ტესტები
ამერიკული პიროვნების ტესტი. აირჩიეთ სურათი და ნახეთ, რას ამბობს თქვენზე
ალბათ, უკვე შეამჩნიეთ, რომ ვიზუალური ტესტები საკმაოდ ზუსტია. საკმარისია აირჩიოთ სურათი, რომელიც მოგწონთ, და თქვენ შესახებ ზუსტი დახასიათება გვაქვს. ამ გასართობ თამაშში თქვენთვის რაღაც სასარგებლო ყოველთვის იპოვით.
დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ამერიკულ ფსიქოლოგიურ–ვიზუალურ ტესტს. აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, და ნახეთ, რას გეტყვით.
სურათი 1
ენერგიული, მხიარული, ლაღი და ოპტიმისტი.
თქვენი სტიქია – თავისუფალი ცხოვრება, სრული სპონტანურობა. ცდილობთ, რომ ყოველი დღე მაქსიმალურად იცხოვროთ, თითოეული წამით დატკბეთ. თქვენი დევიზი: „მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ!“
ცნობისმოყვარე ხართ, ახალი ადამიანების, გზებისა და სიტუაციების მიმართ გახსნილი ხართ. სწრაფად ვითარდებით, როცა ირგვლივ ყველაფერი იცვლება. სამყარო იცვლება და მასთან ერთად თქვენც. ცუდი პერიოდია, როცა ძალები აღარ გაქვთ და ძველებური ტემპით წინ ვერ იჭრებით.
ნებისმიერი ბორკილი და აკრძალვა გაშინებთ, არ ითვალისწინებთ რჩევებს, რომლებიც არ გითხოვიათ და მით უმეტეს სწავლებას. სიამოვნებით იღებთ სხვადასხვა გამოცდილებას, რომელთაც შეუცვლელად მიიჩნევთ. სიურპრიზების დიდი მოყვარული ხართ.
სურათი 2
თავისუფლების მოყვარე, უჩვეულო, დაუმორჩილებელი
თავისუფლება ჰაერივით გჭირდებათ. მთავარი მოთხოვნილება – საკუთარი თავის უნიკალურად წარმოჩენა. ცხოვრებაში ყველაფერს შემოქმედებითად უდგებით. შემოქმედებას როგორც სამსაახურში, ასევე დასვენებისას იყენებთ.
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ხშირად ვინმეს მოლოდინის საწინააღმდეგო მოქმედებაში ვლინდება. გსურთ, მხოლოდ თქვენ მიერ გაკაფულ გზაზე იაროთ და არა სხვების მაგალითს მიჰყვეთ.
ინდივიდუალისტი ხართ. ამ თვისებას სხვებშიც აფასებთ. ყველაფერი, რაც თქვენს ხელში ხვდება, ჯერ კარგად ამოწმებთ. საკუთარი ცხოვრების წესი და მორალის ჩარჩოები გაქვთ, რომლებიც შეიძლება ახლობლებმაც ვერ გაიგოს.
სურათი 3
მოაზროვნე, თვითანალიზისკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე
დაბრკოლებებს და სასტიკ ბრძოლას სხვებზე უფრო ხშირად აწყდებით: ხალხთან, სისტემასთან და საკუთარ თავთან. ზედაპირულ „ფრიალს“ ვერ იტანთ, ამიტომ გირჩევნიათ მარტო ვიყოთ, ვიდრე არაფერზე ილაპარაკოთ.
საუკეთესო მეგობარი ხართ მათთვის, ვისაც ენდობით. მათ მიმართ ხანგრძლივი და გულწრფელი ურთიერთობა გაქვთ. სწორედ ასეთი ურთიერთობა გეხმარებათ, როცა ყველა თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს.
ბედნიერებისთვის შინაგანი ჰარმონია გჭირდებათ. ოღონდ ამის მოცემა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ზოგჯერ საკუთარ თავში თავდაჯერებულობას მხოლოდ საკუთარი ძალებით პოულობთ. ეს თქვენი ძალაა, რადგან საკმაოდ თვითკმარი ხართ.
სურათი 4
მიწაზე მყარად მდგარი, ბუნებრივი, ჰარმონიული.
თქვენი მთავარი ღირებულება ბუნებრიობა. ხელოვნური და წინასწარ განზრაზ მოფიქრებული ქმედებები არ მოგწონთ. მარტივი ხაზები და ფორმები, კომუნიკაციაში თანმიმდევრულობა გახარებთ.
ადამიანები თქვენთან თავს კარგად გრძნობენ, მათ ცხოვრების მიმართ თქვენი ფხიზელი ხედვა აღაფრთოვანებთ. მიწაზე მყარად დგახართ. სხვებს თქვენი იმედი აქვთ, რადგან იციან, რომ სიტყვებზე ტყუილად არასდროს ისვრით. ახლობლებს საიმედოობის შეგრძნებას ანიჭებთ, მაგრამ ამასთან თავს „მიჯაჭვულად“ არ გრძნობენ. გრძნობებში გულუხვი ხართ. სითბო და ადამიანურობა თანდაყოლილი გაქვთ.
როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ზიზილპიპილები არ გიყვართ. ულტრამოდურ სიახლეებს უგულებელყოფთ. ტანსაცმელში თავშეკავება და მკაცრი ელეგანტურობა მოგწონთ.
