Connect with us

საკითხავი

ალოე ჩემთვის ოქროზე გაცილებით ძვირფასია. ის კოსმეტოლოგიური დეფექტების პირველი მტერია.

ალოე ჩემთვის ოქროზე გაცილებით ძვირფასია. ის კოსმეტოლოგიური დეფექტების პირველი მტერია.

ალოე სუკულენტის მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც აფრიკის და არაბეთის ნახევარკუნძულის ველურ ბუნებაში იზრდება, ჩვენთან კი – სახლში, ფანჯრის თაროზე,  როგორც ოთახის ჩვეულებრივი მცენარე.

ალოე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარე ნამდვილად არის. მისი ფოთლები სამკურნალო ნედლეულის სახით გამოიყენება. მათში შემავალი გელისებრი სითხე ბევრ სამკურნალო თვისებას ფლობს.

ალოეს სარგებელი

პირველ რიგში, გავაანალიზოთ ალოეს შემადგენლობა. მისი რბილობი ასზე მეტ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორისაა: ენდოგენური და ეგზოგენური ამინომჟავები, რიგი ფერმენტები, როგორიცაა ამილაზა, ლიპაზა, ცელულოზა, ოქსიდაზა, კატალაზა, ასევე B6, B2, B1, PP და C ვიტამინების ნაკრები.

ალოე ბეტა-კაროტინის, რკინის, გერმანიუმის, ქრომის, სპილენძის, მანგანუმის, კალციუმის და თუთიის მდიდარი ბუნებრივი წყაროა. მცენარეში შედის სალიცილისა და სტეარინის მჟავებიც. მსგავსი უნიკალური კომბინაცია არცერთ სხვა მცენარეს არ აქვს.

როდის და როგორ გამოვიყენოთ ალოე?

მისი სქელი, გელისებრი წვენი ყაბზობის და მადის სტიმულირების მიზნით გამოიყენება. მცირე დოზას წყალში ხსნიან: 1 ჩაის ჭიქა წყალში 1 ჩ.კ. ალოეს წვენი. მიღებული საშუალება უნდა მიირთვათ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ალოე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი დაავადების განკურნებას უწყობს ხელ. მასში შემავალი ანთების საწინააღმდეგო ნაერთები შესანიშნავ მკვებავ  გარემოს ქმნის სიმბიოზური ბაქტერიებისთვის, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდებიან. ალოეს კურსის შემდეგ მეტაბოლიზმის პროცესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

მცენარის ფოთლები იმუნიტეტს აძლიერებს. ის 9 ეგზოგენური ამინომჟავის წყაროა და უწყობს ხელს ორგანიზმს ცილის ადვილად ათვისებაში. ალოეს ექსტრაქტი ბიოგენურ სტიმულატორსაც შეიცავს, რომელიც სხეულის ინფექციების მიმართ წინააღმდეგობის უნარს ზრდის.

ალოე კანისთვის ნამდვილი პანაცეაა. ალოე ვერა სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბის, აკნეს საწინააღმდეგო საშუალებების, გამწმენდი ლოსიონების, ანთების საწინააღმდეგო გამაგრილებელი ყინულის კუბების, დახეთქილი კანის ნიღბის რეცეპტების შემადგენლობაში ხშირად შედის.

ალოე ბევრ დერმატოლოგიურ პრობლემას უმკლავდება, რადგან მასში შემავალი პოლისაქარიდები რეგენერაციის და კანის ზედაპირის დაცვის პროცესს ააქტიურებს. ალანტოინი, რომლითაც სამკურნალო მცენარე მდიდარია, უჯრედების განახლებას პროცესს სტიმულირებს. მას დამწვრობის, დაზიანების, ჰერპესის და ფსორიაზის დროს იყენებენ. ამ შედეგის მისაღწევად ალოე უნდა გაჭრათ შუაზე და რბილობით დაიმუშავოთ კანის შესაბამისი მონაკვეთები. აკეთეთ ნელი წრიული მოძრაობები, დაიტოვეთ გელი სახეზე სამოქმედოდ რამდენიემ წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ალოეს ფოთლების, თაფლის, სეზამის ზეთისა და ვაშლის ძმრის ნარევი არაჩვეულებრივა თმის ძირების გასაძლიერებლად და ქერტლის მოსაშორებლად. გარდა ამისა, რეგულარულად ამ მცენარის წვენის წყალხსნარის პირში გამოვლებით შეძლებთ პაროდონტიზის დამარცხებასაც.

უბრალოდ წარმოუდგენელია ერთ მცენარეს რამდენი დადებითი თვისება შეიძლება ჰქონდეს. ალოე ვერას სარგებელი უზარმაზარია.

ალოე ვერას ორგანიზმისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, თუმცა უსაფრთხოების ზომები არ უნდა დაგვავიწყდეს. შინაგანი მიღების დროს შეიძლება კონცენტრირებული წვენის დოზა ვერ დაარეგულიროთ და მუცელში უცნაურმა შეგრძნებამ და დიარეამ შეგვაწუხოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შესვენების გაკეთება თუნდაც 1 დღით.

გასაოცარია, თუ რამხელა ძალას ფლობს ერთი მცენარე, არა? ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.