Connect with us

ჯანმრთელობა

აბზინდა თქვენს სხეულს პარაზიტებისგან ბოლომდე გაწმენდს, დაამარცხებს უძილობას, ნერვულ დაავადებებს და დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

აბზინდით მკურნალობა ყველა სახის მავნე ორგანიზმს (ეს არის სხვადასხვა სახის ტრიქომონასი, ქლამიდა, ჰერპესი, კანდიდა, ლამბლიოზი), უძილობას, ნერვულ დაავადებას მოგაშორებთ და ნივთიერებათა ცვლას აღადგენს, შედეგად ჭარბი წონა გაქრება.

აბზინდით თერაპია თითქმის ყველა ანთებით პროცესს აქრობს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და სასქესო გზები დაზიანებულია.

აბზინდას გინეკოლოგიური დაავადების, პროსტატის, ურეთრიტის, კანის დაავადების, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, პანკრეასის, თირკმლების და სხვა დაავადების დროს იღებენ. სასარგებლოა ძაღლების და კატების მფლობელებისთვის.

მზა, ხმელი აბზინდა ხელებით დაფშვენით და გაცერით. გაცრილი აბზინდა მშრალი სახით გადაყლაპეთ, გაუცრელი კი ოყნის, თვალში, ყურსა და ენაში ჩასაწვეთებლად და შესასხურებლად ნაყენების მოსამზადებლად გამოიყენეთ.

ერთი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად 100 გრ ხმელი აბზინდა საკმარისია. აბზინდის კურის 7 დღეს მოიცავს.

პირველი სამი დღე ყოველ 2-2,5 საათში მწიკვი ხმელი აბზინდა საკვების მიღების მიუხედავად მიიღეთ. მწიკვი (არც ძალიან პატარა) აბზინდა პირში ჩაიდეთ, ნერწყვით დაასველეთ და გადაყლაპეთ. წყალი დააყოლეთ.

შემდეგი 4 დღე დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ.

გაწმენდის პროცესში მთელი ორგანიზმში ჩაერთვება, მნიშვნელოვანია, რომ აბზინდას მიღების დროს შესვენებები 2,5 საათს არ აჭარბებდეს.

ეს სამი დღე დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ, ღამით შესვენება გააკეთეთ.

აბზინდით თერაპიის დროს მკაცრი დიეტა დაიცავით.

აბსოლუტურად გამორიცხეთ:

  • ყველა ცხოველური და თევზიანი საკვები
  • ყველა რძის პროდუქტი, კვერცხი.
  • საკონდიტრო ნაწარმი
  • სპირტიანი სასმელები არ მიიღოთ და მოწევა შეწყვიტეთ.
  • თამბაქოს მოწევის დროს თერაპია ეფექტს 1/3-მდე კარგავს.

ამ დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ: ხილი, ბოსტნეული, კაკალი, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, კარტოფილი.

პური 2-3 ნაჭერით შეზღუდეთ, ამასთან არა ახალი, არამედ გამომშრალი პური გამოიყენეთ.

თერაპიის დროს შეიძლება ძლიერი სისუსტე და მორიგეობით არსებული ან ფარული უსიამოვნების გამწვავება იგრძნოთ.

დროებით შეიძლება სახსრების ტკივილი ან გვერდების სპაზმი იგრძნოთ. ეს ღრმა გაწმენდაზე მიუთითებს.

თუ დიდი ქვები დაიძვრება, მწვავე ტკივილს იგრძნობთ – სისხლძარღვების გამაფართოებელი დალიეთ (2 აბი ნოშპა ან 1 აბი პაპავერინი). ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ შეისხათ – დილას და საღამოს. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ საშარდე გზების ინფექციების ნიშნები არ შემცირდება.

შემდეგ აბზინდით პროფილაქტიკა წელიწადში ორჯერ ჩაიტარეთ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

აბზინდის თერაპია უკუჩვენებულია ორსული ქალებისა და ცოტა სისხლის მქონე ადამიანებისთვის.