სურათი 5
პროფესიონალი, პრაგმატული, თავდაჯერებული
ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავს ანიჭებთ. წარმატებას დაჭერას არ უწყებთ და ბედნიერ შანს არ ელოდებით. ფიქრობთ, რომ ადამიანმა წარმატებას და ბედნიერებას თავად უნდა მიაღწიოს. პრობლემებს პრაქტიკულად აგვარებთ, რომ ცხოვრება არც საკუთარ თავს, არც სხვებს გაურთულოთ.
კლასიკური რეალისტი ხართ. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სხვა შესაძლო ვარიანტებზე აღარ ფიქრობთ. დიდი საქმის და საპასუხისმგებლო თანამდებობის შესრულება შეგიძლიათ. ჩაფიქრებული პროექტის გასახორციელებლად საუკეთესო კანდიდატს ვერ იპოვიან.
თავდაჯერებული ხართ და სხვებსაც ამას ჩააგონებთ. კმაყოფილი რჩებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩანაფიქრს ზუსტად ისე განახორციელებთ, როგორც გსურდათ.
სურათი 6
მშვიდობისმოყვარე, წინდახედული, ფილოსოფიური
ურთიერთობაში მშვიდობას ყველაზე მეტად აფასებთ. თქვენთან ურთიერთობა ადვილია, რადგან თვლით, რომ ადამიანური კომუნიკაცია საგანძურია. მეგობრების შეძენა გიყვართ, ამასთან პირად დამოუკიდებლობას ადგილს უტოვებთ. ზოგჯერ განმარტოება გჭირდებათ, რომ ფიქრები დაალაგოთ და საკუთარ სურვილებს მოუსმინოთ.
ცხოვრების აზრზე ხშირად ფიქრობთ, სხვადასხვა თემაზე ფილოსოფიური საუბრები გახარებთ. საკუთარი თავი გიყვართ და სხვებს სიკეთით და პატივისცემით ეპყრობით. სანდო ურთიერთობის დამყარებას სწავლობთ.
ჰარმონიულად და მშვიდად ცხოვრობთ, სილამაზეს და ერთგულებას აფასებთ. შეგიძლიათ მარტოობაში დიდი დრო გაატაროთ, მაგრამ მარტოობა არ იგრძნოთ. უბრალოდ საკმაოდ მთლიანი ბუნება გაქვთ და მუდმივად საყრდენის პოვნა არ გჭირდებათ.
სურათი 7
თავდაჯერებული, საიმედო, გამჭრიახი
ადამიანების გაგების საოცარი უნარი გაქვთ. ირგვლივ უნიკალურ ხალხს იკრებთ, რადგან თითოეული მათგანისგან რაღაც ახალს სიამოვნებით სწავლობთ.
თქვენს ცხოვრებაში კულტურა ძალიან დიდ ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმელში, ქცევასა თუ ფიქრებში პირადი სტილი იპოვოთ. ამასთან ამას მსოფლიო კულტურას უკავშირებთ. საკმაოდ ტოლერანტული ადამიანი ხართ, შეგიძლიათ სხვის სამყაროში იპოვოთ ღირებული რამ, რაც განვითარებაში გეხმარებათ.
სურათი 8
მეოცნებე, რომანტიკული, ემოციური
თქვენ ძალიან მგრძნობიარე და დაუცველი ხართ. რაციონალურ ქცევის წესებს არ ემორჩილებით, გირჩევნიათ ღრუბლებში იფრინოთ, სადაც თავს კარგად გრძნობთ.
გრძნობები თქვენთვის ყველაზე ღირებულია. გულწრფელად გჯერათ, რომ ცხოვრებაში ოცნებები აუცილებლად ხდება. და თუ ოცნება ახდა, ახალს იგონებთ.
საერთო ენას ვერ პოულობთ ზედმეტად პრაგმატულ ხალხთან , რომლებიც ცდილობენ საკუთარი წესები თავს მოგახვიონ. ახერხებთ ისეთი მეთოდის შემუშავებას, რომ მათ ნაკლებად ეკონტაქტოთ. უკიდურეს შემთხვევაში ურთიერთობას წყვეტთ.
სურათი 9
დინამიური, აქტიური, კომუნიკაბელური
რისკი გიყვართ და მწვავე შეგრძნებებზე უარს არასდროს ამბობთ. სტაბილურობას უპირისპირდებით, რადგან გაწერილი ცხოვრება სწრაფად გბეზრდებათ, ხოლო რუტინა და ერთფეროვნება ცხოვრების სურვილს გართმევთ.
მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და მთავარი როლის შესრულება გაბედნიერებთ. საკუთარი ქმედებების სისწორეში დარწმუნებული ხართ, მაგრამ ამასთან შეცდომების აღიარება შეგიძლიათ. თქვენი ქცევის პროგნოზირება რთულია, რადგან თავადაც არ იცით, რას გააკეთებთ ნახევარი საათის შემდეგ.
თუ აღწერა 70%–ზე მეტად არ დაემთხვა, ტესტი თავიდან გაიარეთ. შესაძლოა, სურათი ძალიან სწრაფად აირჩიეთ. თქვენი სურათი გელოდებათ!