Connect with us

ჰოროსკოპი

ანგარებით ქორწინება: ყველაზე მერკანტილური ზოდიაქოს ნიშნები

ყველა ადამიანი ქორწინებაში თავისთვის რაღაცას ეძებს. ზოგი სიყვარულით ოჯახდება, ზოგი რაიმე მიზნის მისაღწევად. არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ანგარებით ქორწინდებიან. ითვლება, რომ ამას, ძირითადად, ქალები აკეთებენ, მაგრამ კაცებს შორის „ხასობის“ ბევრი მსურველია. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული.

Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან მერკანტილურები და ხშირად ანგარებით ქორწინდებიან.

ანგარებით ქორწინება

ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნებს სიყვარული და გრძნობები იშვიათად აწუხებთ. მათთვის მნიშვნელოვანია ფული, რომლის წყალობით კომფორტულად შეუძლიათ იცხოვრონ.  ცუდი არაა. თითოეულს თავისი მოთხოვნილებები აქვს. თუ ქვემოთ მოცემულ ზოდიაქოს ნიშანთან ოჯახის შექმნას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ისინი ნამდვილად ანგარებიანი არიან.

მშვილდოსანი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბევრი ქალი ხასაა. ცდილობს ადრე გათხოვდეს, რომ სამსახურზე ფიქრით თავი არ შეიწუხოს. ნიჭი აქვს, მოაწყოს ყველაფერი ისე, რომ მამაკაცმა სრულად უზრუნველყოს. თავად იმას აკეთებს, რაც მოსწონს, და ფულზე არ დარდობს. თუ საქმე განქორწინებამდე მიდის, რჩეული შეიძლება უფულოდ დატოვოს.

კაცი მშვილდოსანი შორს არ წასულა. ცდილობს ისეთი ქალი იპოვოს, რომელიც კარგად და სტაბილურად გამოიმუშავებს. ასეთს კარგად ჩაებღაუჭება. პარტნიორს სიყვარულით და ზრუნვით ავსებს, თუ ფულზე ფიქრი არ უწევს. თუ ასეთი მდგომარეობა ყველას აწყობს, რატომაც არა?

თხის რქა

როგორც ქალი, ასევე კაცი თხის რქა კომფორტულ და ლამაზ ცხოვრებას აფასებს. ძალიან გონიერი და პრაქტიკული ადამიანია. ხშირად ისეთ პარტნიორს ირჩევს, რომელსაც მისი უზრუნველყოფა შეუძლია. მისთვის მხოლოდ ფული საკმარისი არაა. თხის რქას ყურადღება სჭირდება. მუშაობის წინააღმდეგი არაა, მაგრამ ამის გამო უნდა აფასებდნენ. თუ მოიწყენს, შეიძლება გვერდზე სხვა რომანი გააჩაღოს.

ლომი

რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელიც მდიდრულ ცხოვრებას ლომზე მეტად აფასებს. ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელიც ძვირფასი საჩუქრით უხვად აავსებს. ბევრი ქალი ლომი ფულს სიყვარულის გამოვლენად მიიჩნევს. მოსაწყენი ადამიანის გვერდით არასდროს დარჩება. თავადაც ხარბი არაა და დიდ ჟესტებს აკეთებს. ამ ქალს მამაკაცის დატყვევება შეუძლია და ისიც მოხარულია.

კაც ლომებს შორის ბევრი ჟიგოლოა. ახალგაზრდა მამაკაცი წინააღმდეგი არაა, რომ ასაკოვანი ქალი იპოვოს, რომელიც კომფორტს შეუქმნის. ამისთვის სიყვარულით დაასაჩუქრებენ. მგონი, ორივე მხარე მოგებულია.

ეს იმ ზოდიაქოს ნიშნების სიაა, რომლებიც ანგარებით დაოჯახების წინააღმდეგი არ არიან. ყოველთვის ითვლებოდა, რომ ამას მხოლოდ ქალები აკეთებენ, მაგრამ კაცებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც სხვის ხარჯზე კომფორტულად ცხოვრების წინააღმდეგი არაა. არ ვკიცხავთ, უბრალოდ ამ სტერეოტიპს მხარს არ ვუჭერთ. თუ ასეთ ურთიერთობაში ორივე მხარე კმაყოფილია, რატომაც არა.

Advertisement