Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ხილი და გაიგეთ, თქვენი ცხოვრების და პიროვნების მნიშვნელოვანი ასპექტები

ხილის ძირითადი მახასიათებლებით თქვენი ცხოვრების და პიროვნების მნიშვნელოვანი ასპექტების გამოვლენა შეიძლება. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გაიგეთ მისი მნიშვნელობა.

ფორთოხალი

თქვენ მოქმედებების და ეფექტების კორექტირების ბუნებრივი ტენდენცია გაქვთ. დანაპირებს ყოველთვის ასრულებთ და დაუყონებლივ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც კარგად გააკეთეთ.

ანალოგიურად, თქვენს მიღწევებს ხალხის მიღწევებს ადარებთ და შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ, როცა ცხადი ხდება, რომ „სხვები იმარჯვებენ“. აქ იმალება თქვენი პრობლემა.

გახსოვდეთ, რომ სამყარო განსხვავებული ადამიანებით სავსეა და ცხოვრებაში მთავარია არა კონკურენცია, არამედ თანამშრომლობა. როცა აღიარებთ, რომ ერთადერთი მნიშვნელოვანი კონკურენცია საკუთარ თავთან შეჯიბრია, თქვენი დღეები უფრო ნათელი, მდიდარი და ბედნიერი გახდება.

საზამთრო

თქვენთვის მთავარია, რომ ენთუზიაზმი ან სიხარული არ დაკარგოთ. ჩვეულებრივ ინტერესს გამოხატავთ იმას მიმართ, რასაც მნიშვნელოვნად თვლით: მუსიკა, მოგზაურობა, სპორტი, მოდა და ა.შ.

ასევე შეგიძლიათ შეადგინოთ რამდენიმე გეგმა და სია, რომელთაც, როგორც წესი, არ იცავთ. მათი რეალური მიზანია, რომ მრავალი შესაძლებლობა მოგცეთ.

თქვენი მთავარი ამოცანაა, დაგეგმვიდან მოქმედებაზე უფრო ეფექტურად გადახვიდეთ, რადგან ბევრი დიდებული იდეა უწყვეტობის არ ქონის გამო დაუსრულებელი რჩება. ერთ იდეაზე იმუშავეთ და მუდმივად მასში იყავით, სანამ არ დაასრულებთ. ასე დიდ სარგებელს მიიღებთ. თავიდან რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ დროთა განმავლობაში საქმეს უკეთ შესრულებთ და ხარისხს გააუმჯობესებთ.

ბანანი

თქვენ დამოუკიდებლობისკენ (შრომითი, სოციალური, ეკონომიკური) ისწრაფით, რომლისთვისაც პირადი დრო და სივრცე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჟანგბადი. ცოდნას აფასებთ და თავს კომფორტულად გრძნობთ, როცა თქვენს აზრებს იმ ადამიანებს უზიარებთ, ვისაც საინტერესოდ თვლით.

თქვენი მთავარი ამოცანაა მარტო ყოფნის ტენდენციას წინააღმდეგობა გაუწიოთ. სხვებთან უფრო ახლოს ყოფნა სცადეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს დაუცველად გრძნობთ. თქვენ მხარდაჭერას არავისგან ელით.

დიდი ალბათობით, მოსაზრება – უბრალოდ პარადიგმაა, რომელიც თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას არ ეხება. გახსოვდეთ, რომ სამყარო შესანიშნავი ხალხით სავსეა, რომლებიც მზად არიან გულწრფელი მეგობრობა და უპირობო მხარდაჭერა გაგიწიონ.

მარწყვი

თქვენ ემოციური და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. გიყვართ ისეთი მუშაობა, რომელიც გონებას იწვევს და თქვენი გენიალური და უნიკალური უნარების ჩართვას მოითხოვს. ემოციური ემპათია გახასიათებთ.

ის მოგიწოდებთ დაეხმაროთ ხალხს, რომლებიც ცხოველების, გარემოს ან კეთილშობილური და მაღალი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. თქვენი მთავარი ამოცანა – ისწავლოთ საჩუქრების და თქვენი ნიჭის მიღება და დაფასება, ასევე ნაკლებად არ შეაფასოთ, რადგან ზოგიერთი თქვენი შესაძლებლობა უფრო საინტერესოდ გეჩვენებათ.

თქვენ დიდი შესაძლებლობის და უნარების ადამიანი ხართ. ცხოვრება უფრო სასიამოვნო იქნება, როცა მათ აღმოაჩენთ და თქვენი ცხოვრებისთვის, თქვენი პროექტების და სამსახურისთვის სიყვარულით გამოიყენებთ.

ლიმონი

თქვენ ძლიერი, გაბედული და სამართლიანი ადამიანი ხართ, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ ნახა და ამ მიზეზით თქვენი ღირებულებების და იდეების თავს მოხვევას საჭიროდ თვლით. ცოტა მოუთმენელი ხართ და ფიქრობთ, რომ „ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც თავად ფიქრობთ და სხვანაირად არა“.

ამ მიზეზით თქვენი ამოცანაა, სხვების მოსაზრებების გათვალისწინება ისწავლოთ. სხვების აზრის პატივისცემა უფრო ადამიანურს გაგხდით და დაგაახლოებთ სხვებთან, რომლებიც ცხოვრებას და სამყაროს გიზიარებენ.

გაოცებული დარჩებით, თუ რამდენი რამ შეიცვლება, როცა ბარიერებს დაწევთ, სხვებს მეგობრობას შესთავაზებთ და მათ იდეებს და ისტორიებს გულწრფელად გაიგებთ.

ვაშლი

თქვენ სანდო ადამიანი ხართ. მზად ხართ სხვებს დაეხმაროს. კონფლიქტის დროს ხშირად შუამავლის როლს ასრულებთ. უსიამოვნებების და კონფლიქტების არიდებით ძალიან დაინტერესებული ხართ, ამიტომ შეგიძლიათ სხვების გეგმას მიყევთ მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით. სწორედ ამიტომ, თქვენი მთავარი ამოცანაა: ისწავლეთ არას თქმა.

სხვებს თქვენი ნამდვილი ზრახვები უნდა აჩვენოთ და უარი თქვათ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც არ მოგწონთ. ვისაც ნამდვილად უყვარხართ, ისინი თქვენს აზრს პატივს სცემენ და გაითვალისწინებენ.

როცა ამას გააკეთებთ, ნახავთ, თუ როგორ გაიზრდება თქვენი ენერგეტიკული დონე და თქვენი შრომის ეფექტურობა, ხოლო ცხოვრება უფრო წარმატებული და ბედნიერი გახდება.

Advertisement