Connect with us

ყვავილები

ჰუმანური მეთოდები, როგორ მოიშოროთ თხუნელები ბოსტნიდან

გაზაფხულო ახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ სააგარაკო სეზონი იწყება. მებაღე–მებოსტნეები უკვე ფიქრობენ, როგორ დაიცვან მცენარეები და ყვავილები სხვადასხვა მავნებლისგან. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ თხუნელები აგარაკიდან. რამდენიმე ეფექტური, რაც მთავარია, ჰუმანური მეთოდი არსებობს.

თხუნელები აგარაკზე

თხუნელები ბოსტანში ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემაა. ის დაუპატიჟებლად მოდის და საკუთარი წესების დაწესებას ცდილობს. ამ თემაზე ბევრი რჩევა არსებობს, მაგრამ ყველა ეფექტური არაა.

მულტფილმებსა და ზღაპრებში თხუნელა საყვარელი და უვნებელი ცხოველია. სინამდვილეში, ასე არაა. სახიფათო მავნებელია, რომელიც კვლებს და მწვანე საფარს აზიანებს. მიწისქვეშ გვირაბების ქსელს ქმნის და მასში მარტივად გადაადგილდება.

მთავარი პრობლემა სწორედ ეს გვირაბებია. თხუნელა მათში სწრაფად მოძრაობს და მისი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. თუმცა შეგიძლიათ თქვენს ბოსტანში დაბრუნების სურვილი დაუკარგოთ. მოქმედება ახლავე დაიწყეთ.

ამბობენ, რომ თხუნელა სხვა მღრღნელების მსგავსად ზამთარში იძინებს. ასე არაა, უფრო ზარმაცდება, მაგრამ არ იძინებს, გვირაბებში მოძრაობას. სხვათა შორის, იქ საკუთარი საკუჭნაოც აქვს. ახლა ბაღიდან მათ მოსაშორებლად საუკეთესო დროა.

რატომ არის თხუნელა მავნებელი

თხუნელას კარგად მოვლილი ბაღი უყვარს. ნეშომპალით სავსე ტენიან მიწაზე გიჟდება. დილით ადრე იკვებება, ამიტომ საღამოს დალაგებული ბაღი დილით შეიძლება თხუნელას ბორცვებით სავსე დაგხვდეთ.

ერთი შეხედვით, თხუნელას მიწისქვეშა გვირაბები საფრთხეს არ შეიცავს. თუმცა მათში გადაადგილებისას თხუნელა მცენარის ფესვებს აზიანებს და მათ კვდომას იწვევს. მას სარგებელიც მოაქვს, ვინაიდან ჭიაყელების გარდა მიირთმევს მწერებს, რომლებიც მცენარეებისთვის სახიფათოა. თუ სადღაც ერთი თხუნელა დაინახეთ, იცოდეთ, იქ სხვებიც გამოჩნდებიან. ასე ბაღი თხუნელების თავშესაფარი შეიძლება გახდეს.

ეფექტური მეთოდები

თხუნელასთან ბრძოლისას მოთმინება გჭირდებათ. თხუნელა ბრძოლის მეთოდს სწრაფად ეგუება, ხაფანგებს გვერდს უვლის. ვიბრაცია და ხმაური გავრცელებული ბრძოლის მეთოდებია.

მაგალითად, ნაკვეთზე რამდენიმე ადგილას ჯოხები ჩაარჭეთ და ცარიელი თუნუქის ქილები ჩამოაცვით. ნიავის დაბერვისას ქილები დატრიალდება და ახმაურდება. თხუნელას ეს ხმაური არ მოსწონს და გარბის. ქილები პრევენციისთვის დატოვეთ, რომ მღრღნელს დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდეს.

მეორე მეთოდი მძაფრი სუნებით ბრძოლას გულისხმობს. თხუნელას არ უყვარს ნივრის, პიტნის, რეჰანის და რძიანას სუნი. ცდილობს ასეთ სუნიან ადგილებს მოშორდეს.

რძემჟავა პროდუქტის სუნი განსაკუთრებით არ მოსწონს. თუ ნაკვეთზე თხუნელას სოროები დაინახეთ, შრატში დასველებული სალფეთქებით სოროები ამოავსეთ. თხუნელა მაშინვე გაიქცევა.

ამ მეთოდების გამოყენებით დაუპატიჟებელ სტუმრებს უკან გააბრძანებთ.

Advertisement