ვიდეო
ანტიოქსიდანტებით სავსე და გამათბობელი ვაშლის სასმელი მიხაკით
გთავაზობთ უნიკალურ და სასარგებლო სასმელს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლო და ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. მათ შორისაა ვაშლი და მიხაკი, რაც სასმელს ორგანიზმისთვის ძლიერ საშუალებად აქცევს.
სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მიხაკის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ფენოლური ნაერთები შედის. სწორედ ამიტომ, მას ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკოაგულანტური თვისებები გააჩნია.
ამასთან მიხაკი სხვა ღირებულ თვისებებსაც ფლობს, რის წყალობითაც რესპირატორული დაავადებების, მაგალითად ბრონქიტის და ასთმის, მოშორებაში დაგეხმარებათ. მიხაკი ნაწლავური პარაზიტების, სოკოს და ბაქტერიების საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა.
მიხაკი კუნთოვანი ტკივილის და ართრიტის დროს სასარგებლოა.
ანტიოქსიდანტური ვაშლის სმუზი მიხაკით
ინგრედიენტები:
- 1 დიდი ვაშლი (კანის გარეშე)
- 2 მანდარინი (ან 4 მანდარინის წვენი)
- ½ ჭიქა წყალი
- ½ ჩ/კ დარიჩინი
- 2 მიხაკი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. წინასწარ მიხაკი დააქუცმაცეთ.
ცხელი ვაშლის სასმელი მიხაკით
ინგრედიენტები:
- 2 ვაშლი
- 2 მანდარინი
- 1 ჭიქა წყალი
- ½ ჩ/კ დარიჩინი
- 5 მიხაკი
- ½ ს/კ თაფლი, აჰავა ან სხვა ნატურალური დამატკბობელი
მომზადება:
- 1 ჭიქა წყალი მიხაკთან ერთად აადუღეთ. როცა ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რომ არომატით გაიჟღინთოს. გადაწურეთ და თაფლი დაუმატეთ.
- ვაშლი და მანდარინი დააბლენდერეთ და წვენი მოამზადეთ.
- შემდეგ წვენი წყალს აურიეთ. ასე თბილ სასმელს მიიღებთ, რომელიც ყველა სასარგებლო მიკროელემენტს შეინარჩუნებს.
თუ გსურთ, რომ სასმელი ცხელი იყო. ყველაფერი კვლავ ქვაბში მოათავსეთ და ადუღებას დაელოდეთ. სასმელს შესანიშნავი სურნელი და გემო ექნება. ანტიოქსიდანტებით მდიდარი სასმელი სხეულს გაათბობს, განსაკუთრებით ცივ სეზონზე.