საკითხავი
ხელმომჭირნე ქმარი მთელ ხელფასს მართმევს: ღირს განქორწინება?
ოჯახის ბიუჯეტის სწორად მართვა ნამდვილად კარგია, მაგრამ ზომიერების გრძნობა არ უნდა დაგვავიწყდეს. Аlltime.ge–ს რედაქცია ნინას ისტორიას გიზიარებთ. ქმარი მთელ ხელფასს ართმევს, ხარჯს აკონტროლებს და ზედმეტის დახარჯვის უფლებას არ აძლევს.
ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვა
ნინა ძალიან ბედნიერი იყო, როცა ოჯახს ქმნიდა. მომავალი მეუღლე უყვარდა. მაშინ ფინანსების თემაზე არც დაფიქრებულა. თანაცხოვრებაში ირაკლის რთული ხასიათი დაინახა. ეს ფულის მართვაში განსაკუთრებით ჩანდა. მეუღლე ხშირად უმეორებდა, რომ ეკონომია ოჯახის ბიუჯეტის საფუძველია.
ირაკლის კარგი შემოსავალი ჰქონდა, ნინაც ხელფასს არ უჩიოდა. პრობლემა ის იყო, რომ ქმარი მთელ ხელფასს ართმევდა. მოგვიანებით თავად წყვეტდა, სად და რამდენი დაეხარჯათ. ქმარი ყველა თეთრს აკონტროლებს.
„ერთხელ სალაროსთან მისაყვედურა, რადგან მოლარემ ხურდა სწორად არ დამიბრუნა. როცა ვუთხარი, რომ მოლარეები ზოგჯერ ასე იქცევიან, რადგან სალაროში წვრილი ფული არ აქვთ, სკანდალი მოაწყო. მისი თქმით, მაღაზიაში მატყუებენ“ – იხსენებს ნინა.
ნინა ყველაფერზე ფულს ზოგავს. მაგალითად, სამსახურში შინ მომზადებული საკვები კონტეინერით მიაქვს და სანამ თანამშრომლები კაფეში ერთად სადილობენ, თავად ცარიელ ოფისში რჩება და კონტეინერიდან მიირთმევს. ასე იქცევა, რადგან მეუღლე კაფეში სადილობას ფულის უაზრო გაფლანგვად მიიჩნევს.
სადმე წასვლაც არ შეუძლია, რადგან ქმარი ფულს არ აძლევს. შოპინგზე და სუპერმარკეტებში ერთად დადიან. ყველგან ირაკლი იხდის. თუ ფულს აძლევს, აუცილებლად საყიდლების ჩეკს და ხურდის დაბრუნებას ითხოვს, რომ ყველაფერი შეამოწმოს.
ძუნწ ქმართან ცხოვრება
როცა ქმარი ცოლს არ ენდობა, ნორმალური არაა. ირაკლი თვლის, რომ ასე ბედნიერი სიბერისთვის ფულის დაგროვებას შეძლებენ. ნუთუ ამას აზრი აქვს, თუ ახლა შეზღუდულად ცხოვრება უწევთ.
უნდა ითქვას, რომ ირაკლი ამას შეზღუდვად არ თვლის. ძალიან უბრალოდ ცხოვრობს. თვეობით ერთი და იმავე ფეხსაცმელი აცვია. მანამ არ ცვლის, სანამ არ გაცვდება. რამდენიმე წყვილი წინდა, საცვალი და სხვა ტანსაცმელი ყოფნის.
„დაბადების დღეებზე არ დავდივართ. უბრალოდ მრცხვენია, რომ იუბილარს თითქმის ცარიელი კონვერტი ან იაფფასიანი საჩუქარი ვაჩუქო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან ღარიბი ვართ და თავს ვერაფრის უფლებას ვაძლევთ. არადა საკუთარი ბინა გვაქვს, ქირაში ფულს არ ვხარჯავთ. ირაკლი ამბობს, რომ დანაზოგი ანაბარზე აქვს შეტანილი და პროცენტებს იღებს. ერთი შეხედვით, კარგია. მაგრამ ახლა ცხოვრება მინდა. ნუთუ ასე გააგრძელებს, როცა შვილი გვეყოლება. ამას არ დავუშვებ. განქორწინებაზე ხშირად ვფიქრობ, თუმცა ეს ფიქრები მაშინებს. არ ვიცი, როგორ მოვიქცე“ – ამბობს ნინა.
ყოველთვის უმჯობესია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ფინანსების თემა, წინასწარ განიხილოთ, სანამ ოჯახის შექმნას და ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ. არასწორია როცა ქმარი მთელ ხელფასს გართმევთ და ყველა ნაბიჯს გიკონტროლებთ. ასეთ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას აზრი არ აქვს. უმჯობესია, ტოქსიკურ ურთიერთობას თავი მალე დააღწიოთ.