ტესტები
აირჩიეთ კარი და გეტყვით, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ცხოვრების ამ ეტაპზე
ცხოვრების ორომტრიალში საკუთარ გრძნობებს იშვიათად ვაანალიზებთ. საქმიანი შეხვედრები, საოჯახო საქმეები, ანგარიშის მომზადება, ნათესავების ნახვა – მიზეზი ყოველთვის გვაქვს, რომ საკუთარ სურვილებზე არ დავფიქრდეთ. ნამდვილი სურვილების დათრგუნვა კარგ შედეგს არასდროს გვაძლევს.
ხშირად ვფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს ილუზიაა, რომელსაც ეშმაკი ტვინი ქმნის, რომ ყოველდღე ეფექტურად იმუშაოთ. ინტუიციის მოტყუება რთულია. ფსიქოლოგიური ტესტი ინტუიციაზე თქვენი ნამდვილი სურვილების გაგებაში დაგეხმარებათ. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, რა გჭირდებათ ცხოვრების ამ ეტაპზე. ტესტი მარტივია. უბრალოდ ერთი კარი დაუფიქრებლად აირჩიეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ.
ტესტი ნახატებით: რა გჭირდებათ ყველაზე მეტად
პირველი კარი
თუ პირველი კარი აირჩიეთ, განმარტოება გაკლიათ. მუდმივად მოვლენების, ხალხის, ფიქრების და ინფორმაციის ბობოქარ ნაკადში ხართ. ამ მოვლენათა მორევიდან რამდენიმე დღით თავის დაძვრენა აუცილებლად გჭირდებათ. ყველა საქმე გადადეთ, ინტერნეტი გათიშეთ და სულიერად დაისვენეთ. არ იფიქროთ, რა მოყვება თქვენს დასვენებას. განმარტოება აუცილებლად გჭირდებათ, რომ საკუთარ თავში გარკვევა შეძლოთ.
მეორე კარი
თუ მეორე კარი აირჩიეთ, რომანტიკა გაკლიათ. ეს შეიძლება იყოს სერენადა ფანჯრის ქვეშ, სანთლის შუქზე პაემანი, სიურპრიზი საყვარელი ადამიანისგან. ყოველდღიურობაში რომანტიკისთვის დროის პოვნა რთულია, მაგრამ აუცილებელია. ჯერ შეყვარებულს მიანიშნეთ, შემდეგ თქვენი სურვილების შესახებ პირდაპირ უთხარით.
მესამე კარი
მესამე კარის არჩევა ნიშნავს, რომ სტაბილურობა გჭირდებათ. საქმეებში იმდენად ჩაფლული ხართ, რომ თქვენი ნერვული სისტემა გადაიწვა. ახლო მომავალში დარწმუნებული არ ხართ, რადგან მყარი საფუძველი გაკლიათ. ზედმეტი საქმეები მოიშორეთ და საქმეები მოაწესრიგეთ. თავდაჯერებული რომ იყოთ, საყრდენი გჭირდებათ.
მეოთხე კარი
მეოთხე კარი ნიშნავს, რომ დაიღალეთ თავის მოჩვენებით, თითქოს ძლიერი პიროვნება ხართ. საჯაროდ რკინის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ სახლში გამოფიტული მიდიხართ. ცრემლებს სხვებს უმალავთ და ფიქრობთ, რომ ყველა დაბრკოლება გაძლიერებთ. სისუსტე ძალაა და არა ნაკლი. ახლობლებს უფლება მიეცით, რომ მხარი დაგიჭირონ და გითანაგრძნონ.
ჭეშმარიტ სურვილებს მოუსმინეთ, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიცნოთ და ბედნიერი გახდეთ. ასე გაძლიერდებით და მეტის გაკეთებას შეძლებთ.