თავის მოვლა
№2 და №3 ნიღბების ყოველდღიური გამოყენებიდან მცირე დროში ასაკობრივი ლაქები ბოლომდე გაქრა, ნაოჭები კი საგრძნობლად შემცირდა
კანის ცვლილებები დაბერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშნად ითვლება. ასაკის დამადასტურებელი ნიშნებია ნაოჭები, ჩამოწელილი კანი, პიგმენტური ლაქები, გაფართოებული ფორები (აუცილებელი არაა შავი წერტილები) და არათანაბარი კანის ფერი.
ასაკობრივი ლაქები ესთეტიკურ ნაკლსაც წარმოადგენს, რომელიც ქალებში კომპლექსს იწვევს. ის შეიძლება იყოს მზის მოქმედების, ორსულობის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების, სტრესის, თანდაყოლილი პრობლემის და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების შედეგი.
დღეს სახის ეფექტურ ნიღბებს გიზიარებთ, რომელიც აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა პიგმენტაცია და სიწითლე, ასევე კანის ზედაპირს გაასწორებს. ნიღბები ხელმისაწვდომი ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. მთავარია – რეგულარულად გაიკეთოთ.
ასაკობრივი ლაქები სახეზე
1. სტაფილო – კვერცხის ნიღაბი
მცირე ზომის სტაფილო გახეხეთ. 1 კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ და მას 1 ჩ/კ გახეხილი სტაფილო დაუმატეთ. კარგად აურიეთ. სუფთა სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე ნაზი, მასაჟური მოძრაობით წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. კანზე თხელ ფენად დამატენიანებელი კრემი ან ნუშის ზეთი წაისვით.
თუ ძლიერ გამოხატული პიგმენტაცია გაქვთ, ნიღაბი ყოველდღე, 10 დღის განმავლობაში გაიკეთეთ. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კვირაში 2-3-ჯერ გამოყენება გააგრძელეთ. 1 თვეში ლაქა გაქრება, თავად კანი დაჭიმული, ფერი კი ერთგვაროვანი გახდება. არ ინერვიულოთ, სტაფილო სახეს არ შეგიღებავთ.
2. ოხრახუშის ნიღაბი
სახის კარგი ფერის მისაღებად ყოველდღიურ რაციონში ოხრახუში ჩართეთ. ასევე შეგიძლიათ გარედან გამოიყენოთ. ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად 1 ჩ/კ დაქუცმაცებული ახალი ოხრახუშის ფოთლები 1 ჩ/კ ლიმონის წვენს და 1 ჩ/კ შვრიის ფქვილს დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ნარევი კანზე ძალიან ნაზად წაისვით, 20 წუთით გაიჩერეთ და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. დამატენიანებელი კრემი წაისვით. სჯობს ნიღაბი საღამოს გაიკეთოთ, რადგან ლიფტინგის და მათეთრებელი ეფექტის გარდა, კანს კვებას და მას ხავედროვანს ხდის. ნიღაბი შეგიძლიათ ყოველ მეორე დღეს გაიკეთოთ, თუ ცხიმიანი ან ნორმალური კანი გაქვთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღბის გაკეთება საკმარისი იქნება.
3. ბანანის ნიღაბი
ბანანის პიურე სახეზე 20—30 წუთით გაიჩერეთ. ცივი წყლით ჩამოიბანეთ. დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი აუცილებლად წაისვით. ბანანი მსუბუქი პილინგის სახით მოქმედებს – მკვდარ უჯრედებს გაშორებთ და პიგმენტურ ლაქებს აქრობს. სწორედ ამიტომ გირჩევთ, სახეზე სპირტის ან მჟავის შემცველი საშუალება არ გამოიყენოთ, როცა ბანანის ნიღაბს წაისვამთ.
ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთეთ. კანი ერთგვაროვანი, გლუვი და დასვენებული გახდება. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბს შეგიძლიათ ნატურალური არაჟანი დაუმატოთ.
4. ბადრიჯნის ნიღაბი
ბოსტნეულის სეზონზე გირჩევთ ბადრიჯნის ნიღაბი გამოცადოთ. ახალ დაწურულ ბადრიჯნის წვენში (ან ბადრიჯნის პიურეში) მარლა დაასველეთ და სახეზე 20 წუთით დაიდეთ. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ნიღაბი ყოველდღე გაიკეთეთ. 3 კვირის განმავლობაში მიიღეთ და ლაქა გაქრება.
თითოეული ნიღაბი სცადეთ და თქვენთვის შესაფერი იპოვეთ. რეგულარული გამოყენების შემდეგ ასაკობრივ ლაქებს დაივიწყებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.