Connect with us

საკითხავი

ჯადოსნური ბოთლი, რომელიც ქვაბსა და ტაფას ძველ ცხიმს აშორებს

სამზარეულოში იდეალურად სუფთა ქვაბების ყურება ყოველთვის სასიამოვნოა. ყველაზე მოწესრიგებულ დიასახლისსაც აბსოლუტურად სუფთა ჭურჭელი რჩება მხოლოდ მაშინ, როცა არ იყენებს. თუ პერიოდულად კერძებს ამზადებთ, ქვაბი თანდათან ჭუჭყიანდება. ხან რძე იღვრება, ხან ფაფა იწვება, ხან ცეცხლის ჭვარტლი კვალს ტოვებს. ცოტა ხანში ჩნდება კითხვა: როგორ გავწმინდოთ ქვაბი?

Аlltime.ge–ს რედაქცია ამ კითხვაზე გიპასუხებთ.

როგორ გავწმინდოთ ქვაბი

პირველ რიგში, გაარკვიეთ, რომელი მასალისგან არის დამზადებული ესა თუ ის ქვაბი და შემდეგ წმენდას შეუდექით.

გაითვალისწინეთ:

  1. ანტიმიწვის საფარის მქონე ქვაბი აბრაზიულ საშუალებებს და მჟავებს ვერ იტანს.
  2. მინანქრის ჭურჭელი მჟავე ნივთიერებებზე უარყოფითად მოქმედებს.
  3. ალუმინის ჭურჭლისთვის სოდა და ძლიერი მჟავა შეუფერებელია.
  4. უჟანგავი ფოლადის ქვაბი ძლიერ მჟავებს და აბრაზიულ საშუალებებს ვერ აიტანს.

ქვაბების გაწმენდის მარტივი მეთოდი

ელემენტარული და ნაზი მეთოდი: ქვაბში მდუღარე წყალი ჩაასხით და 1–2 საათით გააჩერეთ. შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით და ღრუბლით გახეხეთ. თუ ქვაბი არ გაირეცხა, უფრო რადიკალური მეთოდი სცადეთ.

საპნიანი ხსნარი

უნივერსალური მეთოდი ქვაბის გასაწმენდად, რომელიც თქვენს ჭურჭელს არ დააზიანებს. ქვაბში წყალი ჩაასხით, ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება დაუმატეთ ან სარეცხი საპონი დაახეხეთ. ქურაზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ღრუბლით ჭუჭყი მოაშორეთ.

ძმარი და სოდა

უჟანგავი ფოლადის და მინანქრის ჭურჭლიდან ნამწვის მოსაშორებლად იდეალურია. ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ, ჭუჭყიან ქვაბში ჩაასხით და 100 გრადუსამდე გააცხელეთ. ქურიდან გადმოდგით და თანდათან სითხეში სოდა გახსენით. ფრთხილად იყავით, რომ შუშხუნა მასა არ გადმოვიდეს. ქვაბს დრო სჭირდება, რომ მიმწვარი საკვები დაიშალოს. ჭუჭყის ნარჩენები სპატულით მოაშორეთ.

ძლიერი საშუალება

სარეცხი საშუალება და დაქუცმაცებული კვერცხის ნაჭუჭი მინანქრის და ალუმინის ქვაბის გასაწმენდად იდეალურია. ჭურჭლის სარეცხი სითხე ცხიმს შლის, ხოლო ნაჭუჭი აბრაზიული საშუალების როლს ასრულებს. ქვაბი საპნიან ხსნარში 1–2 საათით გააჩერეთ. ასე ჭუჭყს ადვილად აფხეკთ.

აქტივირებული ნახშირი

თუ ქვაბში რძის პროდუქტი ჩაგეწვათ, აქტივირებული ნახშირი გამოგადგებათ. ასე ნებისმიერი ჭურჭელი შეგიძლიათ გაწმინდოთ, ანტიმიწვის საფარის მქონეს გარდა. აბები დაფქვით და ქვაბის ძირში ჩაყარეთ, 30 წუთის შემდეგ წყალი დაასხით და ნახევარი საათი მოიცადეთ. შემდეგ ჭუჭყი ჩამორეცხეთ.

ლიმონმჟავა

იდეალურია, როცა ალუმინის ქვაბის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის გაწმენდა გსურთ. ანტიმიწვის საფარი და მინანქარი ასეთი აგრესიული საშუალებით დაზიანდება. მიმწვარი ჭუჭყის მოსაშორებლად წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და 2–3 კოვზი ლიმონმჟავა დაუმატეთ. 20 წუთი მოიცადეთ, შემდეგ ღრუბლით ან სახეხით გაწმინდეთ.

უჟანგავი ფოლადის ქვაბზე მიმწვარი საკვების შემდეგ, თუნდაც კარგად გაწმინდოთ, მუქი ლაქები შეიძლება დარჩეს. ამ შემთხვევაში სააფთიაქო საშუალება, კორვალოლი დაგეხმარებათ. რამდენიმე წვეთი კორვალოლი ქვაბის ზედაპირს წაუსვით და ღრუბლით ფრთხილად გახეხეთ. ლაქა ჯადოსნურად გაქრება. ყველა პროცედურის შემდეგ ქვაბს გამდინარე წყალი გადაავლეთ.

ლიმონმჟავა და ძმარი ჭურჭლის ძირსა და გვერდებს ნაქაფის ნადებსაც იდეალურად აშორებს. მსუბუქ შემთხვევაში, როცა ნადები ძლივს შესამჩნევია, განსაკუთრებით ეფექტურია. რომელი წმენდის მეთოდიც არ უნდა გამოიყენოთ, მთავარია, რომ ჯანმრთელობა არ დააზიანოთ.

უკვე იცით, როგორ გაწმინდოთ ქვაბი. ვიმედოვნებთ, რომ ერთ–ერთი მეთოდი თქვენი სამზარეულოს დამხმარის გადარჩენაში დაგეხმარებათ.

Advertisement