Connect with us

ჯანმრთელობა

ხილის და კენკრის კურკები მედიკამენტებს ჩაგინაცვლებთ: აი, როგორ კურნავენ

როგორც წესი, ხილის ან კენკრის ჭამის დროს კურკებს ვყრით. და სულ ტყუილად. როგორც აღმოჩნდა, კურკები ზოგჯერ ხილსა და კენკრაზე ბევრად უფრო სასარგებლოა.

ზეთისხილის კურკები

ზეთისხილის კურკა შესანიშნავი ნაღვლმდენი საშუალებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, შესანიშნავი სორბენტია, რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტში გავლისას ყველაფერს იწოვს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. იგივე თვისება ზეთისხილს წახემსების დროს შეუცვლელს ხდის. ზეთისხილის კურკიანად გადაყლაპვით ადამიანი სწრაფად არ თვრება და მეორე დღეს თავს უკეთ გრძნობს. ასევე ზეთისხილის კურკა ასთმის, ქოშინის, ფილტვის დაავადების დროს დაგეხმარებათ და ნერვულ სისტემას დაამშვიდებს.

რეკომენდებულია 1 თვის განმავლობაში რამდენიმე ათეული ზეთისხილი კურკებიანად შეჭამოთ. ეს თირკმლებში, შარდის ბუშტსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.

შინდის კურკები

ზეთისხილის მსგავსი თვისებები შინდის კურკსაც აქვს. ამასთან მისი წყალობით ბუასილის განკურნებას შეძლებთ. ამისთვის 1 კვირის განმავლობაში 15 ნაყოფი კურკებიანად უნდა შეჭამოთ. შინდის კურკა კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროსაც დაგეხმარებათ. სპეციალური ნაყენი ასე მზადდება. 3 ჩ/კ კურკის ბირთვი და 1 ჭიქა წყალი აიღეთ. 15 წუთით ადუღეთ, შემდეგ 2 საათით დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ყურძნის კურკები

ყურძნის კურკა უფრო სასარგებლოა, ვიდრე კენკრა. თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გსურთ, ყურძნის კურკა უბრალოდ საგანძურია.

E ვიტამინის შემცველობის წყალობით ყურძნის კურკა კანის კარგი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. კანი გლუვი ხდება და ნაოჭები მცირდება. კურკა შეიცავს ფიტოესტროგენს, რომელიც 50 წელს ზემოთ ქალებისთვის ძალიან სასარგებლოა.

ყურძნის კურკის ექსტრაქტი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, რაც კაპილარების გაწყვეტისა და სისხლძარღვების ბადის გაჩენისგან დაგიცავთ. ამასთან ექსტრაქტი წნევას და მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მასში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც კანდიდოზის განვითარებას აფერხებს.

კანდიდის ზოგიერთი სახეობა (საფუარის მსგავსი სოკო Candida) საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავში, სუსტი იმუნიტეტის დროს სწრაფად მრავლდება. წითელი ყურძენი ანტიოქსიდანტების რაოდენობით თეთრ ყურძენს 12-ჯერ აჭარბებს.

ძახველის კურკები

ის ორგანიზმის ბუნებრივი გამწმენდია. ძახველის კურკა ორგანიზმს სასარგებლო მიკროელემენტების დიდი რაოდენობით ავსებს, ნაწლავების მიკროფლორას მხარს უჭერს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას აჯანსაღებს.

ძახველის კურკა შეშუპებას ამცირებს, ორგანიზმს აძლიერებს, ტონუსს ზრდის, თირკმლებიდან, შარდის და ნაღვლის ბუშტებიდან წიდებს, კენჭებს და ქვიშას მოგაშორებთ. ის ნაწლავების შეწოვას აუმჯობესებს და მის კედლებს აძლიერებს. დღეში 10 ცალი ძახველის კურკის რეგულარული მოხმარებით თავის ტკივილის შეტევებს შეამცირებთ.

ბროწეულის კურკები

ბროწეულის კურკები ჰორმონალურ ბალანსზე დადებით გავლენას ახდენენ. მისი მიღება კლიმაქსის დროს სასარგებლოა. ის წნევას ეფექტურად ამცირებს, თავის ტკივილს აქრობს და გაღიზიანებას და ნევროზს მოგაშორებთ. ბროწეულის კურკა თაფლთან ერთად კბილის ტკივილს შეამცირებს. ჩინურ ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია მამაკაცური პოტენციის გასაზარდელად ბროწეულის კურკა შაქართან ერთად მიიღოთ.

მათ საფუძველზე შეგიძლიათ ექსტრაქტი მოამზადოთ, რომლის 40% კურკები და რბილობი, ხოლო 60% გლიცერინია. მას შესაძლებლობის ძლიერი სპექტრი გააჩნია, ბუნებრივი ანტიბიოტიკის სტატუსი ტყუილად არ მიანიჭეს. ექსტრაქტი იმუნიტეტს აძლიერებს, ანტივირუსული, ანტიალერგიული, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ასევე სოკოს კარგად ებრძვის.

