Connect with us

ყვავილები

ამ ყვავილების ადგილი ფანჯრის რაფაზე არაა

როცა ყვავილების მაღაზიაში მიწის ან სასუქის შესაძენად შევდივარ, ცდუნებას ვერ ვუძლებ და კიდევ ერთ მცენარეს ვყიდულობ. ჩემი სახლი უკვე ჯუნგლებს ჰგავს, მაგრამ ახალი მცენარისთვის ადგილს მაინც ვნახულობ. თავიდან თითოეულის მოვლის წესების დამახსოვრება გამიჭირდა. მცენარეებს ხომ მორწყვა, გამოკვება და ტემპერატურის რეჟიმის დაცვა სჭირდებათ.

შარშან ორი ორქიდეის ყიდვა პირველად გავბედე. ვიცი, რომ პრეტენზიული მცენარეა, მაგრამ იმდენად ლამაზია, რომ შრომად ღირს. მეზობელმა მირჩია, ორქიდეა ფანჯრის რაფას მოვაშორო, რომ ყვავილობა არ შეწყვიტოს და არ გახმეს.

რატომ უნდა აიღოთ ყვავილები ფანჯრის რაფიდან: ტემპერატურის რეჟიმი დაიცავით

ორქიდეა

ნაზი და პრეტენზიული მცენარისთვის ნებისმიერი ცვლილება დამღუპველი შეიძლება იყოს. თუ მცენარე სამხრეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე მოთავსებულია, ფარდა აუცილებლად ჩამოკიდეთ. ასე ყვავილს მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავთ. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-დან 24 გრადუსამდე. თუ მზე ძალიან აცხუნებს, ყვავილი ფანჯრის რაფიდან აიღეთ. გარდა ამისა, ყვავილს ტენიანობა უყვარს.

საშობაო კაქტუსი

კაქტუსს სიცხე უყვარს, მაგრამ საქმე მარტივად არაა. დღისით 18-21 გრადუსი, ხოლო ღამით 13-18 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. სითბოს ნებისმიერ წყაროს (მზე, გათბობის ბატარეა) მოაშორეთ. ფანჯარასთან ახლოს შეგიძლიათ დადოთ, მაგრამ არა ფანჯრის რაფაზე. ორპირი ქარი არ უყვარს.

Advertisement

პუანსეტია

მცენარე ზამთარში ჩნდება, რადგან სითბო არ უყვარს. პუანსეტია ლამაზი გარეგნობით გაგახარებთ, თუ 15-21 გრადუს ტემპერატურას შეუნარჩუნებთ. ფანჯრის რაფას და სითბოს ნებისმიერ წყაროს მოაშორეთ. ქოთანი შორს არ გაიტანოთ, რადგან სინათლე უყვარს.

ყოჩივარდა

ამ ყვავილსაც სწორი ადგილი უნდა შეურჩიოთ, რომ მისი ნაზი და ლამაზი ყვავილებით დატკბეთ. სიცხეს ვერ იტანს, მაგრამ სინათლე და განიავება უყვარს. თუ სწორად მოუვლით, დიდხანს იყვავილებს, სექტემბრიდან მაისამდე.

ამარილისი

ეფექტური, მაგრამ პრეტენზიული ყვავილია, რომელიც ყვავილობის დაწყებამდე სიგრილეში, დაახლოებით 15 გრადუსზე უნდა შეინახოთ. ყვავილობის პერიოდში 24-26 გრადუსი სითბო სჭირდება. ასე მცენარის ზრდას ხელს შეუწყობთ. ყვავილობის შემდეგ სიგრილეში გაიტანეთ.

ჯანმრთელი და აყვავებული ოთახის მცენარეების მისაღებად მათზე სწორად იზრუნეთ. დროულად გადარგეთ, გამოკვებეთ, მორწყეთ, სინათლის რეჟიმი დაიცავით და სწორად დაატენიანეთ.

Advertisement
Advertisement