Connect with us

ტესტები

აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა

ექვსივე კრისტალს კარგად დააკვირდით. როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენი ქვა?

არ აირჩიოთ თქვენი საყვარელი ფერი. აირჩიეთ ქვა, რომელიც ამ მომენტში ყველაზე მეტად გიზიდავთ. Alltime.ge გიამბობთ, თუ რას ნიშნავს თქვენი არჩევანი.

სწორი პასუხის მისაღებად საკუთარი თავი არ მოატყუოთ და თითოეული ვარიანტი ყურადღებით განიხილეთ.

№1 ოპალი

ცხოვრებაში თავისუფლებას და სიმშვიდეს ეძებთ. პირდაპირ ახლა გრძნობების დამშვიდება და შინაგანი ხმის მოსმენა გსურთ. ალბათ, ბოლო დროს დიდი სტრესი განიცადეთ და უბრალოდ გათიშვა გსურთ? დარწმუნებული არ ხართ მომავალში და განმარტოება გჭირდებათ, რომ ყველაფერზე კარგად დაფიქრდეთ.

არჩეული ქვა განიშნებთ, რომ თქვენი ხედვა პერიოდულად ყოველდღიური ცხოვრების ბურუსში ეხვევა. სწორედ ამიტომ, გიყვართ, როცა აღსადგენად დრო გაქვთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც რიგზე არაა. უბრალოდ დრო გჭირდებათ, რომ ემოციებსა და სიტუაციაში გაერკვიოთ.

ახალ წელს ცხოვრების შეცვლის შანსი იზრდება, ამიტომ გამონახეთ დრო, რომ დაფიქრდეთ მიზნებსა და იმაზე, რაც პოზიტივით გმუხტავთ. თუ სასურველის მიღწევა გსურთ, ასეთი აზროვნება დაგეხმარებათ უფრო მიზანდასახული ადამიანი გახდეთ.

კიდევ ერთი მომენტი. თქვენი ცისფერი ქვა აირჩიეთ, რაც ნიშნავს, რომ თქვენში ბევრი ნათელი და სულიერი ფიქრებია. გულის სიღრმეში სამყაროს „მეორე მხარესთან“ კავშირს გრძნობთ. უახლოესი 2 თვე სამყაროსთან უფრო ახლო კონტაქტი დაამყარეთ. ის აუცილებელ რეკომენდაციებს და ყველა კითხვაზე პასუხს მოგცემთ.

№2 მწვანე მალაქიტი

თუ ამ ქვამ მიგიზიდათ, ახლა ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების პერიოდს გადიხართ. გსურთ უფრო პრაქტიკული გახდეთ, ცხოვრების და მუშაობის მეთოდი შეცვალოთ, მაგრამ ამისთვის ღრმა დონეზე შეცვლა მოგიწევთ. საქმე ეხება სულიერ ევოლუციას, ენერგეტიკული „ზვავის“ დაშლას და წარსული გამოცდილებიდან გათავისუფლებას. წარსული წარსულში უნდა დატოვოთ.

უფრო ბრძენი ხდებით და თავად „სწავლის პროცესი“ საკუთარი თავის დაფასებას გასწავლით. ზოგჯერ შფოთვას განიცდით, მაგრამ ასეთ მომენტებში საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ, რომ გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიიღეთ და ის თქვენს შინაგან მისწრაფებებს შეესაბამება.

პირდაპირ ახლა აუცილებელი ცვლილებების კიდევ ერთხელ აღიარება მოგიწევთ. და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გზის იმ ნაწილის პოვნას, სადაც გზა „მოჭრილია“.

მალაქიტი კეთილდღეობის და სიუხვის ქვაა. მისი არჩევა ნიშნავს, რომ ახლა სიმდიდრის და წარმატების ძებნას იწყებთ. შესაძლოა, თქვენი არჩევანი დამანგრეველი რომანტიკული ურთიერთობის დასრულებას უკავშირდებოდეს. პირდაპირ ახლა წმინდა სიყვარულის აყვავება გელოდებათ.

ამ ქვის არჩევით სამყაროს გაუცნობიერებლად ეუბნებით: „მზად ვარ წარმატებისთვის. მზად ვარ წარსულ ნეგატივზე უარი ვთქვა. ცხოვრებაში ვნება მჭირდება“.

