საკითხავი
აი, რატომ უნდა დახუროთ ყოველთვის საბავშვო ოთახის კარები
გსურთ, რომ შვილის სიცოცხლე გადაარჩინოთ – საბავშვო ოთახის კარი დაკეტეთ! ეს თქვენს ბავშვს ხანძრის დროს გადაარჩენს.
აშშ-ში ამ თემაზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერტებმა სახლის მოდელი შექმნეს, კამერებით და სენსორებით აღჭურვეს, რომ ტემპერატურის და გაზის დონეს დაკვირვებოდნენ.
ექსპერიმენტის დროს სასტუმრო ოთახში ხანძარი გაჩნდა, ორი ოთახის კარი დაკეტილი იყო, ერთი ოთახის კარი კი ღია.
როცა მეხანძრეებმა სახლის შემოსასვლელი კარი გააღეს, ცეცხლს დიდი რაოდენობით ჟანგბადი მოხვდა და შედეგად ღია კარის საძინებლის ფანჯრიდან გამოვარდა.
10 წუთის შემდეგ მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს და შედეგი შეისწავლეს.
გაღებული კარის საძინებელში ტემპერატურა 260 გრადუსს აღწევდა, რაც ტელევიზორის გასადნობად საკმარისია. საძინებლებში, სადაც კარები დაკეტილი იყო, ტემპერატურა 37 გრადუსი იყო.
სურათზე საძინებლის კარია გამოსახული. კარი ძლიერად დაზიანებულია, მაგრამ საძინებელი ტემპერატურის მატებისა და დიდი რაოდენობის კვამლისგან მაინც დაიცვა.
ექსპერტები აღნიშნავენ, თუ ცეცხლმოკიდებულ შენობაში აღმოჩნდით და გამოსვლას ვერ ახერხებთ, იმ ოთახის კარის დაკეტვა სცადეთ, სადაც იმყოფებით.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.