Connect with us

ჰოროსკოპი

აი, ზოგჯერ რისგან იგრიხება თოკები. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაფრის მიუხედავად მუდამ ეყვარებით

აი, ზოგჯერ რისგან იგრიხება თოკები. 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ყველაფრის მიუხედავად მუდამ ეყვარებით

რა არის სიყვარული? სიყვარული ყველას სხვადასხვანაირად ესმის, მაგრამ ზოგადი დახასიათებით ესაა – მიჩვევა, პატივისცემა, პატიება, მეგობრობა. ზოგს ხშირად უყვარდება, ზოგი კი სამუდამოდ ერთადერთ ადამიანს აძლევს თავის გულს, ზოგჯერ უბრალოდ მასში დნება. ისინიც კი, ვისაც ჰოროსკოპის არ სჯერა, ზოგჯერ ეთანხმება, რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები ურთიერთობაში სხვადასხვანაირად იქცევიან, უფრო მეტიც, ისეთი ტენდენციაც არსებობს, როცა გოგონები პარტნიორებს თავად ირჩევენ.

არის კი ეს გრძნობა უპირობო? ასტროლოგების აზრით, კი: ამ 3 ზოდიაქოს ნიშანს რჩეულის სიყვარული ყველაფერის მიუხედავად შეუძლია.

1.მერწყული

სიმშვიდე და სიმარტივე მერწყულის მთავარი მოთხოვნაა. მათ ცხოვრების გართულება არ უყვართ და ურჩევნიათ პარტნიორს რეალურად შეხედონ და მათ იდეალურად ქცევას არ ცდილობენ. მერწული ინტრიგებისა და სკანდალებისკენ მიდრეკილი არაა. ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობს: ამ მიზეზით მასთან ურთიერთობა კომფორტული და ნათელია. მდგომარეობის სწორად გაგების უნარი მათ პარტნიორთან შეთავსებასა და ყველა ღირსებისა და ნაკლით მიღებაში ეხმარებათ.

2.თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენელი მგრძნობიარობით და აღქმადობით გამოირჩევა. მას მაღალი ინტელექტის დონე აქვს და პრიორიტეტების სწორად დასახვა შეუძლია, სიტუაციას ესადაგება და მასში დადებითი მხარის პოვნას ახერხებს. არ იფიქროთ, რომ თხის რქა ძალიან მარტივია: ის საყვარელი და მზრუნველია, როცა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დაუყონებლივ ბრძოლას იწყებს, თუ ვინმე მის პრინციპებს არღვევს.მიუხედავად ამისა, მათ იციან, რომ სჯობს ზოგიერთი რამ მიიღოს ისეთი როგორიც არის, ვიდრე მისი შეცვლა სცადოს.

3.კირჩხიბი

კირჩხიბი გულახდილობით და მეგობრობით გამოირჩევა. ისინი სხვა ადამიანების მიმართ ერთგულნი არიან. თვლიან, რომ იდეალური არ არსებობს, რადგან საკუთარ თავს სრულყოფილად არ თვლის. ამ მიზეზით კირჩხიბი პარტნიორს იშვიათად განიკითხავს და ხვდება, რომ კარგი ცუდის გარეშე არ არსებობს. კიდევ ერთი თვისება, რომელიც ამ ნიშნის წარმომადგენელთან ურთიერთობას მყარს და კომფორტულს ხდის – მათი თავგანწირვა. საყვარელი ადამიანის გულისთვის ყველაფრისთვის მზად არიან.

არსებობს სიყვარულის განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც ყველაფრის გადატანა შეუძლია – უპირობო სიყვარული. ის ნამდვილად კეთილშობილურია, მას ტყუილი და თვალთმაქცობა არ სჭირდება. შეგიძლიათ შეადაროთ იმ გრძნობას, რომელსაც დედები შვილების მიმართ განიცდიან: ისინი მომთმენნი არიან. ყველაფერს პატიობენ, მზად არიან შეუძლებელნი გააკეთოს, ოღონდ ისინი კარგად იყვნენ.

ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის წარმომადგენელს უპირობოდ სიყვარული შეუძლიათ და პარტნიორის ნებისმიერი საქციელის გამართლებას ეძებენ. სწორედ ამიტომ,  საკუთარი მოლოდინების გამო ხშირად მოტყუებულნი რჩებიან, როცა პარტნიორი ბანალური მომხმარებელი, გრძნობებზე მოთამაშე აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, მათ სიყვარულსაც აქვს საზღვარი, რის გამოც მერწყული, თხის რქა და კირჩხიბი პოტენციური მტაცებლებისთვის ადვილი მონაპოვარია.

უპირობო გრძნობა გააზრებული არჩევანია გიყვარდეს ვიღაც რაც არ უნდა მოხდეს, პატივი სცე და დაიცვა. თუმცა ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ არაჯანსაღ ურთიერთობაში დარჩეთ. ასეთი სიყვარული გამოიხატება მხარდაჭერაში, ნდობაში, პატიების უნარში, პარტნიორის და საკუთარი თავის პატივისცემაში, თანაგრძნობაში, მოთმინებასა და გულწრფელობაში. მთავარია, რომ ეს ბრმა გრძნობა არაა, საშუალებას გვაძლევს ადამიანები მივიღოთ ისეთები, როგორებიც არიან.

რა თქმა უნდა, უპირობო სიყვარულის განცდა სხვა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ განიცადონ. მსგავსი გრძნობა გამოგიცდიათ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement