ყვავილები
ხახვის დარგვა ოქტომბერში: ყველაფერი, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ
მებოსტნეებს ზამთრისთვის საშემოდგომო ხახვის დარგვა დარჩათ. ხახვი სიცივეს კარგად იტანს. ოქტომბერში დარგვის შემთხვევაში პირველ მოსავალს ზაფხულის დასაწყისში აიღებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ საშემოდგომო ხახვის სწორად დასარგავად.
ხახვის დარგვა ოქტომბერში
თუ მდიდარი მოსავლის აღება გსურთ, ახლა ყველაფერი სწორად გააკეთეთ. დასარგავი ადგილი და დრო მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც მომავალ მოსავალზე გავლენას ახდენენ.
დასარგავი ადგილი
საშემოდგომო ხახვი შეგიძლიათ დარგოთ იქ, სადაც ადრე მარცვლეულს, ყაბაყს, სიმინდს, ბარდას, ლობიოს, პომიდორს ან კომბოსტოს ზრდიდით. ჭარხლის, სტაფილოს და ბოლოკის ადგილზე ხახვის დარგვა არ ღირს. ხახვი ერთ ადგილზე ორი წელი ზედიზედ არ დარგოთ. ადგილი მოსავლიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
ნაკვეთზე წყალი არ უნდა გუბდებოდეს. შემაღლებული ადგილი საუკეთესოა. ფხვიერი და ჰაერგამტარი ნიადაგი გამოგადგებათ. მიწა კარგად გააფხვიერეთ, სანამ დარგავთ. სასუქიც დაუმატეთ. სუპერფოსფატი ან ნეშომპალა გამოგადგებათ. შემოდგომაზე ტემპერატურა დაბალია, ამიტომ მორწყვა საჭირო არაა.
ხახვის დარგვის დრო
საშემოდგომო ხახვი სწორ დროს უნდა დარგოთ. შუა ოქტომბრიდან ნოემბრის დასაწყისამდე შესაფერისი პერიოდია. ძლიერი ყინვების დაწყებამდე 1 თვით ადრე ხახვის დარგვა უნდა მოასწროთ. ნაწვიმარი მიწა არ უნდა იყოს, რომ ხახვი არ დალპეს და გაიყინოს.
ზოგიერთი მებოსტნე ხახვის დასარგავად მთვარის კალენდარს იყენებს. ხახვის და ნივრის ძირითადი ნაწილები მიწაში მდებარეობს, ამიტომ კლებად მთვარეზე დარგეთ, როცა სასიცოცხლო პროცესები მცენარის ფესვებში კონცენტრირებულია. ექსპერტების თქმით, მთვარე ამ დროს მიწის სტიქიაში უნდა იყოს, ანუ კუროს, ქალწულის ან თხის რქის ნიშანში.
2022 წლის 23 და 24 ოქტომბერი ყველაზე ხელსაყრელი დღეებია, რომ საშემოდგომო ხახვი დარგოთ. 26-30 ოქტომბერიც კარგი პერიოდია.
ხახვი 5 სმ სიღრმეში ჩარგეთ. ერთმანეთს 6 სმ–ით დააშორეთ. ზემოდან მშრალი მიწა მოაყარეთ. მორწყვა არ სჭირდება. გაზაფხულამდე დამატებითი კვებაც არ სჭირდება. ყინვის დაწყებამდე დაცვენილი ფოთლების ან ნახერხის მულჩით დაფარეთ.
წესები დაიცავით და ზაფხულის დასაწყისში ხახვის უხვ მოსავალს მიიღებთ.