Connect with us

ტესტები

აირჩიეთ ნიღაბი და ჩვენ გეტყვით, თუ რის დამალვას აპირებთ

თითოეული ადამიანი რაღაცას უმალავს სამყაროს. ჩვენი უმეტესობა ატარებს ნიღაბს, რათა შევძლოთ იმის დამალვა, რაც არ გვინდა, რომ სხვამ იცოდეს. შესაძლოა, თქვენ არც კი ეჭვობთ, თუ რა იმალება თქვენში და რას უმალავთ გარშემომყოფებს.

აირჩიეთ ერთ-ერთი ნიღაბი და ჩვენ მოგიყვებით ამ ყველაფრის შესახებ.

  1. თუ სწორედ ეს ნიღაბი აირჩიეთ, თქვენ ის ხართ, ვინც თავის იდეებს მალავს. ნაპერკალი თქვენს თვალებში გამოსცემს იმას, რომ გარკვეული იდეები გაქვთ, სწორედ ამიტომ “ატარებთ ნიღაბს”. გეშინიათ, რომ ვიღაც მოგპარავთ შესანიშნავ იდეას ან გამოიყენებს მას ისე, როგორც თქვენ არ გენდომებოდათ. თქვენი იდეები თქვენთვის ძალიან ძვირფასია, როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრების ასპექტში. თუ არსებობს რაღაც, რისი დამალვაც გენდომებოდათ, ეს თქვენი ახალი იდეაა, რომელზეც შრომობთ.
  2. ასეთი ნიღბის არჩევა იმას ნიშნავს, რომ სამყაროს საკუთარ შინაგან სითბოს უმალავთ. ხალხში ძლიერი და ცივი პიროვნება ხართ, რეალურად კი – თბილი და კეთილისმსურველი ადამიანი. თქვენი გულუხვობით სარგებლობს ის, ვისთვისაც ადამიანური სითბოს ფასეულობები უცნობია, და გეშინიათ, რომ თქვენი სიკეთე შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც რაღაც აუცილებელი და ჩვეულებრივი.
  3. ამ ნიღბის არჩევა  შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ მალავთ იმას, თუ რას ხედავთ ადამიანში რეალურად. თქვენ დამკვირვებელი ხართ და ზუსტად შეგიძლიათ სხვისი ჭეშმარიტი განზრახვების ამოცნობა. თუმცა, საკუთარ დაკვირვებებს მალავთ და არ ხსნით კარტებს. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანი გატყუებთ, ამას ხვდებით, თუმცა ყურადღებას არ აქცევთ, რადგან უბრალოდ არ გსურთ იმ ადამიანებზე დარდი, რომლებსაც თქვენთან გულწრფელობა არ შეუძლიათ.
  4. თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, სხვებს შინაგან ცეცხლს უმალავთ. თქვენი ოცნებები, იმედები და მისწრაფებები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, არ აჩვენებთ მათ სხვებს, განსაკუთრებით, თუ ჯერ კიდევ ოცნების განხორციელების გზაზე ხართ. ცეცხლი, რომელიც თქვენში ანთია – ეს ისაა, რასაც შინაგან სამყაროში ინახავთ. სამყაროს მხოლოდ მაშინ გაეხსნებით, როცა მიზნებს მიაღწევთ.
  5. ამ ნიღბის არჩევა შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ თქვენ კარგად მალავთ შინაგან ცხოველს. შეიძლება იყოთ ვნებიანი და მკაფიო, ყველას არ შეუძლია თქვენს ველურ მხარესთან გამკლავება. ყველა ვერც გაიგებს იმას, თუ რამდენად მჭიდროდ ხართ დაკავშირებული საკუთარ “მე-სთან”. არ გამოხატავთ საკუთარ აზრებს და თქვენს ვნებიან “მე-ს” უმალავთ მათ, ვისაც არ შეუძლია იმის გაგება, თუ რა ენერგია გამოძრავებთ.
