Connect with us

ჰოროსკოპი

ამ ზოდიაქალურ წყვილებს მყარი ურთიერთობის აგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ

ამ ზოდიაქალურ წყვილებს მყარი ურთიერთობის აგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ

სიმართლე რომ ვთქვათ, ადამიანი ერთხელ მაინც საკუთარი ან ახლობლის ჰოროსკოპით ინტერესდება, შემთხვევით გაზეთში კითხულობს, ან ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს. ადამიანები ჰოროსკოპს კითხულობენ, მაგრამ ამაში რაღაც განსაკუთრებულს ვერ ხედავენ, რადგან ჰოროსკოპი ძალიან ბუნდოვნად და განწყობის ასამაღლებად იწერება.

პირადად, მე ლომის და ვერძის შეთავსების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ვეძებდი. უბრალოდ მაინტერესებდა და ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ჩემ მეგობრებს ძირითადად აინტერესებთ, თუ ჰოროსკოპი რაიმე ცუდს ხომ არ უქადის.

ასტროლოგთა აზრით, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანის მყარი ურთიერთობის აგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ, ზოგს კი არა.

1. თევზები და კურო

ეს ორი თანავარსკვლავედი თითქმის ზოდიაქოს რიგის ორ ურთიერთსაპირისპირო მხარეს არიან განლაგებულნი. ეს კი უფრო მყარ კარმულ კავშირს და ერთმანეთის ღრმა თანაგრძნობას განაპირობებს. ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთად ბედნიერები არიან. თევზი მეოცნები ბუნებით და იდეალიზმით გამოირჩევა, ხოლო მიწის ნიშანი, კურო პარტნიორს რეალობაში დაბრუნებასა და პრაქტიკულობის შეძენაში ეხმარება. ამ ურთიერთობაში პარტნიორებს შორის იდეალური ბალანსი იქმნება. ასეთ წყვილს სულიერი კავშირი შეიძლება თავისუფლად ვუწოდოთ.

2. სასწორი და ვერძი

ამ ურთიერთობაში თითოეული მხარე სიყვარულის პლანეტის (ვენერას) და ვნების (მარსის) მიერ იმართება. ორივე სოციალურ პეპელას წარმოადგენს და ექსტროვერტები არიან. ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წყვილია. ისინი გულახდილები არიან და ცხოვრებას ბედნიერებით და მხიარულებით ავსებენ.

3. ვერძი და ტყუპები

ცეცხლი და ჰაერი. ერთად, როგორც მათი ელემენტები, წარმოუდგენელ წყვილს ქმნიან. ძალიან ოპტიმისტური წყვილია, რომელიც შექმნილი სირთულის მიუხედავად ყველა სიტუაციიდან მოგების მიღებას ცდილობს. ვერძი და ტყუპები ერთად სირთულეების ღიმილით გადალახვას ახერხებენ. მათი სიყვარული ვნებით არის სავსე და პარტნიორის შესახებ ერთი წამით არ ივიწყებენ.

4. მორიელი და კირჩხიბი

მათ მონათესავე სულების კავშირის სტატუსის მიღება შეუძლიათ. ამ ადამიანების სიყვარული ძალიან მშფოთვარეა, რადგან თითოეული ვნებით, საკუთარი ბუნებით და ერთგულებით გამოირჩევა. ზოგჯერ, ორივეს საყვარელი ადამიანის მიმართ ძლიერი ეჭვიანობა ახასიათებთ, თუმცა ერთგულების მიუხედავად ასეთ ეჭვიანობას უაზრობად იმწამსვე აქცევს. პარტნიორზე საკუთარი უფლების დემონსტრირების და არასასურველი თაყვანისმცემლის ჩამოსაშორებლად გრძნობების საჯარო გამოვლენაზე ადვილად მიდიან.

5. ლომი და მშვილდოსანი

ეს კავშირი ნამდვილ ფეიერვერკს ჰგავს. წყვილი ცხელი და ვნებიანი. ორივე პარტნიორი სიცოცხლით და ამბიციით აღსავსეა. გვერდიდან მათი კავშირი ორი ადამიანის წვეულებას ჰგავს. ამ ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან ერთგულები არიან და პარტნიორს საზღვრების გაფართოებისკენ უბიძგებს.

ერთმანეთს დასახული მიზნების მისაღწევად მოტივაციას ანიჭებენ. საკმაოდ ღრმა და მსუბუქი გასართობი საუბრები აქვთ. ზოგჯერ უთანხმოება ხდება, მაგრამ მსოფლიოში არაფერი არსებობს საყვარელმა ადამიანებმა რომ ვერ გადალახონ.

6. მერწყული და ქალწული

სურვილის მიუხედავად უფრო განსხვავებულნი ვერ იქნებიან. ისინი მაგნიტური პოლუსის მსგავსად განსხვავებულნი არიან, მაგრამ, როგორც ცნობილია ურთიერთსაწინააღმდეგო ერთმანეთს იზიდავს. ქალწულის ანალიტიკური აზროვნება მერწყულის ანალიტიკურ ჭკუასთან ერთად სიყვარულში ყველა დადებით და უარყოფით მხარეს გამოყოფს. პარტნიორის შეცვლას არცერთი მათგანი არ ელოდება. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მათი კონფლიქტის ყველაზე მთავარი მიზეზია.

