სახლის უწმინდურებისგან დაცვაში დაგეხმარებათ. რიტუალი მთვარის ფაზებთან მიბმული არაა, ნებისმიერ დღეს ძილის წინ შეგიძლიათ გააკეთოთ. სასურველია, ოჯახის თითოეულმა წევრმა რიტუალი დამოუკიდებლად შეასრულოს, სხვების დახმარების გარეშე.

Advertisement

რიტუალი ნივრით

სანამ დაწვებით, 1 კბილი ნიორი გაფცქვენით. დანა ან სხვა ბასრი დანა არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ. მხოლოდ ხელით გაფცქვენით. კბილს ხელისგულები დააჭირეთ და თქვით: „შენი ძალისგან ყველა უწმინდური ჭაობში დაიღუპება“.

ეს სიტყვები მშვიდად, მაგრამ თავდაჯერებულად წარმოთქვით. ასე ბოროტ სულებს თქვენს მკაცრ განზრახვას აცნობებთ. შემდეგ ნივრის კბილი საწოლთან ტუმბოზე დადეთ და დაწექით.

დილით გაღვიძებისას ნიორი გადააგდეთ. სასურველია, ასეთი ნაგავი მაშინვე გარეთ გაიტანოთ, რომ სივრცე ბოროტებისა და ჯადოსგან გაწმინდოთ. რიტუალი სამჯერ შეასრულეთ, სამი ღამე ზედიზედ. ასე თქვენს სახლს და სულს ყველაფერი ბოროტება, ცუდი ფიქრები და ჯადო მოშორდება.

ნეგატივისგან საუკეთესო დაცვაა თავდაჯერებლობა და კარგი განწყობა. აუცილებელი არაა მკითხავების და ჯადოქრების მოძებნა, რადგან მათთან მიმართვისას არ იცით, რა შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ ჯადოქარმა უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოგაყენოთ.

Advertisement

ძლიერი რიტუალები ყოველთვის რთული არაა. ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი დაიცვას. გისურვებთ მხოლოდ დადებით ფიქრებს, სასიამოვნო მოვლენებს და კარგ თანამგზავრებს ცხოვრებაში.

Advertisement
Advertisement