Connect with us

თავის მოვლა

ალოე ვერა გრძელი წამწამებისა და სქელი წარბებისთვის. ზრდის მიმართულებით წაისვით და 3D ეფექტი გარანტირებული იქნება

გრძელი და სქელი წამწამების მიღწევა მხოლოდ გაზრდით შეიძლება მიიღოთ. დიახ, ზოგს ასეთი სილამაზე ბუნებით ერგო, ზოგმა კი 2D და 3D ეფექტის მისაღწევად სილამაზის სალონს მიმართა. თქვენ კი შეგიძლიათ წამწამები მარტივი პროდუქტების გამოყენებით გაიზარდოთ. შესაძლოა წამწამებისთვის ალოეს გამოყენებამ ბევრი გააოცოს, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე ჩვეულებრივ საშუალებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე რეკლამირებულ პროდუქტს.

ალოე შეგიძლიათ დამოუკიდებლად ან წამწამების სხვა საშუალებასთან ერთად გამოიყენოთ. ეფექტს მინიმუმ უკვე 3-4 კვირაში შეამჩნევთ. ზოგიერი შინაური ნარევი წარბების გასაზრდელად და გასასქელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე არანაირ ზიანს არ მიიღებთ, ხოლო სარგებელი მეტი იქნება. ცდად ღირს.

დავარცხნა ზრდისა და სისქისთვის

მტვრის ნაწილაკების, ასევე სიბინძურის მოსაშორებლად, რომლებიც ფორებს ახშობენ, წამწამები რეგულარულად დაივარცხნეთ. ეს ძალიან მარტივი მეთოდია სისხლის ნაკადის გასაზრდელად, რომელიც თმის ფოლიკულებს დიდი რაოდენობით სასარგებლო და მკვებავ ნივთიერებებს გარანტირებულად მიაწვდის.

ჩვეულებრივი წამწამების შესაღები ჯაგრისი აიღეთ, ცოტა E ვიტამინი ან ვიტამინების ნარევი წაუსვით. ნელ-ნელა წამწამები ძირებიდან დაივარცხნეთ. პროცედურა დღეში ორჯერ ჩაიტარეთ. თერაპიის პირველ შედეგს უკვე 10 დღეში დაინახავთ.

მასაჟი წამწამებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ცოტა შიის ზეთი წამწამების ხაზზე წაისვით და მსუბუქი წრიული მოძრაობით 2 წუთის განმავლობაში შეიზილეთ. ასეთი სეანსი დღეში 2-ჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.

4 საუკეთესო სახლში მომზადებული საშუალება წამწამების გასაზრდელად

  1. შეგიძლიათ ბამბის დისკი ალოე ვერას წვენში უბრალოდ დაასველოთ და წამწამების ხაზზე წაისვათ. პროცედურა 2 თვე გაიმეორეთ, რომ შედეგი შესამჩნევი იყოს. თუ წამწამების გასაზრდელად უფრო ეფექტური საშუალება გსურთ, ქვემოთ მოცემული რეცეპტებიდან ერთ-ერთი გამოიყენეთ.
  2. აურიეთ 5 წვეთი აბუსალათინის ზეთი, E ვიტამინის კაფსულა და ალოე ვერას 1 ფოთლის წვენი. გელი დილას და საღამოს წამწამების ხაზზე 1 თვის განმავლობაში წაისვით.
  3. ოხრახუშის რამდენიმე ღერო დააქუცმაცეთ და 1/3 ჩ/კ ალოეს წვენს აურიეთ. მსუბუქი წრიული მოძრაობით ნარევი ზედა ქუთუთოზე 5 წუთით წაისვით. შემდეგ ჩამოიბანეთ.
  4. რამდენიმე წვეთი ალოეს წვენი, აბუსალათინის ზეთი და A ვიტამინი აურიეთ. ეს წარბებისა და წამწამების იდეალური საშუალებაა. ყოველ საღამოს წაისვით და შედეგს უკვე 3 კვირაში დაინახავთ.

ალოე ვერას წვენი ბევრი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ამბობს, თუ საშუალებაში ეს პროდუქტი რამდენი პროცენტია. უფრო სასარგებლოა შინაურული ნარევის გამოყენება. პირველ რიგში, თქვენ უსაფრთხოებაში დარწმუნებული ხართ, მეორე ეფექტს უფრო სწრაფად დაინახავთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.