განსხვავება მათში ურთიერთ პატივისცემას იწვევს. მათ ერთმანეთი უყვართ იმის მიუხედავად, მათი აზრები ერთმანეთისგან რამდენად განსხვავდება. ეს მარტივი ურთიერთობა არაა, მაგრამ მათ შორის თუ ნაპერწკალი გაჩნდა, მათი ვნების ჩაქრობას ვერავინ შეძლებს.

7. თხის რქა და კურო

ეს წყვილი ყოველთვის სახლის კუთხეში ზის და ყველაფერს ჩუმად განიხილავენ, მაგრამ ამ სიტყვის ცუდი გაგებით არა. პირიქით, სხვებს საუკეთესო მეგობარივით ექცევიან, რომელთაც ყველაფერის თქმა შეუძლიათ, რასაც ფიქრობენ. თხის რქა და კურო მსგავსად იცვამენ, სტილს იცავენ და ყოველთვის იდეალურად გამოიყურებიან. მათთან ახლოს ჯდომის დროს, გიჩნდებათ გრძნობა, რომ მათ სამეფო სისხლი აქვთ. ხვდებით არა? ამისთვის მაღალ საზოგადოებაში ყოფნა არ სჭირდებათ. კურო და თხის რქა ერთად მომხიბვლელნი არიან და გარშემომყოფებს ერთი შეხედვით ხიბლავენ. მაგალითისთვის, შეიძლება ბიონსეს და ჯეი ზის შევადაროთ.

8. თევზები და მორიელი

მათ შორის თუ სიყვარული ჩნდება, ეს ყველაფერი რეალურია. ასტროლოგიის სამყაროსი მათ მონათესავე სულებს უწოდებენ. გარეგნულად ასეთი წყვილი ძალიან ნაზი და მშვიდი ჩანს, მაგრამ როცა ერთმანეთს შორდებიან, სულ სხვა ადამიანად იქცევიან. ეს ძალდაუტანებელი ურთიერთობა სავსეა რომანტიული გრძნობებით, ორმხრივი პატივისცემით და მცირე უცნაურობით.

9. ტყუპები და ქალწული

გყავთ მეგობარი, რომელიც ღამის 3 საათზე მხოლოდ იმის გამო გირეკავთ, რომ გითხრათ, თვალში მოხვედრილმა მტვერმა სამყაროს აღსასრულის გარდაუვალობა შეახსენა? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ორი ასეთი ადამიანი, უბრალოდ ცოტა ჭკვიანებმა, ურთიერთობა დაიწყეს. მათი ურთიერთობა სადისკუსიო კლუბის სახლის ვერსიას ჰგავს. ისინი ჭკვიანები, ღრმად მოაზროვნეები არიან და დეტალებს მანამ განიხილავენ, სანამ კმაყოფილებას არ იგრძნობენ. ისინი საკუთარ მოსაზრებაში ერთნაირად ჯიუტები შეიძლება იყვნენ, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ მათი გრძნობა მტრულ უკმაყოფილებას არ გადალახავს. ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვან საკითხებს თავი არ აარიდონ.

10. ვერძი და თხის რქა

ასეთი ურთიერთობის დაწყება ცოტა რთულია, მაგრამ თუ მოახერხეთ, ნამდვილად ჯადოსნური იქნება. ვერძის და თხის რქის კავშირი განუყოფელ პარტნიორობას ჰგავს. ამ წყვილის გუნდური მუშაობა იმდენად სინქრონულია, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება. ერთად დაუმარცხებლები არიან, მთავარია ერთი რიტმი დაიცვან. არც ერთ პარტნიორს ჩხუბს არ ვურჩევთ, რადგან ეს შეიძლება სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდოს.

11. სასწორი და ტყუპები

ეს ურთიერთობა ჰარმონიის, ინტელექტის, სიყვარულის და თავსებადობის კომბინაციას წარმოადგენს. ისინი ჰაერის ნიშნები არიან და მაშინ, როცა ტყუპები კარგ კამათზე გიჟდება, სასწორი კონფლიქტის თავიდან აცილებას ცდილობს. სწორედ ამიტომ კარგ წყვილს წარმოადგენენ. თითოეულს საკუთარი თავისუფალი დრო სჭირდებათ. ასე ტყუპები საკუთარ თავს კამათის ნებას არ აძლევს, ხოლო მათი ვნება სხვა წყვილებისთვის თითქმის შეუძლებელია.

12. ვერძი და მშვილდოსანი

ეს ორი აბსოლუტურად შეთავსებადი პარტნიორია. სამი სიტყვა: ვნება, ენთუზიამი და ენერგია. სიყვარულში ენერგიულები არიან და ურთიერთობის განვითარებასთან ერთად მათი ენერგია მხოლოდ იზრდება. ვერძი და მშვილდოსანი მხიარულები არიან და ერთად დასასვენებლად წასვლაზე უბრალოდ გიჟდებიან. არც კი ვიცი, ამას როგორ ახერხებენ.