№3 მზის ქვა

თუ ამ ქვამ მიგიზიდათ, პირდაპირ ახლა მომავალს ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად გაყურებთ. მზის ძალა თქვენს სხეულს ენერგიით ავსებს. ქუჩაში დროის გატარება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შიშისა და სტრესის დაძლევა გიყვართ.

მზის ქვა წარმატების მომასწავებელია. ჩვეულებრივ, მისი არჩევანი მიგითითებთ, რომ მალე ბედის ხაზზე დადებითი ცვლილებები გელოდებათ.

წარმოიდგინეთ, თითქოს დილით გაიღვიძეთ და პირველი ემოცია, რომელსაც განიცდით, სიხარულია. წმინდა სიხარული, რადგან საკუთარი სუნთქვის და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაკონტროლება შეგიძლიათ.

აცნობიერებთ, თუ რა არის სიხარული საწყის დონეზე. ეს კი გაძლევთ გაგებას: სინამდვილეში არანაირი პრობლემა არ არსებობს. როგორც მინიმუმ, თქვენი თავის საზღვრებს მიღმა. იცით, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად საკმარისი ძალა გაქვთ.

თუ ასეთი დილა თქვენს ცხოვრებაში ჯერ კიდევ არ დადგა, უახლოეს მომავალში აუცილებლად დადგება.

№4 ობსიდიანის ქვა

ეს დასრულების ქვაა და მისი არჩევანით ქვეცნობიერი გეუბნებათ: „მზად ვარ ნეგატიური ჩვევებისგან გავთავისუფლდე და ბედნიერი ვიყო“. უფრო მიწიერი ხდებით და ამჩნევთ ადამიანებს, რომელთაც რაღაცაში უფრო გაუმართლათ, ვიდრე თქვენ და მათ, ვისაც ნაკლებად გაუმართლათ.

ახლა სხვებთან მიმართებაში უფრო ბრძენი და ყურადღებიანი ხართ. აცნობიერებთ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური ისტორიაა.

შური წარსულში რჩება: ხვდებით, რომ ყველას საკუთარი პრობლემები აქვს, თუმცა უმეტესობას ურჩევნია, რომ სხვებს არ აჩვენოს.

თქვენ ხართ ის, რასაც გრძნობთ. ეჭვიანობა, განცდა, რომ გატყუებენ. ეს ემოციები თქვენს ნერვულ სისტემას წამლავს და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მატერიალური და სულიერი სიღარიბის დაღმავალ სპირალში ჩაუშვან. პირდაპირ ახლა ხვდებით, რომ ტკივილი უბრალოდ ტკივილია. თქვენს სისტემაში ენერგეტიკული ბლოკები სწრაფად ქრება.

როგორც იქნა, საკმარისი ძალა იპოვეთ, რომ ნეგატიური სიტუაციებიდან და ხალხიდან თავი დააღწიოთ. ზოგჯერ მთელი სამყაროს ჩახუტება გსურთ.

ახალ წელს გაშლილი ხელებით რომ შეხვდეთ, პრიორიტეტებს გადახედეთ და გაარკვიეთ, თუ რა უნდა გააკეთოთ და რაზე თქვათ უარი. საკუთარი თავის შეცნობა გააგრძელეთ. ეს დაგიფასდებათ.

№5 გოვლიტი

თუ ამ ქვამ მიგიზიდათ, გამოდის „სხვა სამყაროდან“ შეტყობინება მიიღეთ. ეს შეიძლება ყოფილიყო სიზმარი, მკაფიო ფიქრები, ხილვა, განმეორებადი ციფრი ან სიტყვა. ამჟამად, მიმართულებისთვის ინტუიციას იყენებთ.

უნდა ითქვას, რომ მისი მოსმენა და ნდობა ნამდვილად ისწავლეთ. მან იცის, რომ ბევრი ფიქრი საჭირო არაა. ინტუიცია წარმატებისკენ მიმავალი მოკლე გზაა.

ბოლო დროს ძილის პრობლემები გაწუხებთ. შინაგანი შეგრძნება გაწუხებთ, რომლის უგულებელყოფას აგრძელებთ. არაფრის შეცვლას ცდილობთ. უბრალოდ ეს აღიარეთ და დინების მიმართულებით სვლა გააგრძელეთ. ერთ მშვენიერ დღეს თავად იგრძნობთ სულიერ გარღვევას და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ.

უნდა გესმოდეთ, რომ მოგზაურობაში მარტო არ ხართ. კრისტალი გოვლიტი თამამი ოცნების გამო დაგაჯილდოებთ და ახალ დონეზე აგიყვანთ. უახლოეს მომავალში შეგიძლიათ ყველაზე დიდ მიღწევებზე თამამად იოცნებოთ.

