Connect with us

საკითხავი

აი, რატომ უნდა თქვათ უარი ნატურალურ ბეწვზე ახლავე!

აი, რატომ უნდა თქვათ უარი ნატურალურ ბეწვზე ახლავე

ადამიანები ბეწვის გამო ცხოველებს წლების განმავლობაში კლავდნენ. თუ ჩვენი პრეისტორიული წინაპრები ამას გადარჩენის მიზნით აკეთებდნენ (თბილი ბეწვი სიცივისგან იცავდათ), ჩვენ ცხოველებს უსარგებლო ქურქების და ქურთუკების გამო ვკლავთ.

ვინ არის უფრო ველური: არა ცივილიზირებული ადამიანი, რომელიც გადარჩენას ცდილობს, თუ თანამედროვე ჭკვიანი ადამიანი, რომელიც მოგების მისაღებად პლანეტაზე ყველა ცოცხალ არსებას ანადგურებს?

ჯოჯოხეთი ცხოველებისთვის

მსოფლიოში ათასობით ცხოველების ფერმის შემხედვარე უნებლიეთ აცნობიერებთ, თუ რამდენად უგულო და უგრძნობი შეიძლება იყოს ადამიანი. ეს ბეწვიანი ცხოველებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. აქ მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებიან, რომ მორიგი მოდური ქურქის ნაწილი გახდნენ.

მაგ., უკრაინის ტერიტორიაზე კანონიერად 37 ცხოველების ფერმა ფუნქციონირებს, სადაც ყოველწლიურად 630 ათასი წაულა იღუპება. რატომ გავიხსენეთ ეს ქვეყანა? იმის გამო, რომ ადგილობრივმა აქტივისტებმა პარლამენტში ამ საშინელი ორგანიზაციების აკრძალვის განხილვას მიაღწიეს.

აქტივისტების მოსაზრება

აქტივისტები პეტიციაში, რომელსაც ხელი უკრაინის 37 ათასმა მოქალაქემ მოაწერა, ამბობენ: „ბეწვის ტანსაცმლის წარმოება გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს. მისი ნარჩენები შეიცავს მძიმე ლითონებს, მჟავებს, ქიმიურ ელემენტებს და ჰორმონებს. აქედან გამოდის, რომ იგი სხვადასხვა ვირუსების გავრცელებას და გარემოს დაბინძურებას ხელს უწყობს.

ნარჩენები არა მხოლოდ ფერმის თანამშრომლებს, არამედ მეზობლად დასახლებულ მოსახლეობასაც წამლავს. აორთქლებით უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება, რაც ჯანსაღ მოქალაქეებზე უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენს“.

ცვლილებების დროა

უკრაინაში ცხოველთა უფლებების დამცველები ცხოველების ფერმის დახურვას უკვე 7 წელია მოითხოვენ. და ბოლოს, მათი ინიციატივა შემჩნეული იქნა, კანონპროექტის სახით გაფორმდა და განსახილველად პარლამენტს გადაეცა. თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ, მაშინ ბეწვის ინდუსტრია არსებობას 2025 წლის 1 იანვარს არსებობას შეწყვეტს.

მსგავსი პრაქტიკა უკვე ბევრ ევროპულ ქვეყანაში განხორციელდა. მაგალითად, ბრიტანეთში, სლოვენიაში, ავსტრიაში, სერბეთში, მაკედონიაში, ხორვატიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, ბოსნიასა და ჰერცოგინიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში ბეწვის მეურნეობა უკვე კანონით აკრძალულია. ლატვიაში, დანიაში, პოლონეთში, ესტონეთსა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოში აკრძალვის განხილვა ხდება.

რატომ არის ეს ცუდი?

ცხოველების ფერმის აკრძალვა ერთმნიშვნელოვნად ღირს. ეს წარსულის გადმონაშთია, რომელიც როგორც ცხოველებს, ასევე გარემოს აზიანებს.

პირველ რიგში, ეთიკური კუთხით. ასეთ საწარმოებში ცხოველები საშინელ პირობებში არიან: ისინი მჭიდრო გისოსებიან საკნებში ცხოვრობენ, სადაც გადაადგილებას ძლივს ახერხებენ. ცხოველების ნარჩენები პირდაპირ მათ თვალწინ რჩება. წაულების სასიცოცხლო ციკლი გამრავლებისა და გასასუქებლად სპეციალური საკვებით გამოკვებას მოიცავს, სანამ მოკლავენ.

ყველასთვის საზიანოა

მეცნიერებმა ცხოველების ფერმის გარემოზე გავლენა შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, საწარმოო ნარჩენები ჰაერის დაბინძურებას, ოზონის შრის შემცირებას და ნიადაგისა და წყლის მოწამვლას იწვევენ. თავად ბეწვიც ისეთი ნივთიერებებით მუშავდება, რომ ადამიანებისთვის უსაფრთხო არაა. ალერგიის მქონე ადამიანებმა მათგან თავი შორს უნდა დაიჭირონ.

სახელმწიფო აკრძალვის იმედი უნდა გვქონდეს? ვფიქრობ, ინდუსტრია ჩრდილში შევა, ხოლო წარმოება გაგრძელდება. ერთადერთი გამოსავალი ბეწვის პროდუქციაზე უარის თქმაა.

ალტერნატივა არსებობს

მოდის ინდუსტრია ნელ-ნელა ბეწვის პროდუქციაზე უარს ამბობს. მოდის სახლმა ვერსაჩემ ბეწვის გამოყენება დიდი ხნის წინ შეწყვიტა. ასეთ მაგალითს ბევრმა მიბაძა. მაგალითად, 2018 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე ნებისმიერი ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადეს.

დღეს ბევრი ხელოვნური მასალა არსებობს, რომელიც ნებისმიერი ბეწვის ფორმას ღებულობს და სითბოს ინარჩუნებს. ამასთან სინთეტიკური ქურთუკი გაცილებით უფრო ნაკლებს იწონის.

მზად ხართ ბეწვის ტანსაცმელზე უარი თქვათ? თქვენი აზრი კომენტარებში გაგვიზიარეთ.

Advertisement