13. თევზები და კირჩხიბი

კირჩხიბის ინტუიციისა და მზრუნველობის თევზების ღრმა, ემოციურ და ვნებიან ბუნებასთან კომბინაციაში ნამდვილად მყარ ურთიერთობას ქმნის. ორივე წყლის ნიშანია, მათი სიყვარული პატივისცემას იმსახურებს და გარშემომყოფებში შურს იწვევს. გრძნობების გამოხატვაში ძალიან თავშეკავებულნი არიან და გრძნობებს მხოლოდ ერთმანეთს უჩვენებენ.

14. ქალწული და კურო

ქალწული და კურო პრაქტიკულები, გულწრფელები და ერთმანეთის ერთგულები არიან. მსგავსი ურთიერთობა ადამიანს მარტივად არ უშვებს, ამიტომ სანამ მათ დაშორებას ეცდებით, სამჯერ დაფიქრდით.

15. მერწყული და ვერძი

ისინი ერთმანეთს იდეალურად შეეფერებიან, რადგან იციან ერთად ყოფნა როდის ჭირდებათ და როდის უნდა განმარტოვდნენ. თავგადასავლების სიყვარულის წყალობით ერთმანეთისგან არასდროს იღლებიან და ეს მათი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ყოველთვის რაღაც ახლის ცდა უყვართ, ამიტომ კარგ გუნდს წარმოადგენენ. თუ ხედავთ წყვილს, რომელიც ერთად მოგზაურობს და ახალ კერძს ერთად სინჯავენ, თქვენს წინაშეა ვერძი და მერწყული.

16. კირჩხიბი და კურო

ისინი ერთმანეთს აფასებენ. პარტნიორის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რადგან უყვართ და ზოგიერთ რამეზე თვალის დახუჭვა შეუძლიათ. ორივემ იცის, თუ როდის უნდა შეავსონ ერთმანეთი და როდის უნდა იზრუნონ, რომ ურთიერთობაში ინტერესი და კმაყოფილება შეინარჩუნონ.

17. ტყუპები და მერწყული

მათი ურთიერთობა გიჟურ სიყვარულს წარმოადგენს. ეს წყვილი იმდენად უჩვეულო მეზობლები არიან, რომ დილით სირბილის დროს ქუჩაში შეიძლება დაინახონ, რაღაც უცნაურობას როგორ მიირთმევენ. მათ თავგადასავლები და გართობა უყვართ, ახლის გამოცდა არ აშინებთ და ხვდებიან, მის პარტნიორს საკუთარ ფიქრებთან განმარტოება როდის სჭირდება. ეს კი იმიტომ, რომ ზოგჯერ განმარტოების სურვილი თავადაც უჩნდებათ.

მათი კავშირი გარშემომყოფებს აფიქრებინებთ, რომ ერთმანეთს წინა ცხოვრებაშიც იცნობდნენ. მათი ურთიერთობა იმდენად სწრაფად ვითარდება, თითქოსდა ერთმანეთს წლებია იცნობენ.

18. მშვილდოსანი და ტყუპები

ამ ურთიერთობაში პარტნიორები ერთმანეთის წინადადებებს ასრულებენ. გარშემომყოფებში ეს გაღიზიანებას იწვევს, რადგან მათ საჯაროდ გრძნობების გამოვლენა ახასიათებთ. ისინი ფსიქოლოგიურ დონეზე ერთმანეთს უკავშირდებიან და ერთმანეთზე ზრუნავენ. მათ ცხადად გამოხატული ინდივიდუალურობა ახასიათებთ, პარტნიორის გამო საკუთარ მოთხოვნილებებზე უარს ადვილად ამბობენ.

19. ვერძი და ლომი

ლომის და ვერძის სიყვარული ვნებით არის სავსე. ძალიან ვნებიანი ურთიერთობა აქვთ. ორივე ცეცხლის ნიშანს მიეკუთვნება, ამიტომ ზოგჯერ სიტუაცია მძაფრდება. მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობის გაფუჭება თითქმის არაფერს შეუძლია.

თუ საკუთარი თავი ამ სიაში ვერ ნახეთ, არ ინერვიულოთ. არაფერია ცუდია, თუ სხვა ნიშანთან ურთიერთობა გაქვთ.

ხოლო თუ ასტროლოგიის გულწრფელად გჯერათ და ამის გამო ურთიერთობის გაწყვეტისთვის მზად ხართ, ე.ი. ურთიერთობა ნამდვილი არ იყო და ერთად ყოფნა არ გეწერათ. ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობა ურთიერთგაგებას და იმპროვიზაციის მიმართ მზადყოფნას მოიცავს. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადეთ. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი საკმაოდ ძლიერად გიყვარდეთ და არავის და არაფერს თქვენი კავშირის დაშლის უფლება არ მისცეთ.

Advertisement