Connect with us

ვიდეო

აი, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცხენი

ფრედერიკ დიდებული აშშ-ში წარმოუდგენლად ლამაზი ფრიზული ულაყი და, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ცხენია.

ფრიზი – ცხენების სახეობაა, რომელიც ჰოლანდიის ჩრდილოეთით ფრისლანდიაში გამოყავთ. მას ჰოლანდიის „შავ ოქროს“ უწოდებენ და ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ სახეობად ითვლება. პირველად მის შესახებ მოხსენება ჯერ კიდევ მე-13 საუკუნით თარიღდება. მეფე ვილგელმ I-ის ყველაზე საყვარელი ცხენის ჯიში იყო. მე-19 საუკუნის დასაწყისში მან დაარსა ყოველწლიური შეჯიბრება „შავი მარგალიტი“, როგორც უწოდებენ ფრიზს სხვანაირად.

ფრიზული ცხენის სახეობა ორჯერ გადაშენების პირას იყო, მაგრამ ჰოლანდიელმა ცხენების სელექციონერებმა გადაარჩინეს.

სუფთა სისხლის ფრიზული ცხენების მიმართ მოთხოვნები საკმაოდ დიდია. ულაყი ღრმა შავი ფერის უნდა იყოს და არანაირი ლაქები ნებადართული არაა.

გასაოცარ ულაყს სოციალურ ქსელში გვერდიც აქვს 76 ათასი გამომწერით და მისი სახელობის ბლოგი, სადაც მის სურათებს აქვეყნებენ.

მფლობელის თქმით, ფრედერიკი შესანიშნავად აცნობიერებს, თუ რამდენად ლამაზია.

ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებით შეჯიბრების დროს უყვარს. „არენაზე ან სურათების გადაღების დროს თითქოს ცოცხლდება. იცით. ეს ცნობილი სახეების ქცევას ჰგავს: ისინი სახლსა და ფოტოკამერების წინაშე განსხვავებულად იქცევიან“ – ამბობს ნაზარიო.

ამასთან წარმოუდგენლად კეთილია და ბავშვებს დიდი მოთმინებით ეპყრობა.

ცხენი იმდენად პოპულარულია, რომ მისი ფოტოებით ონლაინ გალერეაც კი შეიქმნა. „ფრედერიკ, შენ ყველაზე ლამაზი ცხენი ხარ, რომელიც კი ოდესმე მინახავს. მხოლოდ ღმერთს შეეძლო ასეთი ხელოვნების შექმნა. გასაოცარია“ – წერს მისი ფოტოს თაყვანისმცემელი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.