Connect with us

ჰოროსკოპი

ჯადოქარი, შეყვარებული თუ სიკვდილი? 2021 წლის პროგნოზი ტაროს კარტით

დღეს გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე ზუსტ პროგნოზს, რომელიც ტაროლოგმა, არსენ გლაზკოვმა მაღალი არკანების ტაროს კარტით შეადგინა. მაღალი არკანები მომავლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გვიჩვენებს.

ვერძი

ტაროს კარტი: სასამართლო

სასამართლო ბალანსის და დამსახურებული ჯილდოს სიმბოლოა, ამიტომ ვერძი გაწეული შრომის შედეგებს დაინახავს და 2021 წელს ნაყოფს აიღებს. უკვე წლის დასაწყისში გადაუჭრელ საკითხებს მოაგვარებთ და ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლდებით, რაც შვებას მოგგვრით. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. ნებისმიერი ნეგატივი დროებითი აღმოჩნდება, პერსპექტივები – გრძელვადიანი, ამიტომ მოკავშირეები და ცხოვრების მეგზური სწორად შეარჩიეთ. ურთიერთობაში სასამართლო შენაძენს ნიშნავს. მარტოხელა ვერძი შეყვარებულს გაიჩენს, ხოლო დაკავებული სტატუს შეიცვლის.

კურო

ტაროს კარტი: იეროფანტი

ეს კანონის, წესრიგის და წესების დაცვის სიმბოლოა. ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი იწყება. სამყარო მშვიდი და ჰარმონიული გახდება. ძლიერი მხარდაჭერის მიღებით ნერვიულობა, პანიკა და ზედმეტი მოვალეობების საკუთარ თავზე აღება არ მოგიწევთ. ის, რაც ადრე შფოთვას იწვევდა, ახლა ღიმილით გაიხსენებთ და ამის ფონზე ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, რაც წლის დასაწყისში აქტუალური იქნება. იეროფანტი სამსახურში ბრძენ მფარველს ან ძლიერ სულიერ დამრიგებელს ნიშნავს. თუ რაიმე პრაქტიკით დაკავება დიდი ხანია გსურდათ, ახლა შანსი გაქვთ, მაგრამ ხელიდან არ გაუშვათ – ბედი ორჯერ არ გაგიღიმებთ. სამსახურში დაწინაურებისა და სერიოზული განვითარებისთვის მოემზადეთ.

ტყუპები

ტაროს კარტი: იმპერატორი

იმპერატორი მხარდაჭერის, გეგმების და იდეების განხორციელების, ასევე სიზუსტის და სიცხადის სიმბოლოა. 2021 წელს სამსახურში წინსვლას და პროექტების განხორციელებას შეძლებთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან თავს კომფორტულად იგრძნობთ. კარგი დროა განათლების მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებად. პირად ცხოვრებაში ყურადღების ცენტრში იქნებით, რაც ამპარტავანს გაგხდით.

კირჩხიბი

ტაროს კარტი: შეყვარებული

ეს არკანი გამოცდას ნიშნავს. თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, უფრო მეტი სირთულე და დაბრკოლება შეგხვდებათ. გარე მიზეზების გამო ჩვეულ ცხოვრების წესზე უარი თქვით. თუ ფრთხილად არ იქნებით, სამსახურს დაკარგვათ, რაც ასევე სტაბილური შემოსავლის წყაროს დაკარგვას ნიშნავს. ეს ყველაფერი სხვა სფეროზეც გავლენას იქონიებს. სიყვარულშიც უსიამოვნებებია მოსალოდნელი: ეჭვები შეგიპყრობთ და სკანდალებს მოაწყობთ. შედეგად, ჭრილობების დიდხანს მოშუშება მოგიწევთ. გულს ენდეთ და რესურსებს გაუფრთხილდით.

ლომი

ტაროს კარტი: სიკვდილი

ამ კარტის ამოსვლის არ შეგეშინდეთ, მას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და სრულ განახლებას ნიშნავს. ყველაფერი ძველის მოშორებას შეძლებთ. მტანჯველ კითხვებს პასუხს იპოვით. სასიყვარულო ურთიერთობაში ყველაზე მეტს დაკარგავთ. იმ ხალხის მოშორება მოგიწევთ, ვინც ფსკერისკენ გიბიძგებთ. დროა თქვენი ცხოვრებიდან გაუშვათ. ნათელი მომავლის არ შეგეშინდეთ. სამსახურში მშვიდი და იძულებითი უმოქმედობის პერიოდი დასრულდება. მოსალოდნელია ხელმძღვანელი პირების შეცვლა და ეს დრო თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენეთ.

ქალწული

ტაროს კარტი: ჯადოქარი

ჯადოქარი ნებისმიერ საქმეში მხარს დაგიჭერთ, თუნდაც თამაშის წესები არ იცოდეთ. დრო, როცა სხვებზე დამოკიდებული იყავით, წარსულს ჩაბარდა. 2021 წელი მოვლენებით სავსე და პროდუქტიული იქნება. სურვილები ჩამოწერეთ და ასრულების შემდეგ თითო–თითო გადახაზეთ. ნებისმიერი სიტუაციის და ხალხის გაკონტროლების შანსი გაქვთ. ძალაუფლება დელიკატურად გამოიყენეთ, თუ არადა პირად ცხოვრებაში პრობლემები გარდაუვალია. ძლიერი მამაკაცები გიზიდავთ, მათ კი აშკარა მანიპულაცია არ მოსწონთ. თუ არ გსურთ, რომ ახალი პარტნიორი ეძებოთ ან ძველის წინაშე ცოდვები მოინანიოთ, უფრო მოზომილად ისაუბრეთ და იმოქმედეთ.

