Connect with us

ჯანმრთელობა

არასდროს იჩქაროთ კარტოფილის კანის გადაყრა. მისი სარგებელი ფასდაუდებელია

კარტოფილი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ჩვენს სამზარეულოში, რომელიც ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. წარმოგიდგენიათ, თუ მთელი წლის განმავლობაში რა რაოდენობით კარტოფილის კანს ვყრით სანაგვე ურნაში? სინამდვილეში, კარტოფილის კანი არც ისე უსარგებლოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოცემული პროდუქტისგან ამზადებენ წებოს, ბიოსაწვავს, მისი დახმარებით გამოცდილი დიასახლისები ვერცხლის დანა-ჩანგლებსაც არაჩეულებრივად აპრიალებენ… კიდევ რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის ნარჩენების შესახებ?

ერთი შეხედვით ნაკლებად მიმზიდველი კანი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით უჯრედის, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, თუთიას, რკინასა და C ვიტამინს. XX საუკუნეში ექიმები ძალიან დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ ამ პროდუქტზე.

კარტოფილის კანის სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე

1. სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარი ეს პროდუქტი ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კარტოფილის კანი აფერხებს მსხვილი ნაწლავის მიერ ტოქსინების შეწოვის პროცესს, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, გვათავისუფლებს ყაბზობისგან და კოლიკისგან. გასაოცარია, არა?

2. სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემულ პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ღვიძლზე.

3. კარტოფილის კანი არაჩვეულებრივია დამწვრობის დროს. მოხარშული პროდუქტი უბრალოდ დაიფინეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით.

4. ამ პროდუქტისთვის დამახასიათებელია ანტიმიკრობული თვისებები, რაც მასში შემავალი ქლოროგენისა და გალიუმის მჟავითაა განპირობებული.

5. საკვები უჯრედისის, კალიუმისა და პეპტინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, კარტოფილი კანი ეფექტურად ამცირებს სისხლის წნევას. ამ შედეგის მისაღწევად, იყენებენ მოცემული პროდუქტისგან მომზადებულ ჩაისა და ბულიონებს.

6. კარტოფილის კანის ნახარში უხსოვარი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ნახარში არაჩვეულებრივია თირკმელებში არსებული კენჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, კარტოფილის კანი წარმოადგენს ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს, რის ხარჯზეც ის ეფექტურად გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, გულის დაავადებებისგან და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების გაჩენისგან. კარტოფილის კანის ესტრაქტი რეკომენდებულია მე-2 ტიპის დიაბეტის დროსაც, რადგან ის ეფექტურად ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

კარტოფილის ნარჩენების ბულიონი არაჩვეულებრივია ჰიპერტონიისა და ელექტროლიტური დისბალანსის დროს. ახლა სწორედ ამ ბულიონის დამზადების რეცეპტს შემოგთავაზებთ.

.ინგრედიენტები: 

  • 400 მლ წყალი
  • 3 საშუალ ზომის კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ძნა ნიახური
  • პარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება: 

1. კარგად გარეცხეთ კარტოფილი. ამოაჭერით მას შავი წერტილები და კანის მწვანე მონაკვეთები (მათი არსებობის შემთხვევაში).

2. გათალეთ ბოსტნეული.

3. კარტოფილი კანი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დაამატეთ დაქუცმაცებული ბოსტნეული (სტაფილო, ნიახური, ხახვი და ნიორი).

4. ხარშეთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

5. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ბულიონი მზად არის!

მიირთვით ეს ბულიონი პერიოდულად, რათა გაიუმჯობესოთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. გასაოცარია, თუ რამდენ სასარგებლო თვისებას ფლობს კარტოფილის კანი, არა? თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს და დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!