Connect with us

კულინარია

ამ 23 ხრიკის გამოყენებით კარტოფილის 5-ჯერ უფრო გემრიელად მომზადებას შეძლებთ

ამ 23 ხრიკის გამოყენებით კარტოფილის 5-ჯერ უფრო გემრიელად მომზადებას შეძლებთ

კარტოფილი ჩვენი სუფრის ხშირი სტუმარია! თუ სახლში კარტოფილი გაქვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ოჯახის წევრები მშივრები არ დარჩებიან და მოულოდნელი სტუმრებისთვის გემრიელი კერძის მომზადებას სწრაფად შეძლებთ. კარტოფილის კერძი ყოველთვის ნოყიერი და იაფია.

დღეს სასარგებლო ხრიკებს გაგიზიარებთ, რომელიც კარტოფილს კიდევ უფრო გემრიელად მომზადებაში დაგეხმარებათ.

მოხარშული კარტოფილი

ხარშვის დროს ქვაბში რამდენიმე ნაჭერი კარაქი ჩადეთ – კარტოფილი სწრაფად მოიხარშება და რბილ გემოს შეიძენს.

მარხვის დროს კარაქი შეგიძლიათ მცენარეული ზეთით ჩაანაცვლოთ: მზესუმზირა, ზეითუნი ან სიმინდი. მცენარეული ცხიმები კერძის სწრაფად მომზადებას ხელს უწყობს და მას გემოს მატებს.

მოხარშული კარტოფილი სწრაფად რომ გაფცქვნათ, თერმო დამუშავებამდე ბოსტნეულის ცენტრში დანა დაუსვით. როცა კარტოფილი გაგრილდება, კანს ხელით მარტივად მოაშორებთ.

კარტოფილი მიკროტალღურ ღუმელში

კარტოფილი მთლიანად სწრაფად რომ მოამზადოთ, ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, ზემოდან ჩანგლით ნახვრეტები გაუკეთეთ, შესაბამის ჭურჭელში მოათავსეთ და მიკროტალღურ ღუმელში შედგით. საშუალო კარტოფილის მოსახარშად 5-6 წუთი მაქსიმალურ სიძლიერეზე საკმარისია. დრო გაზარდეთ, თუ ბევრი კარტოფილის მოხარშვას აპირებთ.

მომზადების შემდეგ კარტოფილი 2-3 წუთით ღუმელში დატოვეთ. შიდა ტემპერატურის ზემოქმედებამდე ის სრულად მზად იქნება.

კარტოფილი მიკროტალღურში რომ გემრიელი გამოგივიდეთ, რამდენიმე ადგილას გაჭერით, ზეითუნის ზეთი მოასხით, სანელებლები მოაყარეთ, ბოლოს კი მარილი მოაყარეთ.

გემრიელი შემწვარი კარტოფილი

შეწვის დროს კარტოფილი რომ ერთმანეთს არ მიეკვრას და ძალიან არ დარბილდეს, დაბალი სახამებლის მქონე კარტოფილი აირჩიეთ. ჩვეულებრივ მათ ვარდისფერი კანი და ყვითელი გული აქვთ.

ზედმეტი სახამებლის მოსაშორებლად, დაჭრილი კარტოფილი ცივ წყალში გარეცხეთ.

ხრაშუნა კარტოფილი რომ გამოგივიდეთ, თითოეული ნაჭერი ქაღალდის ხელსახოცით კარგად შეამშრალეთ.

კარტოფილი ტაფაზე კარგად გაცხელებულ ზეთში ჩაყარეთ. ერთ მხარეზე შეწვით და ხშირად არ აურიოთ.

ნაჭრები ერთმანეთს რომ არ მიეკვროს, შემწვარ კარტოფილს მარილი ბოლოს მოაყარეთ. მარილი წვენის გამოყოფას უწყობს ხელს, კარტოფილი გადახარშული გამოგივათ.

იდეალური კარტოფილის პიურე

პიურეს მოსამზადებლად სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველი კარტოფილის სახეობა აირჩიეთ. ჩვეულებრივ ასეთ ბოსტნეულს თეთრი ან ყვითელი კანი და ასეთივე გული აქვთ.

გემრიელი და არომატული პიურე გამოგივათ, თუ ხარშვის დროს ქვაბში მცირე რაოდენობით მწვანილების კონას ჩადებთ (შემდეგ ის უნდა ამოიღოთ).

პიურეს მომზადების დროს მხოლოდ გაცხელებული რძე დაუმატეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძი უსიამოვნო მოლურჯო ფერს მიიღებს.

პიურეს მოსამზადებლად ბლენდერი არ გამოიყენო – უფრო წებოვან მასას მიიღებთ და არა გემრიელ ნაზ გარნირს. უმჯობესია კარტოფილის საჭყლეტი გამოიყენოთ.

დარჩენილი კარტოფილის პიურეთი შეგიძლიათ ბევრი შესანიშნავი და ნოყიერი კერძი მოიფიქროთ: კვერები, ღვეზელი.

კარტოფილი ღუმელში

გამომცხვარი კარტოფილი განსაკუთრებით გემრიელი გამოვა, თუ წინასწარ ნახევრად მომზადებამდე მოხარშავთ. გააგრილეთ, ნაჭრებად დაჭერით, ზეთი მოასხით, ნიორი და სანელებლები მოაყარეთ და ღუმელში შედგით.

მთლიანი კარტოფილი ღუმელში გამომცხვარი უჩვეულო არომატულ გემოს შეიძენს და რბილი იქნება, თუ თითოეულს ლორის ნაჭერს დაადებთ.

სამზარეულოს ხრიკები კარტოფილისთვის

გასუფთავებული კარტოფილი რომ არ გაშავდეს, ბევრი მას ცივი წყლით სავსე თასში დებს. კიდევ ერთი მეთოდი, რომ ფერის შეცვლა თავიდან აიცილო – კარტოფილი დამდუღრეთ.

გაყინული კარტოფილის უსიამოვნო სიტკბოს გასანეიტრალებლად, ჯერ ცივ წყალში მოათავსეთ, შემდეგ იმწამსვე ცხელში. ხარშვის დროს ასეთ კარტოფილს 1 ჩ/კ ძმარი უნდა დაუმატოთ.

წვნიანი ძალიან მარილიანი გამოგივიდათ – ქვაბში 2-3 გასუფთავებული კარტოფილი მოათავსეთ. 10 წუთში ისინი ჭარბ მარილს შეიწოვენ.

კარტოფილი პაი – ჩიფსის ყიდვის სახლის ალტერნატივაა. მარილი მოაყარეთ და რამდენიმე სოუსში ამოავლეთ. ხრაშუნა გემრიელობა მრავალი სალათის საინტერესო დანამატს წარმოადგენს.

შეინახეთ სტატია, რომ საინტერესო ინფორმაცია ყოველთვის ხელთ გქონდეთ. არ დაგავიწყდეთ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.