Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღე პომიდვრის წვენს დალევთ

ბაზრობები მწიფე, წვნიანი პომიდვრებით სავსეა. დრო მოვიდა, რომ პომიდვრის წვენი მოამზადოთ!

შინაურული პომიდვრის წვენი

გემრიელი, შინაურული პომიდვრის წვენის მომზადება რთული არაა, თუმცა კვირაში თუნდაც ერთხელ მისი დალევის ჩვევა ყველას არ აქვს.

როგორ შეიძლება გავიჯანსაღოთ ორგანიზმი პომიდვრის წვენის დახმარებით?

რით არის სასარგებლო პომიდვრის წვენი

1. ამ წვენის ხშირი მოხმარება ზოგიერთი სერიოზული უსიამოვნების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. საქმე იმაშია, რომ პომიდორი ძლიერ ანტიოქსიდანტს, ლიკოპინს, შეიცავს, რომელიც პასტერიზაციის შემდეგაც თავის თვისებებს არ კარგავს.

2. პომიდვრის წვენი ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს, ამიტომ გულის პრობლემებს შესანიშნავად უმკლავდება. იაპონელმა მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს ის ფაქტი, რომ ასეთი თვისებები სწორედ პომიდორში შემავალ კალიუმს აქვს.

3. კარგ განწყობას ხელს არა მხოლოდ ბანანი უწყობს. პომიდორი ორგანიზმს სეროტონინის საკმარისი დოზით ავსებს.

4. პომიდვრის წვენი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ის იმუნურ სისტემას შესანიშნავად უმკლავდება.

5. მათთვის, ვინც მუდმივად დიეტაზე იმყოფება, პომიდორი წონაში დასაკლებად იდეალური პროდუქტი იქნება. საქმე იმაშია, რომ მასში შედის ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები, ეს უკანასკნელი კი ძალიან მცირე რაოდენობით. სწორედ ამიტომ, პომიდვრის კალორიულობა 100 გრამზ მხოლოდ 17 კალორიაა.

6. კანი მადლობას გეტყვით, თუ პომიდვრის წვენის დალევას დაიწყებთ. პომიდორი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც კანს სწრაფად ასუფთავებენ და ჯანსაღ იერს ანიჭებენ.

დროა შინაურული პომიდვრის წვენი ზამთრისთვის მოამზადოთ, ხოლო ნარჩენები პირდაპირ ახლა გამოიყენოთ!

რედაქციის რჩევა: პომიდვრის წვენის დამარილება არ ღირს. ასე სასარგებლო თვისებები შეიძლება დაიკარგოს!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.