Connect with us

ვიდეო

ანჯელა პერლი გიამბობთ, თუ რას უნდა ელოდოთ 16 ივლისს. ემოციები გააკონტროლეთ

ცოტა ხნის წინ, 2 ივლისს საკმაოდ რთული მზის დაბნელება გადავიტანეთ, ახლა კი მთვარის დაბნელება გველოდება. 2019 წლის 16 ივლისს მთვარის დაბნელება თხის რქის ნიშანში, 24 გრადუსში მოხდება. ახლა დაბნელების დერეფანი გადის, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.

წინ რთული და მაქსიმალურად ემოციური დაბნელება გველოდება. ეს მოვლენა ამ მომენტამდე 2 კვირით ადრე და მომენტიდან 2 კვირის შემდეგ იგრძნობა. შეიარაღებული რომ ვიყოთ, ანჯელა პერლის 2019 წლის ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს გიზიარებთ.

ანჯელა პერლის ივლისის პროგნოზი

დაბნელების დერეფანი 2-დან 16 ივლისამდე ორ დაბნელებას შორის დროა. ამ პერიოდში ანჯელა პერლი გირჩევთ ცხოვრების ყველა სფეროში მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ. სჯობს შესვენება აიღოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე აგვისტოსთვის გადადეთ.

დაბნელება ცხოვრების ყველა სფეროზე გავლენას ახდენს. ამ პერიოდში რომელიღაც ინფორმაცია შეიძლება შეინიღბოს და ყველაზე არახელსაყრელ მომენტში გაიხსნას. სწორედ ამიტომ, ამ დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაგეგმვა არ ღირს. ეს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის აქტუალურია.

ბიზნესის გახსნა, სერიოზული საქმიანი მოგზაურობა, ასევე ქორწინება გვერდზე უნდა გადადოთ. დაბნელების შემდეგ ყველაფერი შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს და მცდელობა წარუმატებელი იყოს. ამ პერიოდში ადამიანებს ემოციური ქმედება ახასიათებთ, რამაც შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

ნახეთ, რა გავლენას ახდებს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე. ამ დღის გაფრთხილება და ივლისის ზუსტი პროგნოზი.

ვერძი

ივლისი ტრანსფორმაციის თვეა. ვერძს კარიერაში ცვლილებები ელოდება. შეიძლება სამსახური შეიცვალოთ ან მაცდური წინადადება მიიღოთ. მასზე დაფიქრება ღირს, რადგან ამას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროთ.

შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომლის შეფასებაც მოგიწევთ. მომავალში კარიერული წარმატებისთვის ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ თქვენი რეპუტაცია უნდა დაიცვათ. სამსახურს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ, თუმცა ახალ საქმიან შეთანხმების დროს და პარტნიორებთან ფრთხილად იყავით.

კურო

ეს დაბნელება კუროს ცხოვრების გადახედვის შესაძლებლობას მისცემს. ყველაფერს სხვაგვარად შეხედავთ და ბოლოს განსაზღვრავთ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი რაა. ეს ცხოვრებაში სამომავლო გეგმის აწყობასა და საკუთარ თავში გარკვევაში დაგეხმარებათ.

რაღაც საერთაშორისო კავშირებთან იქნება დაკავშირებული. შეიძლება სამოგზაუროდ წასვლა შეძლოთ, საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმოთ ან ბინის შეცვლა გადაწყვიტოთ. ეს დადებითი მოვლენები იქნება.

კუროებს შვილიშვილებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილება ელოდებათ. ეს შეიძლება იყოს სიახლე იმის შესახებ, რომ თქვენ შვილიშვილი გაგიჩნდებათ ან რაღაც ამდაგვარი. ასე რომ, სასიხარულო მოვლენებს დაელოდეთ, თუ ასაკი შესაბამისი გაქვთ.

ტყუპები

ტყუპებს პირადი ტრანსფორმაცია ელოდებათ. თუ ფსიქოლოგიის შესწავლა ან ამ სფეროს სპეციალისტის დახმარების მიღება დიდი ხანია რაც გსურთ, ეს ხელსაყრელი დროა. ივლისი შესანიშნავი დროა, რომ საკუთარი თავით დაკავდეთ და ცხოვრებაში გაერკვეთ. ცხოვრებაზე აზრი შეიძლება შეცვალოთ და ეს საკმაოდ ემოციური იქნება.

ტყუპებს ფულთან დაკავშირებული ოპერაციები ელოდებათ. შესაძლოა, დიდი კრედიტი დაფაროთ ან მისი აღება გადაწყვიტოთ. სჯობს მსხვილი საბანკო ოპერაციისა და ხელშეკრულებისგან თავი შეიკავოთ. თუმცა დიდი თანხის მიღების შესაძლებლობა არსებობს და ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

კირჩხიბს ურთიერთობაში ცვლილებები ელოდება. თქვენ საქორწინო ან ცოლ-ქმრული ცხოვრების საქმეებს გადაწყვეტთ. უსიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ, რამაც შეიძლება განშორება გამოიწვიოს. მარტოხელა კირჩხიბს ახალი შეხვედრა ელოდებათ, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობას მოგიტანთ.

