Connect with us

ჯანმრთელობა

აი როგორ უნდა გამოვიყენოთ კარდამონი და ჯანმრთელობის 10 პრობლემისგან გავთავისუფლდეთ

ეს მარცვლები გასტრონომიაში ფართოდ გამოიყენება – ბრინჯში, პურში, ნამცხვრებსა და ორცხობილებში. ის ეთერზეთების, სახამებლისა და ბოჭკოს შემცველობით გამოირჩევა. ისინი მას ენერგეტიკულ და კუჭ-ნაწლავის მუშაობის მარეგულირებელ საკვებად აქცევენ.

აი 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ის ხშირად

1. ამცირებს მენსტრუალურ სპაზმებსა და ტკივილებს, რადგან უდიდესი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ძალა აქვს. ამ შემთხვევაში კარდამონს – მიხაკთან და დარიჩინთან ერთად იყენებენ.

2. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ებრძვის მჟავიანობას – თავისი კომპონენტების წყალობით, რომლებიც მჟავის ნეიტრალიზებას ახდენენ, არეგულირებენ კუჭში სისხლის მიმოქცევას. ასევე გიხსნით მეტეორიზმისგან და ბუასილით გამოწვეული ტკივილებისგან.

3. ებრძვის სიმსივნეს, განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლების, პროსტატისა და საკვერცხეების სიმსივნეებს. რა მიზეზით?! მასში დიდი რაოდენობით ფიტოქიმიური ნივთიერებებია. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს რომელბიც პასუხს აგებენ უჯრედის კანცეროგენულ ნივთიერებებად მუტაციის შეწყვეტაზე. ამავე მიზეზით მის ერთ-ერთ თვისებას კანის დაბერების პროცესის შენელება წარმოადგენს.

4. აშორებს უსიამოვნო სუნს პირიდან. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, შეიცავს გერანოლსა და ცინეოლს, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

5. ხსნის გაციების სიმპტომებს და ასუფთავებს ნესტოებს. ხელს უწყობს ფილტვების ცირკულაციას თავისი ამოსახველებელი თვისებების გამო, რომლებიც ლორწოს გამომუშავებას ამცირებენ. ამ მიზეზებით კარდამონი განსაკუთრებით სურდოს, ბრონქიტისა და ხველის შემსუბუქებისთვის არის რეკომენდებული.

6. ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას. კარდამონი მდიდარია მანგანუმით, ანტიოქსიდანტური მინერალით რომელიც ხელს უწყობს ფერმენტების გამომუშავებას, გამოჰყავს ტოქსიკური ელემენტები და არეგულირებს рН-ის დონეს ორგანიზმში.

7. არეგულირებს თირკმელების ფუნქციონირებას, შლის კენჭებს თირკმელებში და არბილებს ცისტიტის სიმპტომებს.

8. ამაღლებს ერითროციტების დონესა და სისხლით მომარაგებას, შესაბამისად გვეხმარება ჰორმონალური დისფუნქციის პრობლემების მოგვარებაში, ისეთების როგორიცაა იმპოტენცია, უნაყოფობა ან ნაჩქარევი ეაკულაცია.

9. მაგნიუმის, კალციუმისა და კალიუმის შემცველობის წყალობით აგაცილებთ გულის დაავადებებს.

10. შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ნახშირწყებს, შესაბამისად – ებრძვის ანემიას!