Connect with us

ტესტები

აირჩიეთ მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლის ჟღერადობაც ყველაზე მეტად მოგწონთ და თქვენი სულის მუსიკის შესახებ გაიგეთ

ითვლება, რომ თითოეულ სულში საკუთარი მუსიკა ჟღერს. არსებობენ ადამიანები, რომელთა სულების ხმაც ერთმანეთს ჰგავს და ამბობენ, რომ ისინი ნამდვილად ერთმანეთთან ახლოს არიან.

დღეს გასაოცარ და ძალიან ლამაზს ტესტს გთავაზობთ, რომელიც თქვენი სულის ჭეშმარიტი მუსიკის გამოცნობაში დაგეხმარებათ.

ტესტი განწყობას ნამდვილად აგიმაღლებთ და შთაგაგონებთ!

ეს უბრალო ტესტი არაა, არამედ სუფთა ჰაერის ყლუპი!

უბრალოდ აირჩიეთ მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლის ჟღერადობაც ყველაზე მეტად მოგწონთ.

1. თუ თქვენ აირჩიეთ ვიოლინო

თქვენ იისფერი სული გაქვთ. ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა. ეს ძალიან მგრძნობიარე და დაუცველი სულია. ასეთი სულის მქონე ადამიანი წარმოუდგენლად კეთილი და თანამგრძნობიარეა. ის სხვებისთვის ხშირად ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ საკუთარი თავი სრულად ავიწყდება.

იისფერი სულის მთავარი თვისება სინაზეა. ასეთი სულის მქონე ადამიანმა მის შესახებ უფრო მეტი რამ იცის, ვიდრე სხვამ. ის სინაზეს ყველაფრის მიმართ გრძნობს, რაც უყვარს.

მათ, ვისაც იისფერი სული აქვთ, წინასწარმეტყველების უნარი გააჩნიათ, მაშინაც კი, თუ თავად ამას ვერ ამჩნევენ. თუ კარგად ეცდებით, შეძლებთ ცხოვრების რამდენიმე შემთხვევის გახსენებას, როცა მომავალს „გრძნობდით“.

2. თუ თქვენ აირჩიეთ ფორტეპიანო

თქვენ ყვითელი სული გაქვთ. მზის ფერის სული, ისეთივე თბილი და გულუხვი. თქვენში თავად ცხოვრებაა! ასეთი ადამიანი ხშირად ძალიან ემოციურია, მაგრამ ასაკთან ერთად საკუთარი ემოციების დამალვას ცდილობს. მის გვერდით ყოფნა წარმოუდგენლად კომფორტულია. თითქოსდა სხვებისთვის კომფორტს თავად ქმნის.

ასეთი სულის მქონე ადამიანი მზეს ნამდვილად ჰგავს. ის თავის სინათლეს სხვებს გულუხვად უზიარებს, თუმცა შეიძლება ფეთქებადი იყოს და თავისი გრძნობების ნაპერწკლებით სხვები დაწვას.

მათ, ვისაც ყვითელი სული აქვთ, შესანიშნავი ლიდერები, მასწავლებლები და ექიმები არიან. ხალხი მათკენ მიილტვის, რადგან ბუნებით მკურნალები არიან. მათი მოწოდებაა ირგვლივ ყველაფერი საკუთარი სინათლით გაანათონ და გაათბონ.

3. თუ თქვენ აირჩიეთ ფლეიტა

თქვენ მწვანე სული გაქვთ. ახალგაზრდა ფოთლების ფერის სული, რომელიც ქარში შრიალებს. ეს მარადიულად ახალგაზრდა სულია, ბავშვის სული, გულწრფელი და მიმნდობი. ბავშვის სული, რომელიც სამყაროს აღტაცებით უყურებს.

ასეთი სულის მქონე ადამიანი ხშირად ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ძალიან დასამახსოვრებელი ხედვა აქვს. ყველაფერი ახალი და საინტერესო მოსწონს, მუდმივად ოპტიმისტია. ახალგაზრდობაში საკუთარ მიამიტობაზე ხშირად ბრაზდება, მაგრამ წარმოუდგენელი სიჯიუტით ადამიანების ნდობას არ კარგავს.

შემოქმედებითი ბუნების მქონე ადამიანი ხშირად ნიჭიერი მსახიობი, მწერალი, მუსიკოსი და მოცეკვავეა. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ჩვენი მკაცრი სამყარო ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ივიწყებს. თუ გვერდით ასეთი ადამიანი გყავთ, გაუფრთხილდით!

4. თუ თქვენ აირჩიეთ საქსოფონი

თქვენ თეთრი სული გაქვთ, მაგრამ ხომ გახსოვთ, რომ თეთრი ფერი ცისარტყელას 7 ძირითადი ფერის კომბინაციით იქმნება? ასე თეთრი სულის მქონე ადამიანები რამდენიმე განსხვავებულ თვისებას აერთიანებენ.

ძალიან საინტერესო ხალხია. ყოველდღე იმდენად განსხვავებულნი არიან, რომ მათთან კომუნიკაცია სასიამოვნოა. მასთან შეგიძლიათ მთელი ცხოვრება გაატაროთ, მაგრამ ყველა მისი საიდუმლო მაინც ვერ ამოხსნათ.

ამ ხალხს ყველაზე განსხვავებული ცხოვრებისეული გზის არჩევა შეუძლიათ, მაგრამ მათი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო მოვლენებით არის სავსეა. ასეთი ადამიანი ხშირად უყვარდებათ. ამ სულის ნიჭი იღბალია. ასეთ ხალხს ზოგჯერ წარმოუდგენელი გზით უმართლებთ.

5. თუ არც ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი არ მოგწონთ, თქვენი სულის მუსიკა ჯერ კიდევ დაფარულია. გამოდის, სამყაროს ამისთვის ღირებული მიზეზები აქვს!