  6. თუ თქვენი არჩევანი ამ ნიღაბზე შეჩერდა, დიდი ალბათობით, სამყაროს შინაგან გაღიზიანებას უმალავთ. არ გაქვთ სისულელეების დრო, თუმცა, ეს ვერ გამორიცხავს იდიოტებს, რომლებსაც, ხანდახან, თქვენს გვერდით ხედავთ. რამდენადაც ყოველთვის არ გაქვთ იმ ყველაფრის ამოთქმის შესაძლებლობა, რასაც მათზე ფიქრობთ, საკუთარ გაღიზიანებას მალავთ და აგრძელებთ გაღიმებას, იკავებთ ბრაზს.
  7. თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, დიდი ალბათობით, ძლიერ შინაგან ვნებას მალავთ. ეს შეიძლება იყოს ვნება ადამიანის მიმართ, ან ძლიერი სურვილი გარკვეული კეთილდღეობის მისაღებად. თქვენ არასდროს გამოხატავთ სურვილებს. გეშინიათ, რომ მათ არასწორად გაიგებენ და რომ სხვები ამისთვის განგსჯიან. სწორედ ამიტომ იქცევით ისე, თითქოს არც არაფერი ხდება.
  8. თუ ეს ის ნიღაბია, რომელიც თქვენ აირჩიეთ, ესე იგი, სხვებს ტკივილს უმალავთ. შესაძლოა, იტანჯებოდით, განიცადეთ ადამიანის დაკარგვის ტკივილი, ან ვიღაცამ გული გატკინათ, თუმცა თქვენ აგრძელებთ ღიმილს მაშინაც კი, როცა ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდით. თვლით, რომ არავის შეუძლია რეალურად იმის გაგება, რაც თქვენ გადაიტანეთ. შესაბამისად, თქვენ ყველაფერს ინახავთ და აგრძელებთ გარშემომყოფებისთვის იმის მტკიცებას, რომ კარგად ხართ.
  9. თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, ესე იგი სიყვარულს მალავთ. თქვენი სიყვარული – ეს რაღაც ძალიან განსაკუთრებულია და იგი მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანისკენაა მიმართული, რომელიც თქვენთვის ის ერთადერთი მეორე ნახევარია. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყაროს უმალავთ სიყვარულს, რომელსაც გულში ინახავთ, რადგან იგი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არსებობს.
  10. თუ ეს ნიღაბი აირჩიეთ, შესაძლოა, ცდილობთ თქვენი უჩვეულობების დამალვას. უნიკალური ხართ, თქვენი ხასიათი სხვებისგან გამოირჩევა, თუმცა არ მოგწონთ ისინი, ვინც თქვენს ჭეშმარიტ არსს ხედავს. გეშინიათ, რომ ეს ადამიანი არასწორად გაგიგებენ და თქვენზე მცდარ წარმოდგენას შეიქმნიან. თქვენი უნიკალურობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა ვერ გაუგებს და მიიღებს იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცით მაინც განსხვავდებიან სხვებისგან, ამიტომ არაფერს გამოხატავთ.
  11. ამ ნიღბის არჩევა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ თქვენ სხვებს შინაგან უბრალოებას უმალავთ. თქვენ მარტივი ადამიანი ხართ, რომელიც აფასებს ცხოვრების წვრილ ბედნიერებებს, სწორედ ეს წვრილმანები გაბედნიერებთ. თუმცა, თქვენ არ თვლით, რომ სხვებმა ამის შსახებ უნდა იცოდნენ და, მითუმეტეს, ამ ნიშნით განგსჯიდნენ. სწორედ ამიტომ ხალხში რადიკალურად განსხვავებულად იქცევით, ვიდრე თქვენს ახლობლებთან.
  12. თუ ასეთი ნიღაბი აირჩიეთ, შესაძლოა, თქვენ საკუთარ ენერგეტიკულ ბუნებას მალავდეთ. თამამად შეიძლება ბედნიერი ადამიანი გეწოდოთ – თქვენ მოგწონთ მხიარულება, თამაში და ხუმრობა. თუმცა, ბუნებრივად მხოლოდ მეგობრებისა და ახლობლების წრეში იქცევით. სხვა დანარჩენს ისეთ ადამიანად ევლინებით, რომელიც სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს.