Connect with us

საკითხავი

ხრიკი სარეცხი კაფსულით ხალიჩის იდეალურად გასაწმენდად. ჭუჭყს მარტივად აშორებს

დღეს მთელ ბინაში იატაკზე გაფენილი ხალიჩა იშვიათი შემთხვევაა. ხალიჩების ზომა და რაოდენობა შემცირდა. ამავდროულად, ბევრი სარეცხი საშუალება გამოიგონეს. 40 წლის წინ დიასახლისები ამაზე ვერც იოცნებებდნენ. ყველა ერთნაირად შედეგის მომტანი არაა. ზოგიერთი კვალს ტოვებს, ზოგი ხალიჩის ბეწვებს აწებებს. ხალიჩის გასაწმენდად ბევრ წყალს ვხარჯავთ და შემდეგ თავს ვიმტრევთ ფიქრით, როგორ გავაშროთ.

ხრიკი სარეცხი კაფსულით ხალიჩის გასაწმენდად

Alltime.ge–ს რედაქცია ეფექტურ ხრიკს გიზიარებთ, რომლის დახმარებით ხალიჩას მტვერს და ჭუჭყს მთლიანად მოიშორებთ. გარეგნულად ახალივით იქნება, თითქოს მაღაზიიდან დღეს გამოიტანეთ. მხოლოდ ერთი სარეცხი კაფსულა დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • სარეცხი კაფსულა
  • წყალი
  • ქვაბის ან ტაფის თავსახური
  • რეზინი
  • მიკროფიბრის ჩვარი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. სარეცხი კაფსულა თასში ჩადეთ და მდუღარე წყალი დაასხით, რომ გაიხსნას. კაფსულას ხელთათმანების გარეშე ხელი არ ახლოთ.
  2. მიკროფიბრის ჩვარი მიღებული ხსნარში დაასველეთ და გაწურეთ.
  3. ჩვარი გაშალეთ, თავსახური ზემოდან დაადეთ. ბოლოები თავსახურის სახელურთან რეზინით დაამაგრეთ.
  4. თავსახურის სახელურს ხელი მოკიდეთ და ხალიჩა გაწმინდეთ.
  5. პერიოდულად ჩვარი გარეცხეთ და კვლავ ხსნარში დაასველეთ.

ამ ნარევით ხალიჩის გარდა რბილი ავეჯიც (დივანი, სავარძელი, სკამი) შეგიძლიათ გაწმინდოთ. სარეცხი კაფსულა კონცენტრირებულ და ეფექტურ სარეცხ საშუალებას შეიცავს, ამიტომ ხალიჩას ჭუჭყს ეფექტურად აშორებს. ბონუსად, ხალიჩას სასიამოვნო სურნელი ექნება.

Advertisement