Connect with us

ჯანმრთელობა

ხმაური გულის არეში: სიმპტომები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

რა არის ხმაური გულის არეში? მისი მიზეზი

გული – ეს ერთ-ერთი მთავარია ორგანოა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ნასოსივით მოქმედებს. ის პასუხისმგებელია დანარჩენი ორგანოებისთვის სისხლის მიწოდებაზე.

ამ პროცესის დროს, რომელსაც გულის ციკლი ეწოდება, ხდება ელექტრული, მექანიკური, ხმოვანი მოვლენები, რომელიც დაკავშირებულია სისხლის ნაკადის გულის არეში გატარებასთან, მისი მისია ჰემოდინამიური სტაბილურობის მხარდაჭერა და სხეულისთვის სისხლის მიწოდებაა. ეს ხმები, რომლებიც გულის ხმაურად გვეჩვენება, ბუნებრივი ხმაურია, რომელიც სხვადასხვა სარქველის გახსნითა და დახურვით არის გამოწვეული.

ეს ორი თანმიმდევრული ხმა გულის სარქველის დახურვით არის გამოწვეული. პირველი Lub-Dup მიტრალური და ტრიკუსპიდალური სარქველის დახურვის ხმა არის, მეორე Lub-Dup კი აორტისა და ფილტვის არტერიების დახურვის ხმაა.

რა არის ხმაური გულის არეში?

როდესაც რაიმე სახის ანატომიური ცვლილება ხდება, რომლის დროსაც ბუნებრივი სტრუქტურა იცვლება ან რაიმე სახის ფიზიოლოგიურ ცვლილებასთან გვაქვს სახე. შედეგად ირღვევა ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირება – გულში ხმაური ჩნდება. ეს ხმაური უჩვეულო ხმებია, რომლებიც იმით ხასიათდება, რომ სტვენას გავს. ის შეცვლილ გულის სტრუქტურაში, სისხლის ტურბულენტურად გავლის შემდეგ ჩნდება.

ისინი ყოველთვის პათოლოგიას არ წარმოადგენენ, ზოგიერთ შემთხვევაში გულის ხმაური სრულიად უცოდველი და უპრობლემოა. ამერიკის კარდეოლოგიური ასოციაცია უვნებელ ან ფიზიოლგიურ ხმაურს აღწერს, რომლებიც სისხლის მიმოქცევის სიჩქარის ცვლილების შემდეგ ჩნდება. ეს ხმა ფიზიოლოგიურად იქამდე ჩაითვლება სანამ გულის დაავადებების ან გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდება.

გულის არეში არსებული ხმაურის მიზეზები

ფუნქციონალური ხმაური გულში.
გულისთვის სისხლის ნაკადის აჩქარებულად მიწოდება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:

  • ფიზიკური აქტივობები ან ფიზიკური სავარჯიშოები.
  • ორსულობა
  • ცხელება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის სისტემასა და ორგანოებში ჟანგბადის განაწილებაზე)
  • ჰიპერთიროზი (ფარისებრ ჯირკვალშიჰორმონების დონს მატება)
  • ზრდის ფაზის აჩქარება.

როგორც ვხედავთ არცერთი ზემოთქმული მიზეზი არ ახდენს პირდაპირ ან სტრუქტურულ გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

პათოლოგიური ხმაური გულში

ფუნქციონალური ან სტრუქტურული ცვლილებები გულის სარქველებში, ეს შეიძლება დაბადებიდან გქონდეთ ან ბევრი წლის განმავლობაში განვითარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ცვლილებები სისხლს საშუალებას არ აძლევენ ნორმალურად გაიარონ სარქველებში ან არ აძლევს მათ საშუალებას სტანდარტულად დაიხურონ რაც სისხლის უკმარისობს იწვევს.

ენდოკარდიტი შიდა მემბრანის და გულის სარქველების ინფექცია რომელიც სხეულის სხვა ნაწილებდან მიკროორგანიზმების გავრცელებით ჩნდება.

რევმატიული ცხელება არის სისტემური ანთებითი დაავადება, რომელიც საყლაპავის ბაქტერიული ინფექციის შედეგად ჩნდება, ის იწვევს სახსრების, კანის, კანქვეშა უჯრედების და გულის ცვლილებებს.

ნიშნები და სიმფტომები

თუ ხმაური კეთილთვისებიანი და ფიზიოლოგიურია, სხვა არანაირი ნიშანი ან სიმპტომი აღარ იქნება. გარდა დამამშვიდებელი ხმისა გულის აუსკულტაციის დროს.

თუ ეს ხმაური პათოლოგიურია, პაციენტს მთელი რიგი გამოვლინებები აქვს, რომლებიც ექიმს სწორ დიაგნოზამდე მისვლაში დაეხმარება.

  • პერიფერიული ციანოზი ან ტუჩების ფერის ან თითის ბოლოების გალურჯება
  • შეშუპება ან ზომის გადიდება, რომელიც ძირითად ქვედა დაბოლოებებში ჩნდება
  • ქოშინი, ჰაერის უკმარისობა ან სუნთქვის გაძნელება – განსაკუთრებით ძილის წინა, რასაც მუდმივი ხველა ერთვის თან
  • კისრის ვენების გადიდება
  • ტკივილი მკერდში
  • თავბრუსხვევა
  • გულის წასვლა ან გონების დაკარგვა.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.