ბიზნესის საქმეები კარგად წარიმართება. ადამიანებთან ურთიერთობა კარგად დალაგდება, ამ ხელსაყრელი ატმოსფეროთი უნდა ისარგებლოთ. წარმატება დამოკიდებულია თქვენს შეგრძნებასა და ადამიანებთან საკუთარი თავის წარმოჩენის უნარზე.

ლომი

ლომისთვის ივლისი მარტივი არ იქნება, განსაკუთრებით სამსახურის კუთხით. სამსახურით ძლიერ დატვირთული იქნებით, რაც ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას იქონიებს. სწორედ დაბნელება ამაზე მიგანიშნებთ. შეიძლება მოულოდნელმა დაავადებამ თავი იჩინოს. ლომმა უნდა დაისვენოს და საკუთარ თავს მიხედოს.

ლომმა ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოს: კვების რაციონი შეცვალოს, ბევრი იმოძრაოს და სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს. თუ დაბნელების დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გექნებათ, ეს ნიშანია, რომ ყველაფერი შეცვალოთ.

ქალწული

ქალწულისთვის ივლისი საკუთარი ნიჭის გამოვლენის დროა. საყვარელი საქმით დაკავდით და დრო ჰობს დაუთმეთ. შესაძლოა თქვენი ჰობი და თქვენი შემოქმედების გამოვლენის მეთოდი იპოვოთ. იპოვეთ ის, რაც მოგწონთ და ამით დაკავდით. დროთა განმავლობაში ეს ნაყოფს გამოიღებს.

ქალწულის ცხოვრებაში ბავშვთან დაკავშირებული ცვლილებები მოხდება. შესაძლოა, მიიღოთ ამბავი, რომ ბავშვს ელოდებით. ცნობა მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იქნება, მაგრამ სასიამოვნო.

ასევე სასიყვარულო ფრონტზე გაურკვეველი სიტუაციის ახსნას შეძლებთ. რაღაც საიდუმლოს და ინტრიგას ფარდა აეხდება. სიახლე შოკისმომგვრელი და ძალიან ემოციური იქნება. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება.

სასწორი

სასწორს ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება. შესაძლოა, ოჯახში ახალი წევრი შეგემატოთ ან ნათესავი გესტუმროთ. სასწორმა ოჯახს ბევრი დრო უნდა დაუთმოს, მაგალითად, დასასვენებლად წავიდეს.

ცვლილებები უძრავ ქონებასაც შეეხება. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ, სხვა ქალაქში ან ბინაში გადახვიდეთ. თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესი მიდის, დაბნელების დროს ყველაფერი დასრულდება.

მორიელი

მორიელს მოულოდნელი შეხვედრა ან ინფორმაცია ელოდება, რომელიც ცვლილებების დასაწყისი იქნება. მნიშვნელოვანი მოვლენა შოკისმომგვრელი იქნება და თქვენს ცხოვრებას თავიდან ბოლომდე შეცვლის.

შესაძლოა სწავლის დაწყების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. თუ რომელიმე კურსს გაივლით, ეს თქვენს ცხოვრებას ძლიერად შეცვლის. ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდება.

მორიელი ტექნიკასა და დოკუმენტებთან ფრთხილად უნდა იყოს. მსხვილი ტექნიკის შეძენისგან თავი შეიკავეთ. მოსალოდნელი ქურდობა. დოკუმენტებზე წინასწარ იზრუნეთ. არ იზარმაცოთ და ყველაფერი დეტალურად შეამოწმეთ, შესაძლოა შეცდომა დაუშვით.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ფინანსურ საკითხებში ცვლილებები ელოდება. თქვენ მნიშვნელოვან კონტრაქტს გააფორმებთ ან ახალი სამსახურის შემოთავაზებას მიიღებთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობდით, ახლა სწორედ ამის დროა. ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაბნელების შემდეგ შეასრულეთ, მაგრამ შესაძლებლობას სწორედ ამ პერიოდში მიიღებთ.

მოსალოდნელია სამსახურის დაკარგვა, მაგრამ იმედგაცრუება არ ღირს. ეს ფინანსური სიტუაციის და ცხოვრების კარდინალურად შეცვლის შესაძლებლობას მოგცემთ. ამ ცვლილებების არ შეგეშინდეთ, დინებას მიჰყევით.

თხის რქა

თხის რქას ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ელოდება. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია შინაგანი ცვლილებები, თქვენ ცხოვრებაზე აზრს შეიცვლით და ყველაფერზე თავიდან დაფიქრდებით. შინაგან ცვლილებებს ცხოვრებისეული ცვლილებები მოჰყვება. ყველაფრისთვის მზად იყავით.