პ.ს გოვლიტი მფარველობს მათ, ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობს ან უკვე ორსულადაა. ამ ქვის არჩევა ძლიერი, ჯანმრთელი ბავშვის მომასწავებელია.

№6 დალმატინ ჯასპერი

ახლა დროა ცხოვრებაში ცოტა იუმორი და გართობა შემოიტანოთ. თუ ეს კრისტალი აირჩიეთ, შინაგანი ხმა ყვირის: „კიდევ ერთხელ ითამაშე, კიდევ ერთხელ. მოდუნდი!“ შესაძლოა, ბოლო დროს ცოტა მღელვარებას ან იმედგაცრუებას გრძნობდით.

კრისტალი შეგახსენებთ, რომ ჩვენ ფიზიკურ გარსში გახვეული სულიერი არსება ვართ. ამ პლანეტაზე გასატარებლად ბევრი დრო არ გვაქვს. მოდით, ამ მოგზაურობით ვისიამოვნოთ!

ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც იუმორის გრძნობა არ დაკარგოთ – თუ თქვენთვის არა, თქვენი ახლობლების გულისთვის მაინც. იუმორის გრძნობა თქვენი ყველაფერია. ეს ის „წებოა“, რომელიც ოჯახთან და მეგობრებთან გაკავშირებთ. ის ნებისმიერი სირთულის გამკლავებაში დაგეხმარებათ. ის სამყაროს სიგნალს გიგზავნით.

Advertisement
კულინარია2 hours ago

მოსახერხებელი მეთოდი, როგორ მოვხარშოთ ჭარხალი სალათებისთვის

საკითხავი3 hours ago

როგორ მოვიშოროთ დამწვრობა, ჩალურჯება, შეშუპება და ჭრილობა საკვები პროდუქტების დახმარებით

საკითხავი3 hours ago

რატომ უნდა ჩაასხათ ჭურჭლის სარეცხი სითხე უნიტაზში

ჯანმრთელობა3 hours ago

ინტიმური ინფექციები: 7 უხერხული კითხვა, რომლებიც ექიმს თქვენს ნაცვლად დავუსვით

ყვავილები3 hours ago

სად მალავენ გეორგინას ბოლქვებს, რომ არცერთი მათგანი არ დაიკარგოს და დაობდეს

მოდა და სტილი3 hours ago

როგორი სუნი ასდის სიმდიდრეს: 7 ქალური არომატი საქმიანი შეხვედრებისთვის

ჰოროსკოპი19 hours ago

ვინ არის ყველაზე ზარმაცი ზოდიაქოს ნიშანი

მოდა და სტილი20 hours ago

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

თავის მოვლა20 hours ago

სახის მასაჟი გუაშით: 10 წლით გამაახალგაზრდავებელი ჩინური ტექნიკა დღეში მხოლოდ 10 წუთში

მოდა და სტილი20 hours ago

ნივთები, რაზეც ქალმა ფული არ უნდა დაზოგოს, თუ სურს ბედნიერი იყოს

ტესტები4 weeks ago

გაიარეთ ტესტი: აირჩიეთ მაგიური ბურთი და გაიგეთ თქვენი ბედის შესახებ

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ზარდახშა და ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში

ტესტები4 weeks ago

აირჩიეთ ბეჭედი, რომელიც მოგწონთ, და საკუთარი თავი ცოტა უკეთ შეიცანით

ტესტები4 weeks ago

3 რამ, რაც გაზაფხულმა მოგიმზადათ: ტესტი წინასწარმეტყველება

საკითხავი4 weeks ago

მცენარეული ზეთი, მარილი და წიწაკა: რატომ უნდა გამოიყენოთ რეცხვის დროს

საკითხავი4 weeks ago

ვის აქვს ეკლესიაში სეფისკვერის აღების უფლება

სახლი და დიზაინი4 weeks ago

5 სხვადასხვა ქვეყნის მარტივი და მოკრძალებული სახლები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ

ტესტები4 weeks ago

როგორ გავიგოთ უახლესი მომავალი? ტესტი სურათებით გჭირდებათ

ჰოროსკოპი4 weeks ago

რატომ იკარგება და ტყდება ნივთები თქვენს სახლში

ტესტები4 weeks ago

აი, რისი თქმა შეუძლია ცერა თითს პიროვნების შესახებ