სასწორი

ტაროს კარტი: იმპერატორის მეუღლე

ზომიერი ცხოვრების წესის დატოვება და თამაშში სწრაფად ჩართვა მოგიწევთ. ეს არკინი ბევრ კარგ რამეს მოგცემთ, მაგრამ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდება, რომ ყველაფრის დაჭერა გაგიჭირდებათ. ზეციურ ძალებს ან ინტუიციას ენდეთ, ცუდი არაფერი მოხდება. სამსახურში თავს ზედმეტად ნუ დაიტვირთავთ და ენერგია მაქსიმალურად მსუბუქ საქმისკენ მიმართეთ. შემოქმედებით სფეროში საქმიანობა დიდ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ. პოზიტიური ენერგიის მისაღებად შემოქმედებით ადამიანებთან იკონტაქტეთ.

მორიელი

ტაროს კარტი: ძალაუფლება

თქვენ სწორ გზას ადგახართ. უკვე გამოცდებს გაუმკლავდით და ახლა გლობალური ცვლილებებისთვის რეალური ძალაუფლება გაქვთ. სამსახურში ისეთი პროექტები გამოჩნდება, რომლებზეც ადრე ვერც კი იფიქრებდით. თუ დროს სწორად გამოიყენებთ და საჭირო ხალხთან კონტაქტს დაამყარებთ, გასაოცარ შედეგებს მიაღწევთ. ბევრი ეცდება გაცდუნოთ და გზა გაგიმრუდონ, მაგრამ მათ არ მოუსმინოთ. სიყვარულშიც ყველაფერს დამსახურებულად მიიღებთ.

მშვილდოსანი

ტაროს კარტი: სამყარო

2021 წელს პრინციპულად ახალ წოდებას მიიღებთ, რაც თქვენი ცხოვრების ხარისხსაც შეეხება. ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, ღირებულებებს ძირეულად გადახედავთ და სულ სხვა ადამიანი გახდებით. ეს პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, ჯანმრთელობაზე და რწმენაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს. არაფერმა შეგაშინოთ, თუმცა მოულოდნელ ან სამწუხარო სიტუაციაშიც ახალი შესაძლებლობის შანსი დაინახეთ, რაც საკმაოდ ბევრი იქნება.

თხის რქა

ტაროს კარტი: მასხარა

ეს არკანი ქაოსს გპირდებათ და ამისთვის მზად არ ხართ. თავიდან ეცდებით ყველაფერი კარგი მეთოდებით დაალაგოთ, შემდეგ ცუდ მეთოდებზე, ბოლოს ნებისმიერი გზით მოწესრიგებას ეცდებით. გირჩევთ, დახურულ კართან დროის დაკარგვა შეწყვიტოთ, ამის ნაცვლად ღია კარში შედით ან ფანჯარაში შეიხედეთ. პირად ცხოვრებაშიც გლობალური ცვლილებები გელოდებათ, მოსალოდნელია იდეალების დამსხვრევა. ვარდისფერი სათვალე გაგიტყდებათ და ტირილს გაიძულებთ. საყვარელი ადამიანი ძლიერ გაწყენინებთ – აპატიებთ თუ არა, თავად უნდა გადაწყვიტოთ. ობიექტურად დაფიქრდით და ემოციები მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეთ. ახალი ცხოვრებით ისიამოვნეთ და არაფერზე ინანოთ.

მერწყული

ტაროს კარტი: ვარსკვლავი

2021 წელს თქვენი მთავარი მიზანი ნდობაზე დაფუძნებული და გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნაა. ვარსკვლავი გზას გაგინათებთ. თუ არ ენდობით, ბედი მიგატოვებთ და სიბნელეში გზის გაკვალვა მარტოს მოგიწევთ. ზეციურ ნიშნებს ან შინაგან ხმას მოუსმინეთ. ბედნიერების ჩრდილიც არ დარჩება, თუ ეცდებით ყველაფერი თავად გააკონტროლოთ. სასიყვარულო საქმეებში საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, მოსალოდნელია საოცნებო მამაკაცთან შეხვედრა. ოღონდ მოვლენები არ დააჩქაროთ, როცა მას შეხვდებით. ასე შეიძლება შეეშინდეს და გაიქცეს. მეორე მსგავსი შანსი აღარ გექნებათ.

თევზები

ტაროს კარტი: ქურუმი

ამ არკანს ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი ბრძენი ქალისგან მოულოდნელ დახმარებას ნიშნავს, მეორე კი საიდუმლოს. საიდუმლო პირად ცხოვრებასთან ან ჯანმრთელობასთან იქნება კავშირში. შემოდგომამდე წინათგრძნობა და უცნაური შფოთვა შეგაწუხებთ, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობასთან იქნება დაკავშირებული. მისი სულელური ქცევა დაეჭვებას და სკანდალების მოწყობას გაიძულებთ. თავი აკონტროლეთ და ღირსება არ დაკარგოთ. სამსახურში ბრძენი ქალი გამოჩნდება კოლეგის ან ნათესავის სახით, რომელსაც ენდობით. მასთან კავშირი არ გაწყვიტოთ, ურთიერთობისას დეტალებს ყურადღება მიაქციეთ. ასე უფრო მეტს ისწავლით, ვიდრე მხოლოდ სიტყვებით.