Connect with us

ტესტები

აირჩიეთ სარკე და გაჩუქებთ კომპლიმენტს, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად გსურთ

ჩვენ, ყველას გვიყვარს, როცა კომპლიმენტებს გვეუბნებიან. თუმცა კომპლიმენტი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდებით, თქვენზე ბევრ რამეს ამბობს. აირჩიეთ სარკე, რომელშიც გსურთ ჩაიხედოთ და გაიგეთ, რომელი კომპლიმენტის მოსმენა გსურთ ყველაზე მეტად.

1. თქვენ წარმოუდგენლად სექსუალური ხართ

ყოველთვის გსურთ დარწმუნდეთ, რომ საპირისპირო სქესისთვის მიმზიდველი ხართ. გჭირდებათ ისეთი კომპლიმენტი, რომელიც თვითშეფასებას აგიმაღლებთ და თქვენს ქალურ თავმოყვარეობას დააკმაყოფილებს. ნუთუ ეჭვობთ, რომ სექსუალური და მიმზიდველი ხართ?

2. ბავშვივით უშუალო ხართ

არსებული რეალობით კმაყოფილი არ ხართ, ამიტომ ზოგჯერ ბავშვობაში გარბიხართ. ზოგი თქვენს ბავშვურ ქცევებს გაურბის, ზოგსაც იზიდავს. საყრდენი, საიმედო ახლო მეგობარი გჭირდებათ, რომლის გვერდით თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ.

3. თქვენს ეშმაკურ მზერას ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია

ოცნებობთ, რომ მამაკაცი მხოლოდ ერთი მზერით დაიპყროთ, მისი გული და გონება დაიმონოთ. ცოტა იდუმალება, გამოგონილი მწუხარება და ცნობისმოყვარე მზერა საკმარისია, რომ მამაკაცების ყურადღების ცენტრად იქცეთ. თუმცა იყო საბედისწერო ქალი არც ისეთი ადვილია, როგორც ფიქრობთ.

4. თქვენ ჩემს ყველაზე საყვარელ დესერტსაც გაგიზიარებდით

თქვენ ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ, რომ თავი კომპანიის სულად და გულად იგრძნოთ. იქნებ, მეგობრული ურთიერთობა გაკლიათ?

5. თქვენ ყველაზე მომხიბვლელი ხართ, ვინც კი ოდესმე მინახავს

თქვენ წარმოუდგენლად მხიარული და კომუნიკაბელური ხართ. ეჭვი არ შეგაპაროთ, რომ ხალხის კეთილგანწყობის მოპოვების უნარი გაქვთ. მათ მიმართ უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინეთ და შეამჩნევთ, რომ კომპლიმენტები უფრო და უფრო ხშირად გამეორდება!

6. როგორ ახერხებთ იყოთ ასეთი დიდებული?

საკმაოდ თავდაჯერებული და მიმზიდველიც ხართ, თუმცა თქვენთვის გულისტკენა ადვილია. სხვების უპირატესობას საერთოდ ვერ იტანთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი იმის მიუხედავად, როგორ გამოიყურებით და შეამჩნევთ, რომ თქვენი მხიარულობა და გულახდილობა კიდევ უფრო მიმზიდველს გაგხდით.

ეს სახუმარო ტესტი სერიოზულად დაგაფიქრებთ, თუ რა გაკლიათ ცხოვრებაში. ვიმედოვნებთ, რომ შედეგებს გაითვალისწინებთ და მომავალში უფრო მეტ კომპლიმენტს მიიღებთ.