გამოიყენება როგორც სისხლძარღვების გამაძლიერებელი და ჭიების საწინააღმდეგო საშუალება. მისი დახმარებით ეგზემას, დერმატიტს და ქავილს კურნავენ. ის კანის ელასტიურობას აუმჯობესებს და ქსოვილების აღდგენას ხელს უწყობს. C ვიტამინის გარდა ექსტრაქტი ცხიმოვან მჟავებს, ბიოფლავონოიდებს და სასარგებლო P ვიტამინის მსგავს ნივთიერებას შეიცავს. თუმცა გაითვალისწინეთ: თუ ბროწეულის კურკასთან ერთად რაიმე სამედიცინო პრეპარატს იღებს, მათი მოქმედება მნიშვნელოვნად შეიძლება გაძლიერდეს და მოწამვლა გამოიწვიოს.

ჰერპესის დროს

30 მლ მცენარეული ზეთი და 5 წვეთი გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტი აურიეთ. დღეში 4-ჯერ ტუჩზე წაისვით.

ეგზემას დროს

100 მლ ოთახის ტემპერატურის, ანადუღარ წყალში 10 წვეთი გრეიფრუტის კურკის ექსტრაქტი გახსენით. წინასწარ შეანჯღრიეთ და დაზიანებულ კანზე წაისვით. 5 წუთში ნარევი მოიშორეთ.

ფსორიაზის და ნეიროდერმატიტის დროს

30 მლ მცენარეული ზეთი 5 წვეთ ექსტრაქტში გახსენით. დღეში 2-ჯერ კანის პრობლემურ ნაწილზე წაისვით.

გარგარის კურკები

გარგარის კურკის ბირთვი უნიკალური საშუალებაა. ის დაავადებულ უჯრედებს მოგაშორებთ და ამით ორგანიზმს გააჯანსაღებს. მასში შემავალ B17 ვიტამინს ანტისიმსივნური თვისება გააჩნია. ეს ეფექტური ხველების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

გარგარის კურკის ექსტრაქტი (სააფთიაქო) იმუნიტეტს აძლიერებს, სოკოს ებრძვის და ჭიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაჭარბების შემთხვევაში (დღეში 20-30 ბირთვზე მეტი) მძიმე მოწამვლას იწვეს, რადგან შეიცავს შხამიან ნივთიერებას ამიგდალინს (სწორედ ეს ნივთიერება ბირთვს მომწარო გემოს ანიჭებს).

ქლიავის კურკები

შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალო ერთ-ერთ საშუალებად ქლიავის კურკის ბირთვი ითვლება. ყოველდღიურად, 3-4 კვირის განმავლობაში 20 ბირთვი უნდა შეჭამოთ. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

საზამთროს კურკები

საზამთროს კურკები შარდკენჭოვანი დაავადების დროს სასარგებლოა. საზამთროს თესლიდან ცხიმოვან ზეთს (25-30%) იღებენ. ხალხურ მედიცინაში გახეხილი საზამთროს თესლი ჭიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. იგივე საშუალება საშვილოსნოს სისხლდენის დროს ეფექტურია. საზამთროს თესლი ცხიმოვან უჯერ მჟავებს შეიცავს, როგორიცაა ოლეინის და ლინოლეური მჟავები, რომელთაც არა მხოლოდ კვებითი ღირებულება, არამედ სამკურნალო თვისებებიც გააჩნიათ. ისინი სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის ფირფიტების გაჩენას ხელს უშლიან, იმუნიტეტს აძლიერებენ და სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას აფერხებენ.

ვაშლის კურკები

მწიფე ვაშლის თესლი ბევრ E ვიტამინს შეიცავს. მასში ბევრი იოდია. დღეში 6-7 ვაშლის კურკის ჭამა ორგანიზმს იოდის დღიური ნორმით აავსებს. ის ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს და ტონუსს ზრდის.

ბალის კურკები

მასში შემავალი შხამიანი ნივთიერების გამო მასზე დაფუძნებულ პრეპარატებს მცირე რაოდენობით და დიდი სიფრთხილით მოიხმარენ. კურკის ბირთვს თხელ ფენას აშორებენ და ახმობენ. ხმელ ბირთვს აქუცმაცებენ და საშვილოსნოს სისხლდენის, კუჭის წყლულის, პოდაგრის, ართრიტის და შარდკენჭოვანი დაავადების დროს იღებენ. სამკურნალო მიზნით დღეში 2-3-ჯერ ¼ ჩ/კ ფხვნილი ენის წვერზე დაიდეთ, ნერწყვით სრულად გახსენით და გადაყლაპეთ. მკურნალობის კურსი – 1,5-2 თვე.

ადამიანისთვის სასარგებლო თვისებებს ასევე შეიცავს კოწახურის, ქაცვის, ასკილის, შოთხვის, კუნელის, ცაცხვის და მსხლის კურკები.