თავის მოვლა
ჯადოსნური ძმარი: როგორ გამოვიყენოთ თმის მოვლაში
ალბათ, ყველას აქვს სახლში სუფრის ძმარი, რომელსაც, ძირითადად, კერძების მოსამზადებლად ვიყენებთ. ახლა შეგიძლიათ ძმარი სააბაზანოში გამოიყენოთ, რადგან მას თმისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ქავილი და თმის მტვრევადობა აწუხებს.
ძმრის გამოყენების დადებითი მხარეები
თავის კანს ღრმად წმენდს
სტაილინგის, სილიკონის საშუალებების და უსულფატო შამპუნების მოყვარულებისთვის რუტინაში ვაშლის ძმრის დამატება შესანიშნავი იდეაა. მასში შედის ძმრის მჟავა, რომელსაც ღრმა წმენდის შამპუნებს ხშირად უმატებენ. ძმარი დაგროვების (რამდენიმე საშუალების დარჩენილი ფენა) მოშორებაში დაგეხმარებათ და თავის კანს ნამდვილად გაასუფთავებს.
თმის ზრდას დააჩქარებს
ძმარი სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და თმის ზრდას დააჩქარებს. თუ უკვე დიდი ხანია გრძელ თმაზე ოცნებობთ, თავი ხშირად დაიმასაჟეთ და ამ რიტუალში ძმრის მჟავა ჩართეთ.
თმას გლუვს ხდის
თუ თქვენი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურება, მუდმივად იხვევა და შესაგრძნებად უხეშია, გამოდის მას მაღალი ph ბალანსი აქვს. ვაშლის ძმარი ph ბალანსს შეამცირებს, რის ხარჯზეც თმა უფრო გლუვი გახდება როგორც ვიზუალურად, ასევე შესაგრძნებად.
ქავილს და ქერტლს აქრობს
ძმარს ხშირად იყენებენ, როგორ დეზინფექტორს, რადგან ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ამ შემთხვევაში თავის კანს კარგად წმენდს, რის შემდეგ ქავილი და ქერტლი ქრება.
რა უნდა გახსოვდეთ
როგორც ნებისმიერი სხვა საშუალების შემთხვევაში, ძმარი თმაზე დიდხანს არ გაიჩეროთ – 3-5 წუთი საკმარისია. უკიდურეს შემთხვევაში ამით სჯობს დაიწყოთ. თუ ხვდებით, რომ თავის კანი და თმა ძმარზე კარგად რეაგირებს, შეგიძლიათ ცოტა დიდხანს გაიჩეროთ.
როგორ გამოვიყენოთ:
- რამდენიმე სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი წყალს აურიეთ.
- მიღებული ნარევი შამპუნის და კონდიციონერის გამოყენების შემდეგ თმაზე და თავის კანზე წაისვით.
- რამდენიმე წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
ზოგიერთი ძმარს და წყალს თანაბარი პროპორციით ურევს და პულვერიზატორში ასხამს, რომ თმაზე მისი განაწილება მოხერხებულად შეძლოს. აუცილებელი არაა კონკრეტულად ვაშლის ძმარი გამოიყენოთ, შეგიძლიათ სხვა ძმარი აიღოთ.