Connect with us

ჯანმრთელობა

არასდროს გააკეთოთ ეს, თუ ბავშვს სიცხე აქვს – ასე მხოლოდ გააუარესებთ მის მდგომარეობას

ორგანიზმის ნორმალური რეაქცია ვირუსების შეღწევაზე – სხეულის ტემპერატურის მომატებაა. ამ რეაქციით, ორგანიზმში წარმოიქმნება ვირუსების გამრავლებისთვის არასასურველი პირობები, ირთვება იმუნური სისტემის დაცვითი ფუნქცია. თუმცა, ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორც მოიქცეს სწორად, თუ ბავშვს სიცხე აქვს.

ის, თუ რა უნდა გაუკეთოთ ბავშვს მომატებული ტემპერატურის დროს, თქვენმა პედიატრმა უნდა გირჩიოთ, ჩვენ კი გეტყვით, როგორ არ უნდა მოიქცეთ არავითარ შემთხვევაში!

1. დაზელა

გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ბავშვის დაზელა, როცა მას ციებ-ცხელება აქვს და ტემპერატურა ემატება! ეს პროცედურა მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა ბავშვი აქტიურ ოფლიანობას იწყებს, იმისთვის, რომ ტემპერატურის დაცემის პროცესი დააჩქაროთ. დასაზელად იყენებენ გაგრილების ფიზიკურ მეთოდებს: ცივი წყლით დაზელა, ცივი კომპრესები კისერსა და იღლიებზე. შეგიძლიათ ბავშვს თბილი შხაპიც გადაავლოთ.

არავითარ შემთხვევაში არ შეაზილოთ ბავშვს სპირტი ან ძმარი, რადგან ეს სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება გახდეს. პირველ შემთხვევაში, ბავშვის სისხლში მშრალი, ნაზი ბავშვური კანის გავლით მოხვედრილი ეთანოლი გაციებას ალკოჰოლით მოწამლვასაც დაუმატებს, ხოლო მეორე შემთხვევაში – მჟავით.

2. გაგრილება

თუ ბავშვს სიცხე ინფექციის ან პნევმონიის გამო აქვს, გაგრილება მდგომარეობას გაამწვავებს. არასდროს გამოიყენოთ ყინული, რადგან მას ბავშვის კანზე ცივი დამწვრობის გამოწვევა შეუძლია, რაც სუნთქვით უკმარისობას განვითარებს. სხეულის გაგრილება ცივი პირსახოცით მისაღებია მხოლოდ მზისგან დამწვრობის შემთხვევაში. თუმცა, ექიმები ამ მეთოდს დაბალი ეფექტურობის გამო არ გვირჩევენ.

Advertisement

3. ფანჯრების დახურვა

თუ ბავშვს სიცხე აქვს, მისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი. დედების უმრავლესობა პირიქით იქცევა, რაც ჰაერში ბაქტერიების დაგროვებასა და დაავადების გამწვავებას იწვევს.

4. ტემპერატურის დაგდება 38 გრადუსს ქვემოთ

მშობლებმა არ უნდა დაიწყონ ტემპერატურის შეგნებული დაგდება ან კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების დალევინება ადრეულ სტადიებზე. მსუბუქი ტემპერატურის დროს, როცა იგი 37.5-38.5 გრადუსს შეადგენს, უბრალოდ გახადეთ ბავშვს ზედმეტი ტანსაცმელი, დაალევინეთ დიდი რაოდენობით სითხე ან აჭამეთ ძუძუს რძე, თუ ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა.

თუ წამლების მიღების შემდეგ ტემპერატურა 37.5-მდე დაეცა, ეს საკმარისია, არაა საჭირო მისი შემცირება.

5. მარხვა

როცა ბავშვი ავადაა, აუცილებელია მრავალფეროვანი კვება, რათა მან შეძლოს დაავადებასთან გამკლავება და უფრო სწრაფად გამოჯანმრთელება. მოამზადეთ რამე, რაც მარტივად გადამუშავდება, და ბავშვს დიდი რაოდენობით სითხე მიაღებინეთ. მას შემდეგ, რაც დაავადება გადაივლის და ბავშვის მადა დარეგულირდება, ნახავთ, რომ ბავშვი უფრო ჯანსაღად დაიწყებს კვებას, ვიდრე მანამდე.

Advertisement

6. ინჰალაცია

ორთქლის ინჰალაციები მაღალი ტემპერატურის დროს არაა რეკომენდებული. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, დაელოდოთ ტემპერატურის შემცირებას სიცხისდამწევი პრეპარატის მიღების შემდეგ, ხოლო შემდეგ ჩაატაროთ ინჰალაციის პროცედურა.

7. სხვადასხვა სიცხის დამწევის კომბინაცია

არ შეიძლება პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ჯგუფების პრეპარატების შერევა! მსგავსი მოქმედება არასასურველ შედეგებს გამოიწვევს გვერდითი მოვლენების სახით. პატარა ბავშვის სამკურნალოდ მოსახერხებელი იქნება სიცხისდამწევი სანთლები. ამ დროს ასპირინის გამოყენება რეკომენდებული არაა, რადგან დიდია რეის სინდრომის გაჩენის რისკი.

თქვენს პატარას ჯანმრთელობას ვუსურვებთ!

Advertisement