Connect with us

საკითხავი

ხატები, რომლებიც სახლში უნდა გქონდეთ

ბიბლია, სხვადასხვა ლოცვანი, ცვილის სანთლები, ხატები – ეს ყველაფერი ყველა ქრისტიანის სახლში მნიშვნელოვანი ატრიბუტია. თუ პირველ პუნქტთან ყველაფერი ნათელია, მაშინ ამ უკანასკნელთან ჩნდება რიგი კითხვები, როგორიცაა: რომელი ხატები უნდა იყოს სახლში? სად მოვათავსოთ? როგორ გვეხმარება და გვიცავს ესა თუ ის ხატი?

აუცილებელი არაა დიდი კანკელის შექმნა ან ყველა თავისუფალ კუთხეში წმინდანების ხატების ჩამოკიდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რას ფიქრობენ ამის შესახებ სასულიერო პირები. გიზიარებთ ძირითად რელიგიურ წესებს და აკრძალვებს ხატებთან დაკავშირებით.

რა საჭიროა ხატი?

პირველ რიგში, იმისთვის, რომ საცხოვრებელი და მისი მფლობელები სხვადასხვა უბედურებისგან დაიცვათ, თითოეულ ოთახში 1 ხატის ქონა საკმარისია. მეორეც, როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხატი გაქვთ. უფრო მნიშვნელოვანია ქრისტეს მცნებები დაიცვათ.

ყველა კედელზე ხატების ჩამოკიდებით კურთხევას ნუ დაელოდებით. ჯერ ყოვლისშემძლეს ძალის გულში ირწმუნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ წმინდა გამოსახულებების შუამავლობით მიმართეთ. ზოგს სახლში შეიძლება ჰქონდეს ერთი წმინდანის პატარა ხატი და სწორად, ქრისტიანულად ცხოვრობდეს. ზოგს კედლები ხატებით მორთული შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არასწორად ცხოვრობდეს: იგინებოდეს და ჩხუბობდეს. საქმე იმაშია, რომ ხატი ღმერთთან მისასვლელად დამხმარე საშუალება უნდა იყოს და არა რწმენის მაჩვენებელი მათთვის, ვინც რელიგიურ წერილებს არ იცავს.

რომელი ხატები უნდა გქონდეთ სახლში

სახლში ხატები ნაკურთხი უნდა იყოს. ლითოგრაფია და ხის ჩარჩო ხატს არ ნიშნავს. ხატი სრულფასოვანი მხოლოდ ტაძარში კურთხევის შემდეგ ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გამოსახულებაა. სასულიერო პირების თქმით, მართლმადიდებელი ქრისტიანის სახლში უნდა იყოს უფლის და მისი ჯვარცმის ხატი. ასევე უნდა გქონდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. შევადგინეთ ხატების სია, რომელიც სახლს და ოჯახის თითოეულ წევრს იცავს ავი თვალისა და უწმინდური ძალებისგან. ესენია:

  • იესო ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები.
  • წმინდანის გამოსახულება, რომლის სახელს ოჯახის უფროსი ატარებს.
  • წმინდა გიორგის ხატი.
  • ღვთისმშობლის შვიდისრიანი ხატი.
  • წმინდა ნიკოლოზის ხატი
  • ღვთისმშობლის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“

დანარჩენი ხატები სურვილისამებრ და საჭიროებისამებრ შეგიძლიათ მოათავსოთ. ზოგიერთ ოჯახში მფარველად ითვლება წმინდა ნიკოლოზი, მით უფრო, თუ ოჯახი ხშირად მოგზაურობს ან ოჯახის უფროსის საქმე მოგზაურობასთან დაკავშირებულია. ზოგს ფულის და კარიერის საქმეში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი მფარველობს. ზოგი პატივს სცემს წმინდა ნინოს, მოწამეებს პისტის, ელპიდის, აღაპის და მათ დედას სოფიოს. თითოეულს უფლის წინაშე შუამავლობა შეუძლია.

რისთვის გვჭირდება ხატები სახლში

ხატი, როგორც ეკლესიაში ამბობენ, ღვთის სარკმელია. მისი შეხედვისას ქრისტიანი მიმართავს პირველ წყაროს, ანუ თავად უფალს. გვგონია, რომ რაც უფრო მეტი ხატია სახლში, მით უფრო კომფორტული და ნათელი ხდება საცხოვრებელი. ასე უფლის უხილავი ძალა ადამიანთან ყოველთვის ახლოს იქნება.

ხატების განთავსება ოთახებში

იქ, სადაც ბავშვი ისვენებს, მოათავსეთ მფარველი ანგელოზის ან ზეციური მფარველის ხატი, იმ წმინდანის, რომლის სახელსაც ბავშვი ატარებს. თქვენს საძინებელში უფალთან განმარტოებისთვის მოკრძალებული კუთხე გამოყავით, რომ დილის და საღამოს ლოცვები წაიკითხოთ. შემოსასვლელში ღვთისმშობლის ხატი, ოჯახის კერის მფარველი, უნდა დადოთ.

ზოგიერთ ოჯახში მართლმადიდებლები საჭმელს მხოლოდ ლოცვის შემდეგ მიირთმევენ. ასე ტრაპეზი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სხეულისა და გონებისთვის სასარგებლო ხდება. სამზარეულოში დიდმოწამე პარასკევას ხატი მოათავსეთ.

სამუშაო დღე, როგორც ნებისმიერი სხვა დღე, ქრისტიანმა უფლისადმი მიმართვით უნდა დაიწყოს. „ღვთის ნების გარეშე ადამიანს თავიდან თმა არ დაცვივა“, „ღვთის გარეშე ზღურბლსაც ვერ გადააბიჯებ“ – ამბობს პოპულარული ქრისტიანული ანდაზები. სწორედ ამიტომ, კაბინეტში ან სამუშაო მაგიდაზე მაცხოვრის ხატი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

მისაღები ოთახი ადგილია, სადაც არა მხოლოდ მთელი ოჯახი იკრიბება, არამედ სტუმრებს ვიღებთ. მისაღებ ოთახში შეგიძლიათ გააკეთოთ ე.წ. „წითელი კუთხე“, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ მემკვიდრეობით გადაცემული ხატები ან ისინი, რომლებიც ოჯახში განსაკუთრებით ფასობს. წითელი კუთხის კონცეფცია საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ეს არის სახლის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი, რომელსაც ყველა აქცევს ყურადღებას. ძველად ამ კუთხით აფასებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები.

სად ვიყიდოთ ხატები სახლისთვის

თუ ეკლესიის მაღაზიაში იყიდეთ, ასეთი ხატი უკვე ნაკურთხია. თუ ეკლესიის გარეთ შეიძინეთ, სასულიერო პირს გაესაუბრეთ, რომ აკურთხოს. ხატები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. უბრალოდ დაქარგეთ ან მართლმადიდებლური კალენდრიდან ამოჭერით და ლამაზ ჩარჩოში ჩასვით. ასეთი გამოსახულება ეკლესიაში წაიღეთ, რომ ყველა წესით აკურთხოთ.

ეკლესიაში ან სახლში ლოცვისას გახსოვდეთ, რომ ხატზე არ ლოცულობთ, არამედ ღვთის ხატებაზე. წმინდანების გამოსახულების მიღმა ხომ უხილავი ღვთაებრივი არსი დგას. გახსოვდეთ, ხატი ინტერიერის დეტალი არაა, არამედ უფალთან საუბარში ჩვენი დამხმარე.

Advertisement