Connect with us

ჰოროსკოპი

ჯადოსნური სარკისებრი პარასკევი 05.05. როგორ გავატაროთ ეს დღე წარმატების კუდით დასაჭერად

ეზოთერიკოსები ზეიმობენ! 2023 წლის 5 მაისს მთვარის დაბნელება მორიგ სარკისებრ თარიღს ემთხვევა. გამოდის, რომ ჯადოსნური დღის ძალა ორმაგდება, ხოლო წარმატების კუდით დაჭერის და სანუკვარი სურვილების ასრულების შანსი იზრდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის და როგორ გაატაროთ ჯადოსნური პარასკევი.

2023 წლის 5 მაისი, მთვარის დაბნელება

05.05 თარიღია, რომელშიც ორი ხუთიანია დაშიფრული. ნუმეროლოგიის თვალსაზრისით, ძლიერი ციფრია. ხალხს ყოველთვის პოზიტიურ ემოციებს და კარგ ენერგიას არ ჩუქნის. ხუთიანი სუსტი ნებისყოფის და დისციპლინის არმქონე ხალხს არ იწონებს. მნიშვნელოვანია, 5 მაისი აქტიურად გაატაროთ.

ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ, რადგან ხუთიანის ენერგია გამოსვლას ვერ შეძლებს. ეს ციფრი წარმოადგენს ხუთივე გრძნობას, რაც ადამიანს აქვს. გამოდის, სარკისებრი თარიღი იდეალურია იმისთვის, რომ თითოეული გრძნობით მაქსიმალურად ისიამოვნოთ.

მაგალითად, ბუნებაში პიკნიკზე შეგიძლიათ წახვიდეთ. ასე გემრიელად მიირთმევთ და ირგვლივ გარემოს დააკვირდებით, მის არომატებს შეისუნთქავთ, ბალახებს ან ხეებს ხელით შეეხებით. ტყეში ან წყალთან ახლოს ჩიტების ჭიკჭიკის ან ბაყაყების ყიყინის მოსმენას შეძლებთ. ასეთი სეირნობა სულიერი შევსებისთვის საჭიროა.

2023 წლის 5 მაისი იდეალურია იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის რაღაცის გაკეთება დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული სხვადასხვა სპორტით და დასრულებული სამუშაო პროექტებით.

ბოლო პუნქტი უფრო დეტალურად უნდა განიხილოთ. სამსახურში ახალი საქმე აიღეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძველი უკვე დაასრულეთ. ასე თამამად შეძლებთ საქმე შეასრულოთ პარასკევს, შემდეგ სუფთა სინდისით ახალი დაგეგმოთ.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სარკისებრ თარიღზე

ხშირად ხალხი სარკისებრ თარიღს სურვილის ჩასაფიქრებლად ელოდება. იმედი აქვთ, რომ ასე ოცნების ახდენის შანსს გააორმაგებენ. ეზოთერიკოსები ნამდვილად თვლიან, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებულ რიტუალს შეასრულებთ, სურვილს სწორად ჩაიფიქრებთ და მის ასასრულებლად ძალისხმევას გაიღებთ.

რამდენიმე მეთოდი არსებობს, როგორ უთხრათ სამყაროს, რა გსურთ. უმარტივესი: სარკის წინ დაჯექით, საკუთარ თავს შეხედეთ და 5-ჯერ ხმამაღლა გარკვევით თქვით, რა გსურთ. მნიშვნელოვანია, გვერდით არავინ იყოს. ეს ხომ წმინდა მოქმედებაა! არომატული სანთლები შეგიძლიათ დაანთოთ და ნეიტრალური მუსიკა ჩართოთ, თუ ამ ჯადოსნურ მდგომარეობაში ჩაფლობა გსურთ.

კიდევ ერთი მეთოდი. ძილის წინ სურვილი ქაღალდზე 5-ჯერ დაწერეთ. შემდეგ ქაღალდი 5 ნაწილად გაჭერით და თითოეული ბინაში სხვადასხვა ადგილას შეინახეთ. ერთი აუცილებლად ბალიშის ქვეშ შეინახეთ. დილით ყველა ნაწილი შეკრიბეთ და დაწვით, სურვილი ხმამაღლა თქვით.

გაითვალისწინეთ, რომ ეს იმპულსური სურვილების სია არ უნდა იყოს. კარგად დაფიქრდით, რა გსურთ სინამდვილეში და რისთვის გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ არავის ცუდი არ უნდა უსურვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგიბრუნდებათ.

გირჩევთ, 5 მაისი მშვიდ, მოდუნებულ ატმოსფეროში გაატაროთ. ამ დღეს ვინმესთან კამათს მოერიდეთ. თუ კონფლიქტი მაინც ღვივდება, საკუთარ თავში ძალა იპოვეთ, რომ იგი თავიდან აიცილოთ. თუ ვინმე გაწყენინებთ, პრობლემის სხვა კუთხიდან შეხედვა სცადეთ.

რაღაც კარგზე კონცენტრირდით და ნეგატივი გაუშვით. მაგალითად, გაჭირვებულს ან მაწანწალა ძაღლს დაეხმარეთ. სურვილისამებრ ეკლესიაში წადით და ილოცეთ მათთვის, ვინც ჩვენს გვერდით აღარაა. სამყარო ეხმარება მათ, ვინც ამას იმსახურებს და ვისი აზრებიც სუფთაა. ეს დაიმახსოვრეთ!

Advertisement