თავის მოვლა
ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი
ასაკის მატებასთან ერთად კანზე პიგმენტური ლაქები ჩნდება. როგორც წესი, პიგმენტური ლაქები თავს ისეთ ადგილებში იჩენს, რომლებიც მზის ზემოქმედების ქვეშ ხშირად იმყოფება: ხელი, მკერდი, მხრები.
პირველი „ლაქა“ შეიძლება უკვე 40 წლის ასაკში გაჩნდეს, რაც არც თუ ისე სასიხარულოა, რადგან მოხუცად ჯერ თავს არავინ მიიჩნევს, აქ კი ასეთი მინიშნებაა. საბედნიეროდ, ხალხური რეცეპტები ნამდვილი საწყობია, სადაც ლაქების საწინააღმდეგო საშუალებასაც იპოვით. ის ხელმისაწვდომი, ნატურალური საშუალებაა, რომელიც თითქმის ყველას სამზარეულოში აქვს.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ ხახვის წვენი
- 2 ს/კ ძმარი
მომზადება და გამოყენება:
მითითებული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი რაიმე სააფთიაქო, ყავისფერ ბოთლში გადაიტანეთ. ასე უფრო დიდხანს შენახვას შეძლებთ. ყოველდღიურად პრობლემურ ადგილას წაისვით და უკვე რამდენიმე კვირაში ლაქები გაქრება. მთავარი წესი – რეგურალური და თანმიმდევრული გამოყენება.
მარტივი, ბიუჯეტური და ნატურალური მეთოდი. კანზე ქიმიური ელემენტების ზემოქმედება რომ არ მოხდეს, თეთრი სუფრის ძმრის ნაცვლად ნატურალური ვაშლის ძმარი გამოიყენეთ. ხახვის სუნის მოსაშორებლად კანი ლიმონის ცედრით გაიწმინდეთ. როგორც იცით, ლიმონსაც კანის გამაღიავებელი ეფექტი გააჩნია.