ეს ცვლილებების დაწყების დრო იქნება, რომელიც დიდხანს გაგრძელდება. ნებისმიერი პროცედურა მთელი წელი გაგრძელდება. თუმცა შეიძლება ცვლილებები თქვენს სხეულს შეეხოს. მაგალითად, შეიძლება დაბნელების დროს წონაში დაკლება გადაწყვიტოთ და მომავალში ახლობლები შთამბეჭდავი ცვლილებებით გააოცოთ.

მერწყული

მერწყულს რაღაცის დათმობა და ძველის დატოვება მოუწევს. ეს ყველაფერი საუკეთესო შედეგს გამოიღებს, ამიტომ გული არ დაგწყდეთ. წარსულს დაემშვიდობეთ და თავს უფრო მარტივად იგრძნობთ. ცხოვრება კი ახალი და სასიამოვნო მოვლენებით გაივსება.

შესაძლოა ძველ საიდუმლოს ფარდა აეხადოს, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდით. რთული სათქმელია, თუ ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენს, მაგრამ ამას სერიოზული ცვლილებები მოჰყვება. ცხოვრების ამ ეტაპზე რაღაც შეიძლება დასრულდეს. ეს თქვენს ემოციებს შეანჯღრევს და რაღაც ახალს საფუძველს დაუდებს.

თევზები

თევზები ახალ სიყვარულს იპოვის ან დაასრულებს ქორწინებას, რომელიც უკვე დიდი ხანია სიხარულს არ ანიჭებს. მოსალოდნელია ადამიანთან შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის არა მხოლოდ ურთიერთობის, არამედ თვითგანვითარების სფეროში.

მოსალოდნელია, კოლექტივის შეცვლა. შეიძლება სხვა განყოფილებაში გადახვიდეთ ან ურთიერთობის წრე შეცვალოთ. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ამიტომ საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ნახეთ ვიდეო, სადაც ანჯელა პერლი მთვარის დაბნელების შესახებ დეტალურად საუბრობს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა16 hours ago

შესანიშნავი “6 ბალახის ჩაი” მათთვის ვისაც გახდომა სურს

სხვა19 hours ago

დედამ სამი იდენტური ტყუპი გააჩინა: ამის შანსი 200 მილიონიდან ერთია

ჯანმრთელობა19 hours ago

“ოქროს რძე” – სასმელი რომელიც ყველა 40 წელს გადაცილებული ქალისთვის აუცილებელი სასმელია

ჯანმრთელობა19 hours ago

4 საშუალება საჭმლის მომნელებელი სისტემის გასააქტიურებლად, შებერილობის და შეშუპების მოსაშორებლად

ჯანმრთელობა19 hours ago

სუსტი გულის ადამიანებმა სჯობს პომიდორი არ შეჭამონ. აი, რატომ

მოდა და სტილი2 days ago

2019 წლის მოდური საშემოდგომო პალტოს ვარიანტები

სხვა2 days ago

ახალი iPhone 11 ტრიპოფობიის მქონე ხალხში შიშს იწვევს!

ჰოროსკოპი2 days ago

თუ ასტროლოგიას დავუჯერებთ, ეს ფერები ბედნიერებას მოგიტანთ

სხვა2 days ago

35 ნიმუში, როცა დიზაინერებმა ჩვეულებრივი ნივთები ნამდვილ შედევრად აქციეს

ჯანმრთელობა2 days ago

„ქლოროფილიპტის“ ხსნარი ყველაფერს კურნავს: ანგინით დაწყებული ფეხის სოკოთი დამთავრებული

საკითხავი1 week ago

ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს კუთხე მოაჭერით. ამ ხრიკის შესახებ თითქმის არავინ იცის

საკითხავი4 weeks ago

ასპირინის საიდუმლოებები: 6 ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ჯანმრთელობა4 weeks ago

მარილმა ახალგაზრდობა დამიბრუნა! დამავიწყა ნაოჭებისა და ძვირადღირებული კოსმეტიკის შესახებ

ჯანმრთელობა2 weeks ago

უკვე 30 წელია, ქუსლის დეზი აღარ მაწუხებს – იგი 14 დღეში განვიკურნე

ჯანმრთელობა4 weeks ago

ბებიას მალამო: 82 წლის განმავლობაში, მას სახსრების ტკივილი არ გამოუცდია

სახლი და დიზაინი5 days ago

როგორ გავწმინდოთ ქურის სახელურები 2 წუთში

თავის მოვლა4 weeks ago

დაიტანეთ ეს კრემი საჭირო ადგილას და არასასურველი თმები უკვალოდ გაქრება

ჯანმრთელობა2 weeks ago

თუთიის მალამო ნამდვილი მხსნელი. იაფი საშუალება, რომელიც ყოველთვის გვშველის

საკითხავი4 weeks ago

თქვენ იცოდით? დიასახლისის საპნის გამოყენების 17 წარმოუდგენელი მეთოდი

ჯანმრთელობა5 days ago

რატომ მიდევს აფთიაქში დაფნის ფოთოლი? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ

ტრენდული